Author Archives: Public Orthodoxy

მწვანე პატრიარქი და ეკოლოგიური ცოდვა

ქრის დურანტი (Chris Durante)

წელს 30 წელი სრულდება პატრიარქ ბართლომეოს I-ის (1991 წლიდან) კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქად აღსაყდრებიდან. როგორც ცნობილია, პატრიარქ ბართლომეოსს „მწვანე პატრიარქს“ უწოდებენ გარემოს დაცვისათვის მისი ხანგრძლივი მოღვაწეობის გამო. მისი ორგანიზებით, 2021 წლის დასაწყისში, გარემოს დაცვის შესახებ მიძღვნილი ხალკის მეოთხე სამიტი ჩატარდა (იგულისხმება ღონისძიება, რომელიც მიმდინარე წლის 26-28 იანვარს გაიმართა). 2012 წლიდან მოყოლებული ხალკის სამიტები ნათლად აჩვენებენ პატრიარქის ერთგულებას გარემოს საკითხებისადმი. ეს სამიტები ხანგრძლივი ეკუმენური, ინტერრელიგიური და ინტერდისციპლინარული კონფერენციების ნაწილები არიან, რომელნიც ხორციელდება მისი პატრიარქობის დაწყებიდან მოყოლებული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რამაც მისთვის ,,მწვანე პატრიარქის“ წოდების მინიჭება განაპირობა, კალიფორნიის სანტა ბარბარაში, 1997 წელს მისი გამოსვლა იყო, სადაც მან პირველად ისაუბრა ეკოლოგიური ცოდვის შესახებ. პატრიარქმა განაცხადა:

,,სახეობათა გაქრობა და ღმერთის მიერ შექმნილი ბიოლოგიური მრავალფეროვნების განადგურება ადამიანების მიერ… დედამიწის დაკნინება მისი კლიმატის ცვლილების გამოწვევით, ბუნებრივი ტყეებისა და მათი წყლების განადგურება… ადამიანური დაავადებები, გამოწვეული ადამიანის ჩარევებით, წყლის, ჰაერისა და სიცოცხლის დაბინძურებით სხვადასხვა ნივთირებების მეშვეობით… ეს ყველაფერი ეს არის ცოდვა.

(მოხსენება გარემოს სიმპოზიუმზე, წმინდა ბარბარეს ბერძნული ეკლესია, სანტა ბარბარა, კალიფორნია, 8 ნოემბერი, 1997).

განაგრძე კითხვა

აქლემი და ნემსი
რუსი მართლმადიდებელი მეცნიერის გაკვეთილებიდან, ნაწილი 2

ქრისტოფერ ჰაუელი (Christopher Howell)

პირველი ნაწილი იხ: დარვინსა და დოსტოევსკის შორის

თავისუფლების იდეა მნიშვნელოვანი იყო თეოდოსიოს დობჟანსკისათვის. ის დაინტერესებული იყო ისეთი სამეცნიერო მსოფმხედველობის ფორმულირებით, სადაც დარვინიზმი ხელს შეუწყობდა თავისუფალ ნებას და მისი აზრით, დაეხმარებოდა ბოროტების პრობლემის გადაჭრას (მან, ჯონ პოლკინგორნის მსგავსად, ბუნებრივ ბოროტებასთან დაკავშირებით, ადრევე ჩამოაყალიბა საკუთარი შეხედულება- „თვითუფლებრივობის დაცვა“). დობჟანსკის პოლიტიკური თავისუფლების დაცვის თემაც აინტერესებდა, როგორც ტოტალიტარიზმისგან, ისე მემკვიდრეობითი არისტოკრატიისაგან. შესაბამისად, დობჟანსკის სინთეზის მეორე მცდელობა იმგვარად მიემართებოდა დემოკრატიასა და მეცნიერებას (ასევე რელიგიას), რომ სამივე მათგანი დაეცვა კონსერვატიული კრიტიკისაგან რელიგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ დონეზე.

დობჟანსკის თანახმად, იერარქიულად, არისტოკრატულად და კლასობრივად მოწყობილი საზოგადოება არის თავდაცვითი მექანიზმი შეძლებულთა (მდიდართა) შიშების დაცხრომისათვის, რომელ შიშებსაც იესოს სწავლება იწვევს. ის შენიშნავს, რომ „ქრისტეს ფრაზა აქლემის ნემსის ყუნწში გავლის შესახებ ნათელია და გამორიცხავს ალტერნატიულ განმარტებას, რითაც მდიდრები იმშვიდებენ  საკუთარ სინდისს – ღმერთზე პასუხისმგებლობის დაკისრებით. ე.ი. დამნაშავე არის ღმერთი, რომელმაც შექმნა ადამიანები კეთილშობილებად და პლებეებად, ბრძენებად და უყაირათოებად, ნიჭიერებად და უუნაროებად. ამ განმარტების თანახმად, ყოველ ადამიანს ცხოვრებაში აქვს განსაზღვრული ადგილი და ეს მიიჩნევა ღმერთის ნებად და მისი დარღვევა ცოდვად გაიგება“ (Mankind Evolving, ადამიანურობა ვითარდება 1962, 52). „ნუ გვადანაშაულებთ“ ამბობენ ძლიერნი და მდიდარნი, „ღმერთის ბრალია, რომ ჩვენ ამ უმაღლესი გენით დაგვაჯილდოვა. ამიტომაც სიმდიდრე, ძალა და გავლენა გამომდინარეობენ კონკრეტული ვითარებიდან და არანაირი პოლიტიკური თანასწორობა არ მოგვცემს გარანტიას ამ მდგომარეობის შესაცვლელად“. დობჟანსკიმ შეამჩნია, რომ მემკვიდრეობითობის მომხრეები მხარს უჭერდნენ პოლიტიკურ კონსერვატიზმს და ფიქრობდნენ, რომ „ადამიანური შესაძლებლობების გენეტიკურმა სტატუსმა შესაძლოა გაამართლოს საზოგადოების კლასობრივი ბარიერების მკაცრი შედგენილობა და, ასევე, მისი იერარქიული მოწყობა“.

განაგრძე კითხვა

დასავლური რელიგიური ხელოვნების ბულგაკოვისეული თეოლოგიური აპოლოგია
მართლმადიდებელი უმცირესობის მოსაზრება

რობერტო ჯ. დე ლა ნოვალი (Roberto J. De La Noval)

„აღორძინების ხანიდან მოყოლებული, დასავლეთის რელიგიური მხატვრობა სხვა არაფერია თუ არა ერთი უზარმაზარი ტყუილი“. ეს პავლე ფლორენსკიმ დაწერა „კანკელში“ (იკონოსტასში), რომელიც XX საუკუნის უმნიშვნელოვანესი ნაშრომია, სადაც მართლმადიდებლური ხატწერაა განხილული. დასავლური რელიგიური მხატვრობის „ტყუილის“ მიზეზი მისი ნატურალიზმი იყო, რომელიც გაიგებოდა, როგორც სახეებისა და მოვლენების რაც შეიძლება მეტად რეალისტური ფორმით გამოსახვის მცდელობა. როგორც ევან ფრიმანი აღნიშნავს, დასავლური ნატურალიზმის თეოლოგიური კრიტიკა ხატების შესახებ XIX და XX საუკუნეების მართლმადიდებლური რეფლექსიის მთავარი მახასიათებელი იყო, რომელიც აღმოსავლურ იკონოგრაფიას აღამაღლებდა და იმავდროულად, აკნინებდა დასავლურ რელიგიურ ხელოვნებას.

მიუხედავად ამისა, თუკი ჩვენ ვკონცენტრირდებით მამა სერგი ბულგაკოვის თეოლოგიურ პრობლემატოლოგიაზე ხელოვნების შესახებ, გაბატონებულ ტენდენციაში ერთგვარ გამონაკლისს აღმოვაჩენთ, რადგან თავის ესსეში „ხატები და მათი თაყვანისცემა“, რომელიც მან 1930 წელს დაწერა, ენობრივად და აზრობრივად ერმანეთთან აკავშირებს ხელოვნებას და ხატის მთლიან იდეას, ისე, რომ ეყრდნობა საკუთარ მთავარ არგუმენტს – თეოლოგიური ხატის შექმნა მდგომარეობს სამყაროს ფუნდამენტურ ხატოვნებაში (სახოვნებაში); ანუ, სამყაროს იდეალურობაში, როგორც ის გამოჩნდა მყოფობის არქეტიპულ ხატებში, რომელიც არის ღმერთის გონებაში და აძლევს მყოფობას მთელ შესაქმეს. შესაბამისად, ხელოვნება, რომელიც აღწევს ამ „პირვანდელი ხატების“ გამოსახვას, შეიძლება დახასიათდეს როგორც ხატობრივი, მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური ხელოვნების ყოველი ნიმუში არ არის თეოლოგიური ხატი. თუმცა, ბულგაკოვის არგუმენტი დასავლურ რელიგიურ ხელოვნებასა და აღმოსავლიურ ხატწერას ერთ საერთო ჩარჩოში განათავსებს და ამ გზით შესაბამისობაში მოჰყავს მათ შორის არსებული რეალური განსხვავება.

განაგრძე კითხვა

ქრისტიანული ერთობა და მოციქულები პეტრე და პავლე

კევინ ბექი (Kevin Beck)

ვარ რომის კათოლიკე ეკლესიის წევრი, რომელსაც ძალიან უყვარს მართლმადიდებლობა. ვიტყოდი, რომ მართლმადიდებლობის ისტორიული პიროვნებების გარდა, ჩემზე დიდი გავლენა თანამედროვე მართლმადიდებელმა ქრისტიანებმაც მოახდინეს.

მართლმადიდებელ კლერიკოსებს (ისეთებს, როგორებიც არიან ყოვლადუწმინდესი მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, ამერიკის მთავარეპისკოპოსი ელპიდოფოროსი და სუროჟის მიტროპოლიტი ანტონი), ჩემთვის დიდი სულიერი საზრდო აქვთ მოცემული. მართლმადიდებლობის სხვა პიროვნებებიც – დედა მარია სკობცოვა პარიზიდან, წმინდა სოფრონ ესსექსელი და სხვა უამრავი მორწმუნე, რომელთაც კომუნისტური რეჟიმი დევნიდა, იმ მართლმადიდებელ წმინდანთა, ღირსთა და მოწამეთა შორის არიან, რომლებმაც წმინდად და სახარებისეული სარწმუნოებით ცხოვრება შთამაგონეს.

მართლმადიდებელი მკვლევრები, როგორებიც არიან დიოკლიის მიტროპოლიტი კალისტოს უეარი, ჯონ მაკგიკანი, ჯონ ბერი და მამა იოანე ხრისავგისი, აღვიძებენ და აცოხლებენ ჩემს აზროვნებას. მართლმადიდებლური სამაუწყებლო საშუალებები, როგორც Ancient Faith Radio, ვებგვერდი Public Orthodoxy და Byzantium and Friends ყოველდღიურად ჩემს გვერდით არიან, ხოლო მუსიკა კი, რომელიც მართლმადიდებლური მელოდიიდან მომდინარეობს (მაგალითად Cappella Romana და ბალაამის კულტურული კავშირის მამაკაცთა გუნდი) ჩემს შინაგან ცხოვრებას ამდიდრებს.  

განაგრძე კითხვა