Category Archives: Uncategorized

აპოკალიფსი გადაიდო: პატრიარქი კირილი ანტიქრისტეს უკრაინაში შეკავების შესახებ

მორინ პერი (Maureen Perrie)

2022 წლის 20 ნოემბერს, მოსკოვის პატრიარქმა კირილმა 76 წლის იუბილე აღნიშნა. მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გამართულ მიღებაზე, პატრიარქმა სტუმრები აპოკალიფსური სიტყვებით გააფრთხილა, რომლებიც რუსეთისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე არსებულ საფრთხეებს მიემართებოდნენ. უკრაინის ომის პირდაპირი ხსენების გარეშე, კირილმა ეკლესიას მოუწოდა აქტიურად დამდგარიყო სამშობლოს გვერდით, რომელიც „გლობალურ ბოროტებასა“ და „სამყაროსა და რუსეთის განადგურების შემძლებელ ანტიქრისტეს მოძრაობას“ ებრძვის. მისი თქმით, ანტიქრისტეს მთელი ძალები რუსეთის წინააღმეგ იქნებოდნენ მიმართულნი, რადგან სწორედ დღევანდელი რუსეთი იყო ის „შემაკავებელი ძალა“ (uderzhivuaiushchii), რომელიც წმინდა წერილში იყო ნახსენები ანტიქრისტეს მსოფლიოში გამოჩენასთან დაკავშირებით.[1] 

ნათელია, რომ თავის დაბადების დღეზე, აუდიტორიასთან (რომელშიც, ძირითადად, მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები შედიოდნენ) საუბრისას, „შემაკავებელი ძალის“ ბიბლიური კონცეფციის ახსნას კირილი საჭიროდ არ თვლიდა. თუმცა, რამდენიმე თვით ადრე, 7 აპრილს, ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, კირილი უკრაინაში მშვიდობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის შესანარჩუნებლად ლოცვისკენ მოწოდებით გამოვიდა. მან იკითხა: რატომ შეუტიეს გარე ძალებმა „რუსულ მიწას?“ და უპასუხა: ბიბლიაში საუბარია გარკვეულ ძალაზე, რომელიც სამყაროში ანტიქრისტეს მოსვლას აკავებს. ისიც უნდა ითქვას, რომ წმინდა წერილში არაა დაკონკრეტებული თუ რომელ ძალაზეა საუბარი. ზოგის აზრით ეს რომის იმპერია იყო, სხვების აზრით კი – ეკლესია. კირილი ამტკიცებდა, რომ სწორედ ეს ბოლო შეხედულება იყო მართებული, მაგრამ ისიც დაამატა, რომ ეს ძალა არის „ყველა ჟამსა და მიწაზე მცხოვრები ყოველი ღვთისმოსავი ადამიანი და მართლმადიდებლური სარწმუნოება, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიაში მკვიდრობს და მოქმედებს.“ კირილის აზრით, სწორედ ამიტომ ებრძვიან მტრები ეკლესიის ერთიანობას. [2]

განაგრძე კითხვა

მსოფლიო საპატრიარქო და „ბარბაროსთა მიწების“ თეორია

Matthew Namee (მეთიუ ნეიმი)

მსოფლიო საპატრიარქო ამტკიცებს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი პრეროგატივა, არის მისი იურისდიქცია „დიასპორაზე,“ რომელშიც ის რეგიონები იგულისხმება, რომლებიც ავტოკეფალიური ეკლესიების გეოგრაფიულ საზღვრებში არ შედიან. მსოფლიო საპატრიარქო ამტკიცებს, რომ ეს ექსკლუზიური და ექსტრატერიტორიული იურისდიქცია სათავეს იღებს ქალკედონის 28-ე კანონიდან, რომელშიც ვკითხულობთ:

„მხოლოდ ამიტომ პონტოს, აზიისა და თრაკიის სამთავროების მიტროპოლიტები, ასევე აღნიშნული სამთავროების უცხოტომელთა [ბარბაროსთა] ეპისკოპოსები, უნდა დადგინდნენ კონსტანტინოპოლის ეკლესიის წმინდა საყდრის მიერ…“

ფრაზა – „აღნიშნული სამთავროების უცხოტომელთა ეპისკოპოსები“, მსოფლიო საპატრიარქოს პრეტენზიათა მომხრეების მიერ განიმარტება, როგორც „ის ტერიტორიები, რომლებიც ადგილობრივი (ავტოკეფალიური) ეკლესიების გეოგრაფიული საზღვრების მიღმა მდებარეობენ.“

მაგრამ ამ აზრზს, ცალსახად, კანონი კი არ გამოხატავს, არამედ მისი ინტერპრეტაციები. ერთი შეხედვით, კანონი მხოლოდ იმ ეპისკოპოსებს მიემართება, რომლებიც პონტოს, აზიისა და თრაკიის ეპარქიებს მიეკუთვნებიან და ცალკეულ უცხოტომელთა შორის მსახურობენ.

განაგრძე კითხვა

რომელია უკრაინაში ყველაზე დიდი მართლმადიდებელი ეკლესია?

თომას ბრემერი (Thomas Bremer)

მას შემდეგ, რაც 2019 წლის დასაწყისში, უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ (OCU, მეთაური – მიტროპოლიტი ეპიფანე) ავტოკეფალია მიიღო, იგი უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიას (UOC, მეთაური – მიტროპოლიტი ონუფრი) კონკურენციას უწევს არა მხოლოდ კანონიკურობის, არამედ, სამრევლოებისა და მორწმუნეების რაოდენობის მიხედვითაც.  როგორც OCU, ასევე, UOC, პრეტენზიას აცხადებს, რომ სწორედ იგია ქვეყანაში არსებული ერთადერთი და ყველაზე დიდი კანონიკური ეკლესია, მაგრამ UOC-დან OCU-ს იურისდიქციაში სამრევლოების გადასვლამ (რამდენიმე შემთხვევაში პირიქითაც მოხდა) და საომარმა სიტუაციამ (რის გამოც, როგორც ხელისუფალნი, ასევე, მორწმუნეები, უფრო აქტუალური პრობლემებით დაკავდნენ), თითქმის შეუძლებელი გახადა სანდო მონაცემების მოპოვება. 2022 წლის 13 სექტემბერს, ეთნოპოლიტიკისა და ცნობიერების თავისუფლების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა ოლენა ბოჰდანმა, UOC შეაფასა, როგორც ქვეყნის ყველაზე დიდი რელიგიური „კავშირი.“ ამ მოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთმა გამოჟონილმა დოკუმენტმა ცხადყო, რომ კიევის ოლქის უშიშროების სამსახურის თანახმად, UOC-დან OCU-ს იურისდიქციაში მორწმუნეების გადასვლამ, შეიძლება ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნას (რამდენადაც, გასავლისათვის მოსამზადებელმა სამრევლოების შეხვედრებმა, შეიძლება ღია კონფლიქტები გამოიწვიოს, რადგან ამ პროცესებს კონფესიათა შორის სიძულვილის გაღვივება შეუძლიათ). OCU-ს სინოდმა, 18 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ UOC-დან („რომელსაც საზოგადოების მხოლოდ 4% უჭერს მხარს“) სამრევლოების გადასვლას, თავად სახელისუფლებო ორგანოები აბრკოლებენ.

თუმცა შეკითხვა თუ რომელი ეკლესიაა უფრო დიდი, ღიად რჩება. მონაცემთა დათვლის სულ ორი გზა არსებობს, სახელდობრ, სამრევლოთა და მორწმუნეთა რაოდენობის მიხედვით. სამრევლოებთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლებას ძალიან საფუძლიანი სტატისტიკა აქვს. ყველა რელიგიური კრებული (რომელსაც სამართლებრივად სურს უკრაინაში არსებობა), სწორედ ზემოთნახსენებ სახელმწიფო სამსახურში უნდა დარეგისტრირდეს და რეგულარულად მიაწოდოს ამ უკანასკნელს ინფორმაცია სამრევლოების, სასულიერო პირების, საგანმანათლებლო ინსტიტუტებისა და სხვა მსგავსი მონაცემების შესახებ. ჩვენ ხელთ მრავალწლიანი სტატისტიკა გვაქვს, რომელიც რელიგიური თემების ზრდის (ან კლების) დინამიკის დანახვის საშუალებას გვაძლევს. ამ რიცხვების განმარტებისთვის რამდენიმე ელემენტია მნიშვნელოვანი.

განაგრძე კითხვა

პატრიარქ კირილის ჯვაროსნული ლაშქრობა

გიორგი დემაკოპულოსი (George Demacopoulos)

ფოტო: iStock.com/AlexeyBorodin

1095 წელს, პაპმა ურბან II-მ, სამხრეთ საფრანგეთში შეკრებილ მრავალრიცხოვან რაინდებს მიმართა, რომ პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ, რათა შური ეძიათ, მუსლიმთა მიერ, წმინდა მიწის დაპყრობის გამო (თუმცა, მას ის არ უხსენებია, რომ ამ მოვლენიდან 500 წელი იყო გასული). ურბანის ქადაგებამ პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა გამოიწვია და სამუდამოდ შეცვალა ურთიერთობები დასავლეთ ევროპას, აღმოსავლურ ქრისტიანობასა და ისლამურ სამყაროს შორის.

ქრისტიანული საღვთისმეტყველო გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, ურბანმა შემოიტანა სრულიად ახალი (ზოგიერთის აზრით ერეტიკული) მიდგომა, რომელიც ქრისტიანულ ღვთისმოსაობასა და ძალადობას შორის არსებულ ურთიერთობას მიემართებოდა. ქადაგების დასასრულს ურბანმა განაცხდა: „აღასრულე ეს ლაშქრობა და მოგეტევება ცოდვები. დარწმუნებული იყავი, რომ ზეციურ სასუფეველში უხრწნელ დიდებას შეიმოსავ.“

დაახლოებით ათასი წელი, ქრისტიანები ისევე გმობდნენ ურბანის მიერ ქრისტიანული სწავლების დამახინჯებას, როგორც ჯვაროსნული ლაშქრობების შემდგომ დამდგარ შედეგებს (განსაკუთრებით, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდგომ, რომლის გამოც ქრისტიანული ბიზანტია ძალიან დაზარალდა). აქედან გამომდინარე, პატრიარქ კირილის ბოლოდროინდელი მცდელობა, რომ თავისი ქადაგებით, პუტინის რუსეთში კიდევ უფრო დაწინაურდეს, საკმაოდ აღსანიშნავია. კირილმა, თავის ბოლოდროინდელ ქადაგებაში განაცხადა, რომ უკრაინაში დაღუპულ რუს ჯარისკაცებს ცოდვები მიეტევებათ.

განაგრძე კითხვა