ვ. კ. მაკარტი (V.K. McCarty)

ჩვენს გულებში ჯერაც ქრისტეშობის დღესასწაულია დავანებული და კარს მომდგარ დიდ მარხვას მოასწავებს, ამ დროს კი ყოველდღიურად გვიწევს იმ ახალ და რთულ გამოწვევებთან შეჯახება, პანდემია რომ წამოგვიყენებს. ვითარცა მწყემსნი და მოძღვარნი, ქრისტიანული მსახურების წინა ხაზზე მყოფნი, ცხადად ვხედავთ იმ საკითხებს, საზოგადოებას რომ აშფოთებს. თუმცა, ამ ქაოსსა და ჯაფაში, ეკლესია, ამოწმებს რა, ჩვენ შორის მყოფი ღვთის სიყვარულს, სულიერად გვიცავს.
ამ პანდემიისეული ასპექტების ყოველმხრივი მიმოხილვა, ურთიერთ შეწევნისა და გაგების მცდელობა, ღვთისგან წყალობის გამოსათხოვად და სინანულისა და მადლიერების ლოცვად აღგვძრავენ. განა, ეს ღვთის არსებობის მტკიცებულება არ გახლავთ, რომელიც ხსნის კიდობანს წარმოადგენს, სადაც ვირუსის გადავლამდე უნდა შევეფაროთ? განა, ის ოჯახები, ჩაკეტილობის ჟამს რომ ღვთის მოწყალებისადმი სასოებას ინარჩუნებენ და ამ კრიზისულ პერიოდსაც მშვიდობითა და ჰარმონიით ატარებენ, იმ ოჯახებს არ მიემსგავსებიან, ძველი აღთქმის უფლის მოწოდება რომ ყურთ იღეს?
განაგრძე კითხვა