კატეგორიის გარეშე

აღდგომის თარიღის შესახებ არსებული ზოგიერთი ცდომილების შესახებ

Published on: მარტი 15, 2018
Total views: 402
Readers' rating:
0
(0)
Reading Time: 6 minutes

იოანე ფოტოპულოსი (John Fotopoulos)

წინამდებარე ესე თავდაპირველად 2016 წელს გამოქვეყნდა, 2021 წელს კი განახლდა.

მართლმადიდებელ ქრისტიანთა შორის გავრცელებულია მცდარი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ მართლმადიდებლური აღდგომის აღნიშვნა ხდება უფრო გვიან, ვიდრე დასავლურ ეკლესიებში, რამდენადაც, მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულის თარიღის გამოთვლისას მიჰყვება ნიკეის 325 წლის პირველი მსოფლიო კრების მიერ დადგენილ წესებს და რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები უნდა დაელოდონ ებრაული პასექის აღნიშვნას აღდგომის წინ. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოსაზრებას ბევრი მართლმადიდებელი ქრისტიანი და მართლმადიდებელი სასულიერო პირიც კი იზიარებს, იგი არასწორია. მიზეზი იმისა, რომ  მართლმადიდებელი ეკლესიები კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებზე უფრო გვიან აღნიშნავენ აღდგომას, იმაში არაა, რომ ისინი ნიკეის ფორმულირებას მიჰყვებიან, ხოლო დასავლური ეკლესიები კი არა. იგი არც ებრაული პასექის დალოდებაშია. უფრო სწორად, მართლმადიდებლური აღდგომა დასავლურზე უფრო გვიან აღდგომის თარიღის არაზუსტი გამოთვლის გამოა, რომელიც არაზუსტ იულიუსის კალენდარს ეფუძნება. საკითხის ისტორია დაგვეხმარება უფრო ზუსტად ავხსნათ, თუ რაში მდგომარეობს პრობლემის არსი.

იესოს სიკვდილი და აღდგომა მოხდა ებრაულ პასექთან ისტორიულ კავშირში, მაგრამ სინოპტიკური სახარებები (მარკოზი, მათე და ლუკა) და იოანეს სახარებაც პასექის ზუსტ თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვაობენ. ზოგიერთი უძველესი ეკლესია აღდგომას ებრაელების პასექის შემდეგ კვირას აღნიშნავდა, მაშინ, როცა სხვა ეკლესიები უფრო მეტ ყურადღებას იესოს ვნებასა და სიკვდილს ანიჭებდნენ და აღდგომას ებრაელების პასექთან ერთად აღნიშნავდნენ რა დღესაც არ უნდა ყოფილიყო იგი. ამ ორი ტრადიციის მიმდევარი ქრისტიანული თემების მიერ აღდგომის თარიღის გამოთვლა დამოკიდებული იყო ადგილობრივი ებრაული თემების მიერ პასექის თარიღის გამოთვლაზე. პასექი მთვარის კალენდრის დღესასწაულია, რომელიც ახალ წელს აღნიშნავდა და ყოველ წელს ნისანის თვის 14 რიცხვში დგებოდა ევროპული კალენდრის მიხედვით (გამ. 12. 1-6). ძველი ებრაული თემები მთვარის კალენდრის მიხედვით წლის რეგულირებისთვის დიდ სიძნელეებს აწყდებოდნენ. მთვარის კალენდარი ხშირად ვერ თანხვდებოდა მზის წელიწადის სეზონებს, ამიტომაც, ებრაელები ყოველ ორ ან სამ წელიწადში თავიანთ კალენდარში ერთ თვეს უმატებდნენ, რათა პასექის თარიღი წელიწადის სწორ დროს ყოფილიყო. თუკი ებრაულ კალენდარში ერთი თვის დამატების შესახებ გადაწყვეტილება გვიანდებოდა ან თუ თემებს შორის კომუნიკაცია რთულდებოდა, მაშინ ყველა თემმა არც კი იცოდა დამატებული თვის შესახებ. ამის გამო, სხვადასხვა ებრაული თემები პასექს სხვადასხვა თვეს აღნიშნავდნენ, ზოგი თემი კი მას წელიწადში ორჯერაც აღნიშნავდა.

პასექისთვის, ებრაელთა მიერ, გაზაფხულის სავსემთვარეობის თარიღის არასანდო გაანგარიშებაზე ქრისტიანების დამოკიდებულებამ და აღდგომის აღნიშვნასთან დაკავშირებით ქრისტიანული ტრადიციების განსხვავებულობამ, აიძულა რომის იმპერატორი კონსტანტინე I, რომ მსოფლიო კრება მოეწვია ნიკეაში, რომელიც, აღდგომის თარიღის გამოთვლის ფორმულის დადგენით, შეეცადა ზემოხსენებული პრობლემების გადაწყვეტასა და ქრისტიანთა გაერთიანებას. ნიკეის კრებამ დაადგინა, რომ აღდგომა დგება

გაზაფხულის ბუნიობის /პირველი სავსემთვარეობის შემდეგ/ პირველ კვირას.

ნიკეის ფორმულა რამდენიმე პრაქტიკულ საკითხს აგვარებდა. პირველი, ეკლესიამ დაადგინა, რომ აღდგომა არ უნდა ედღესასწაულათ გაზაფხულის სავსემთვარეობის დღეს, რომელიც ებრაელთა პასექის თარიღს მიანიშნებდა. გაზაფხულის სავსემთვარეობის პირველ კვირას აღდგომის აღნიშვნის გადაწყვეტილებით, ქრისტიანული აღდგომა უნდა ასოცირებულიყო, მაგრამ არ უნდა გაიგივებულიყო ებრაულ პასექთან, რითაც დაცული იქნებოდა იესოს სიკვდილისა და აღდგომის ისტორიული კავშირი პასექთან; მეორე, გადაწყვეტილებით, რომ ქრისტიანების აღდგომა გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ უნდა მომხდარიყო, ეკლესიამ, ფაქტობრივად, უზრუნველყო აღდგომის დადგომა მზის წელიწადში მხოლოდ ერთხელ; მესამე, ნიკეის ფორმულის შემოტანა ნიშნავდა იმას, რომ ეკლესია პასექის თარიღის გამოთვლისათვის (გაზაფხულის სავსემთვარეობა, ნისანის 14) აღარ იქნებოდა დამოკიდებული ებრაულ კალენდრებზე, არ დაელოდებოდა ებრაული თემების მიერ ქრისტიანების აღდგომამდე ებრაული პასექის აღნიშვნას. ნიკეის ფორმულა პასექის ებრაული გამოთვლებისაგან დამოუკიდებლად, უზრუნვეყოფდა აღდგომის თარიღის გამოთვლას, რისთვისაც, აღდგომის კვირის განსაზღვრისათვის იყენებდა გაზაფხულის ბუნიობისა და გაზაფხულის სავსემთვარეობის შესახებ ასტრონომიულ მონაცემებს. ეს კი იცავდა ებრაულ პასექსა და ქრისტიანულ აღდგომას შორის ისტორიულ და თეოლოგიურ კავშირს და, ამავე დროს, შესაძლებლობას აძლევდა ეკლესიას გაზაფხულის სავსემთვარეობის (ანუ ნისანის 14 და შესაბამისად, პასექის) თარიღის დადგენისათვის, რითაც თავს აღწევდა ებრაული კალენდრის პრობლემებს. რადგანაც ალექსანდრია იყო ძველი სამყაროს მთავარი ასტრონომიული ცენტრი, ამიტომ, ალექსანდრიის ეკლესიამ აღდგომის თარიღის განსაზღვრისათვის, მეცნიერული გამოთვლების პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო. დღეს, ტრადიციის ბევრი მართლმადიდებელი მიმდევარი, აღდგომის თარიღის განსაზღვრისათვის, მხარს უჭერს მხოლოდ იულიუსის კალენდრის გამოყენებას ალექსანდრიული მეცნიერული გამოთვლების გამოყენებით, მაგრამ უგულვებელყოფენ იმას, რომ ალექსანდრიელი ქრისტიანები საკუთარი ეგვიპტური კალენდრის თარიღებს იყენებდნენ, რომლებიც შემდეგ იმპერიის დანარჩენი ნაწილისათვის იულიუსის კალენდრის თარიღებზე გადაყავდათ. გარდა ამისა, ნიკეის კრებამ, აღდგომის თარიღის გამოთვლის ზუსტი ფორმულა კი დაადგინა, მაგრამ არ განუსაზღვრია ის ტექნიკური დეტალები, რომლის მიხედვითაც გაზაფხულის ბუნიობა და სავსემთვარეობა უნდა გამოთვლილიყო. მეტიც, პასქალური გამოთვლების პასუხისმგებლობა ალექსანდრიაზე იყო დაკისრებული, რამდენადაც ეკლესიას პასქალური თარიღების განსაზღვრისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი და ზუსტი მეცნიერული საშუალებების გამოყენება სურდა.

მართალია მართლმადიდებლური და დასავლური ეკლესიები აღდგომის თარიღის განსაზღვრისთვის ნიკეის კრების ფორმულირებას მიჰყვებიან, თუმცა დღესასწაულის აღნიშვნის თარიღის სახესხვაობანი განპირობებულია, ერთი მხრივ, განსხვავებული კალენდრის გამოყენებიდან (იულიანური და გრიგორიანული), მეორე მხრივ კი გაზაფხულის ბუნიობისა და სავსემთვარეობის დადგენის განსხვავებული სამეცნიერო გამოთვლიდან გამომდინარე. მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომის თარიღის დასადგენად რთულ მათემატიკურ ფორმულას იყენებს. ეს ფორმულა უფრო არაზუსტ იულიანურ კალენდარს (რომელიც ამჟამად 13 დღით ჩამორჩება გრიგორიანულს) იყენებს და ,,აწესებს“ იულიანური კალენდრის 21 მარტს  (გრიგორიანული კალენდრით 3 აპრილს) ბუნიობის თარიღად. მართლმადიდებელი ეკლესია, აღდგომის თარიღის გამოთვლისთვის საჭირო რთულ მათემატიკურ ფორმულებს, იულიუსის კალენდრის მიხედვით (რომელიც, ამ მომენტისათვის, 13 დღით ჩამორჩება გრიგორიანულ კალენდარს) იყენებს, ე.ი. ადგენს იულიუსის კალენდრის ფიქსირებულ თარიღს – 21 მარტს (3 აპრილი გრიგორიანული კალენდრის მიხედვით), ერთი მხრივ, როგორც გაზაფხულის ბუნიობის თარიღად, და, მეორე მხრივ, მთვარის 19 წლიანი ციკლის (მეთონის ციკლის) საფუძველზე გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო პირველი სავსემთვარეობის დაახლოებით თარიღად. მართლმადიდებელი ეკლესია სავსემთვარობის მიახლოებით გამოსათვლელად 19 წლიან მთვარის (მეთონის ციკლს) იყენებს. თუმცა, ნამდვილი ასტრონომიული გაზაფხულის ბუნიობა, ზემოთხსენებული იულიანური კალენდრით ,,დადგენილი“ გაზაფხულის ბუნიობამდე 13-15 დღით ადრე (იულიანური კალენდრით 6-8 მარტი, გრიგორიანული კალენდრით 19-21) ხდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღდგომის თარიღის გამოთვლისთვის გამოყენებული არც გაზაფხულის ბუნიობა და არც პირველი სავსემთვარეობა, რომელსაც აღდგომა უნდა მიყვებოდეს (ნიკეის კრების თანახმად), არ არიან რეალური ასტრონომიული მოვლენები. მარტივად კი, უფრო ზუსტი კალენდარი და საუკეთესო მეცნიერული მეთოდები არ გამოიყენება აღდგომის დღესასწაულის თარიღის გამოთვლისათვის, რაც იწვევს იმას, რომ მართლმადიდებლური აღდგომის აღნიშვნა არ თანხვდება ასტრონომიულ გაზაფხულის ბუნიობასა და პირველ სავსემთვარეობას, და შედეგად, მართლმადიდებლური აღდგომა გვიან გაზაფხულზე აღინიშნება. ამის საპირისპიროდ, დასავლური ეკლესიები იყენებენ გრიგორიანულ კალენდარს (უფრო ზუსტს, თუმცა არა სრულყოფილს) და, საერთო ჯამში, უფრო ზუსტ გამოთვლებს გაზაფხულის ბუნიობისა და მას მიდევნებულ სავსემთვარეობის დასადგენად, რასაც, აღდგომის თარიღის გამოთვლისას, რეალურ ასტრონომიულ მოვლენებთან უფრო ზუსტ შესაბამისობაში მივყავართ.

მაგალითად, 2021 წელს, მართლმადიდებლური აღდგომა დასავლურიდან ოთხი კვირის შემდეგ იდღესასწაულება. დასავლური აღდგომა აღინიშნება 4 აპრილს, ხოლო მართლმადიდებლური კი 2 მაისს (იულიანური კალენდრით 19-ში). რეალური ასტრონომიული მონაცემები აჩვენებენ იმ პრობლემებს, რასაც მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის გამოთვლის დროს ხვდება. NASA-ს მიხედვით გაზაფხულის ბუნიობა ხდება 20 მარტს 9:37-ზე (UTC). აღსანიშნავია, რომ გაზაფხულის ბუნიობის თარიღი და დრო დამოკიდებულია გამოთვლით მერიდიანზე (დედამიწაზე მდებარეობა, როგორც ორიენტირი). შეთანხმებული იყო, რომ გამოთვლები უნდა ჩატარებულიყო იერუსალიმის მერიდიანით, რამდენადაც ეს არის იესოს სიკვდილისა და აღდგომის ადგილი. ამრიგად, 2021 წლის გაზაფხულის ბუნიობა იერუსალიმში იყო 20 მარტს დილის 11:37-ზე (UTC+2). უფრო მეტიც, NASA-ს მიხედვით, გაზაფხულის ბუნიობის შემდეგი პირველი სავსემთვარეობა 2021 წელს 28 მარტს მოხდა 18:48-ზე (UTC), ხოლო იერუსალიმში კი 28 მარტს 21:48-ზე (UTC+3). ამგვარად, იერუსალიმში სავსემთვარეობა არის 28 მარტს 21:48-ზე (UTC+3), კვირა დღეს, რაც ნიშნავს, რომ 2021 წლის აღდგომა უნდა აღინიშნებოდეს მის შემდგომ პირველ კვირა დღეს, ე.ი. 4 აპრილს- 2021 წელს სწორედ ამ დღეს იდღესასწაულეს დასავლეთის ეკლესიებმა აღდგომა.

იმ რთული მათემატიკური ფორმულის მიხედვით, რომელიც ამჟამად მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღდგომის გამოსათვლელად გამოიყენება (რეალური ასტრონომიული მოვლენის დამოწმების გარეშე) 2021 წლის სავსემთვარეობა გამოითვლება პირველ მაისს (იულიანური კალენდრით 18 აპრილს). თუმცა, მარტივი, არა-სამეცნიერო დაკვირვებით ადამიანს შეუძლია შეხედოს იმ ასტრონომიულ მოვლენას, რომელიც 2021 წლის პირველი მაისის ცაზე იხილვება, რათა გაიგოს, რომ ამ დღეს სავსე მთვარე არაა. უფრო მეტიც, 2021 წლის პირველ მაისს მთვარე რეალურად waning gibbous ფაზაში იქნება, ხოლო მისი ხილული დისკო კი 75%-ით იქნება განათებული. ამ დღეს, სავსე მთვარობის არარსებობა ხილული იქნება როგორც იერუსალიმიდან, ასევე, ჩიკაგოდან. უფრო მეტიც, ამ ორ ადგილზე (დასავლეთ ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში) გაზაფხულის სავსემთვარეობა უფრო ადრე მოხდება- 2021 წლის 28 მარტს. შედეგად, 2021 წლის მართლმადიდებლური აღდგომა დაშორებული იქნება იმ რეალურ ასტრონომიულ მოვლენას, რომელიც დაკავშრებულია აღდგომის თარიღის ზუსტ გამოთვლასთან. რეალურად, 2021 წლის 27 აპრილს გაზაფხულის მეორე სავსე მთვარე იერუსალიმში იქნება. ეს ნიშნავს, რომ 2021 წლის 2 მაისს, აღდგომის მართლმადიდებლური აღდგომა რეალურად იქნება გაზაფხულის მეორე სავსე მთვარობის შემდგომ პირველ კვირა დღეს.

უძველესი დროის ქრისტიანებს ესმოდათ, რომ გაზაფხულის სავსემთვარეობის თარიღის განსაზღვრა არ უნდა დაფუძნებოდა მხოლოდ დაკვირვებას, რადგან, ზოგჯერ ის, რაც გამოიყურება როგორც სავსემთვარეობა, რეალურად საერთოდ სხვა რაღაცაა. ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ნიკეის კრების შემდეგ, ევქარისტიულ კავშირში მყოფმა ეკლესიებმა ასწლეულების განმავლობაში შეიმუშავეს სამეცნიერო და მათემატიკური მეთოდების ნაირგვარობა გაზაფხულის ბუნიობის პირველი სავსემთვარეობის თარიღის განსაზღვრისთვის. მაგრამ უძველესი დროიდან მოყოლებული სამეცნიერო მეთოდები და ჩვენი შესაძლებლობებიც საგრძნობლად გაუმჯობესდა, რათა სარწმუნოდ განისაზღვროს გაზაფხულის ბუნიობისა და პირველი სავსემთვარეობის თარიღები ნებისმიერი წლისათვის. 1920 წელს მსოფლიო საპატრიარქომ დააყენა საკითხი ყველა ეკლესიისათვის საერთო კალენდრის გამოყენებასთან დაკავშირებით, რათა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს ყოველწლიურად შეძლებოდათ დიდი ქრისტიანული დღესასწაულების ერთად აღნიშვნა. უფრო მეტიც, 1923 წელს პანორთოდოქსულ კრებაზე მსოფლიო საპატრიარქომ მხარი დაუჭირა იულიუსის შესწორებული კალენდრის (გრიგორიანულის მსგავსის) გამოყენებას, აგრეთვე, აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის, გაზაფხულის ბუნიობისა და პირველი სავსემთვარეობის რეალური ასტრონომიული მოვლენების გამოყენებისაკენ მიბრუნებას. მაგრამ, ახალი კალენდრისა და პასქალური გამოთვლების მიღებასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო მიიღეს კომპრომისული გადაწყვეტილება – ავტოკეფალიურ ეკლესიებს შეეძლოთ ნებაყოფლობით აერჩიათ იულიუსის ძველი ან იულიუსის შესწორებული კალენდარი საეკლესიო წელიწადის რეგულირებისთვის. თუმცა, ძველი იულიანური კალენდარი და მასზე დაფუძნებული სამეცნიერო გამოთვლები, სააღდგომო თარიღების განსაზღვრისთვის კვლავ უნდა შენარჩუნებულიყო.

სამეცნიერო პროგრესისა და კალენდრის სიზუსტის გაუმჯობესების ფონზე, მართლმადიდებელ ქრისტიანებს უნდა უჩნდებოდეთ კითხვა, ნიკეის პირველი მსოფლიო კრების სულისკვეთების ერთგული არის თუ არა: იულიუსის კალენდრის გამოყენება; იულიანური კალენდრით 21 მარტის (გრიგორიანული კალენდრით 3 აპრილი) გაზაფხულის ბუნიობის თარიღად ,,დადგენა“ და აღდგომის თარიღის დასადგენად მათემატიკური მიახლოებითი გამოთვლებით მიღებული სავსე მთვარის დღე. თუმცა, მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელმა ახლახანს განაცხადა, რომ აღდგომის თარიღის დასადგენად გამოყენებული მართლმადიდებელი ეკლესიის მეთოდი არის ,,დოგმატური საკითხი“ და მისგან მოშორება მართლმადიდებლური ტრადიციისგან განშორებას ნიშნავს და არ შეიძლება იგი ჭეშმარიტებად იწოდებოდეს. აღდგომის თარიღის გამოთვლისათვის ნიკეის ფორმულაც ხომ იმისათვის იქნა დადგენილი, რომ მთელ მსოფლიოში ქრისტიანებს, ქრისტეში ერთობის დასადასტურებლად, ერთად ეზეიმათ ყველაზე მთავარი ქრისტიანული დღესასწაული. ნიკეის კრებას ზუსტად არ დაუდგენია ტექნიკური დეტალები, მეთოდები ან კალენდარი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრებოდა გაზაფხულის ბუნიობა და პირველი სავსემთვარეობა, სამაგიეროდ, იგულისხმა, რომ უნდა გამოყენებულიყო ხელთარსებული ყველაზე ზუსტი სამეცნიერო მეთოდები აღდგომის თარიღის დასადგენად. რა თქმა უნდა, საუკეთესო სამცნიერო მეთოდები აღდგომის თარიღის განსაზღვრისათვის არ გამოიყენება, რაც იმაში აისახება, რომ მართლმადიდებლური პასქალური თარიღები ნიკეის კრების მიერ დადგენილ მართლმადიდებლურ ტრადიციასთან შესაბამისობაში არ არიან.

21-ე საუკუნეში მართლმადიდებელი და დასავლური ეკლესიები აღდგომას ერთად მხოლოდ 31-ჯერ იდღესასწაულებენ. მომავალ ასწლეულებში აღდგომის ერთობლივი აღნიშვნა უფრო იშვიათად მოხდება, გამომდინარე იქიდან, რომ იულიუსის კალენდრის ცდომილებები უფრო და უფრო გაიზრდება. აღდგომა კიდევ უფრო გვიან დადგება, ვიდრე წელს, და მას უფრო ნაკლები საერთო ექნება გაზაფხულის ბუნიობასა და პირველ სავსემთავრეობასთან. თუ ზომები არ იქნა მიღებული, 2698 წელს მართლმადიდებელი და დასავლური ეკლესიები უკანასკნელად იზეიმებენ აღდგომას ერთად. სამწუხაროდ, გამოჩნდებიან ქრისტიანთა თაობები, რომლებიც ირწმუნებენ იმას, რომ მართლმადიდებელი და დასავლელი ქრისტიანები არასოდეს აღნიშნავდნენ ერთად აღდგომას.

მართლმადიდებელ და დასავლურ ეკლესიებს შორის აღდგომის საკითხის კონსილიუმმა, 1997 წელს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოზე გამოსცა შესანიშნავი განცხადება და შინაარსიანი რეკომენდაციები აღდგომის ერთად აღნიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც, სამწუხაროდ, არასოდეს გამოყენებულა. დადგა დრო, რომ მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა ხელახლა დაიწყონ პასქალურ გამოთვლებთან დაკავშირებული მსჯელობები და უკუაგდონ ფართოდ გავრცელებული ცთომილება დასავლეთთან შედარებით აღმოსავლური აღდგომის უფრო გვიან დადგომის მიზეზებთან დაკავშირებით.

სიზუსტისათვის გავიმეორებთ, რომ დასავლელი ქრისტიანები აღდგომის თარიღის გამოთვლისათვის იყენებენ ნიკეის ფორმულას, ხოლო მართლმადიდებელი ქრისტიანები არ უნდა ელოდებოდნენ ებრაელების მიერ პასექის აღნიშვნას აღდგომის დადგომამდე. უფრო მეტიც, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ უფრო ზუსტი კალენდრისა და უფრო ზუსტი სამეცნიერო გამოთვლების გამოყენება აუცილებელია იმისათვის, რომ აღდგომა ყოველწლიურად კვლავ დადგეს გაზაფხულის ბუნიობის პირველი სავსემთვარეობის პირველ კვირას და აღინიშნოს დასავლელ ქრისტიანებთან – ჩვენს ძმებთან და დებთან ერთად.


ჯონ ფოტოპულოსი (John Fotopoulos) არის ინდიანას, ნოტრდამის, წმინდა მარიამის კოლეჯის რელიგიური კვლევების კათედრის დოცენტი (სპეციალიზაცია: ახალი აღთქმა)

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.

Print Friendly, PDF & Email

About author

Rate this publication

Did you find this essay interesting?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

Be the first to rate this essay.

Share this publication

კონტაქტი

მთავარი რედაქტორი
Nathaniel Wood
nawood@fordham.edu