კატეგორიის გარეშე

ღმერთი და არჩევნები: როგორ უნდა ესაუბროთ თქვენს შვილებს

Published on: ნოემბერი 2, 2020
170 views
Readers' rating:
0
(0)
Reading Time: 2 minutes

ავტორი – დოქტორი მამა იოანე ა. ჯილიონსი (John A. Jillions)

თქვენი ბავშვები არჩევნების შესახებ ბევრს ისმენენ სკოლებში, ოჯახში, სამეგობრებრო წრეში, ინტერნეტსა და ტელევიზიაში. როგორც ქრისტიან მშობელს, მოძღვარს ან მასწავლებელს, მათთვის რისი თქმა შეგიძლიათ? ღმერთს  აინტერესებს კი არჩევნები? წარმოგიდგენთ რამდენიმე აზრზს, რომელიც დასახელებული ტიპის დიალოგს დაეხმარება.

პასუხია დიახ, ღმერთი არჩევნებით დაინტერესებულია, რადგან არჩევნები ხალხს ეხება და ღმერთს აინტერესებს ყველაფერი, რაც ხალხთან დაკავშირებით ხდება. არჩევნებზე ლიდერებს იმიტომ ვირჩევთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ხალხს უწინამძღვრონ და მათზე იზრუნონ. იესომ თქვა, რომ თვით ბეღურასაც კი არ ივიწყებს უფალი. ,,თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც სათითაოდ დათვლილია,“ გვითხრა ქრისტემ (მათე, 10:30). ასე ძალიან ვუყვარვართ ღმერთს.

ყველანი ღვთის შვილები ვართ. ეს მსოფლიოში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს მიემართება. იმის მიუხედავად, თუ სად ვცხოვრობთ, ჩინეთსა თუ მექსიკაში, კანადასა თუ შეერთებულ შტატებში, ყველანი ღვთის შვილები ვართ. მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ადამიანთა ძმები და დები ვართ.

ღმერთი ზრუნავს თავის მსოფლიოზე და ყველა ჩვენგანზე, ვინც მასში ვმკვიდრობთ. მას აინტერესებს ჩვენდამი ბოძებულ სამყაროზე თუ როგორ ვზრუნავთ. ამიტომაა არჩევნები მნიშვნელოვანი. ჩვენ იმ ხალხს ვირჩევთ, ვინც ჩვენივე სახელით მოქმედებს. ჩვენ შეიძლება არ ვიყოთ პრეზიდენტი ან კონგრესმენი, სენატორი ან გუბერნატორი, მაგრამ ვირჩევთ იმ ადამიანებს, რომლებიც ისე მიუდგებიან მნიშვნელოვან საკითხებს, რომ ჩვენს საერთო მსოფლიოზე იზრუნებენ.  თითოეულ ჩვენგანს პირადი ინტერესები გვაქვს, მაგრამ ვირჩევთ ხალხს, რომლებმაც ე.წ. ,,საერთო სიკეთისათვის“ უნდა იღვაწონ და იზრუნონ: სამეზობლოზე, ქალაქზე, შტატზე, ქვეყანაზე და ზიარ მსოფლიოზე. ჩვენ ვირჩევთ ხალხს, რომლებიც საერთო სიკეთისათვის იზრუნებენ.

ერთ დღეს თქვენც შეგეძლებათ ხმა მისცეთ. როგორც გადაწყვეტთ თუ ვის უნდა მისცეთ ხმა, განსაკუთრებით თუკი ქრისტიანი ხართ? ყველას გადაწყვეტის განსხვავებული გზა აქვს, მაგრამ როგორც ქრისტიანებმა, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: ,,რა არის ღვთისთვის მნიშვნელოვანი?“

იმის გასაგებად, თუ რა არის ღმერთისათვის მნიშვნელოვანი, შეგვიძლია სახარება წავიკითხოთ და დავაკვირდეთ იესოს მიერ წარმოთქმულ სიტყვებსა და განხორციელებულ მოქმედებებს. დავიწყოთ იმით, რომ მან ორი ყველაზე  მნიშვნელოვანი მცნების შესახებ გვაუწყა. პირველი, ,,გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით“ (მარკოზი, 12:30) და მეორე: ,,გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მარკოზი 12:31). თუკი გვსურს უფრო ზუსტად გავიგოთ, თუ რას გულისხმობს იესო მოყვასის სიყვარულში, შეგვიძლია სახარებაში უწყებული მრავალი მაგალითი მოვიძიოთ.

ის ზრუნავს ბავშვებზე.
ის ზრუნავს გაჭირვებულებზე.
ის ზრუნავს უპოვარებზე.
ის ზრუნავს საპყრობილეში მყოფებზე.
ის ზრუნავს მშივრებზე.
იზ ზრუნავს უსახლკაროებზე.
ის ზრუნავს მათზე, ვისაც უსამართლოდ ეპყრობიან.
ის ზუნავს შეშინებულებზე.
ის ზრუნავს სხვებისაგან გარიყულებზე.
ის ზრუნავს ბოროტმოქმედთა წინააღმდეგ სიმართლის ლაპარაკზე.

ის, თუ რაზე ზრუნავდა იესო, უნდა დაგვეხმაროს გადავწყვიტოთ, თუ ვის  მივცეთ ხმა. ყველა ქრისტიანი ვერ თანხმდება, თუ ეს ყოველივე პრაქტიკულად რა გზებით უნდა განხორციელდეს. სწორედ ამის გამო მიმდინარეობს ჩვენს ეკლესიებში  ადამიანებს შორის განხილვები. ზოგიერთი ფიქრობს, უკეთესი იქნება ერთი გზა, ზოგი ფიქრობს რომ მეორე, ზოგისთვის ერთი კანდიდატი მეორეზე უკეთესია. არ არსებობს სრულყოფილი კანდიდატი. მაგრამ, როდესაც ხმას ვაძლევთ, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორი სახის მსოფლიო სურს ღმერთს. როგორი მსოფლიოს მოსაწყობად დაგვეხმარება იგი? და ყველაზე მეტად რომელი კანდიდატი გამოგვადგება ამ სახის მსოფლიოს ასაგებად?

ბავშვებთან ამ ტიპის საუბრებით მათ ყველა შეკითხვას პასუხს ვერ გავცემთ, მაგრამ შესაძლოა დასაწყისისათვის გამოგვადგეს.


დოქტორი მამა ა. ჯილიონსი სულიწმინდის სახელობის ტაძრის მოძღვარია (OCA), (ბრიჯპორტი, კონეკტიკუტის შტატი) და წმინდა ვლადიმერის სემინარიის, რელიგიისა და კულტურის კათედრის დოცენტი.

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.

Print Friendly, PDF & Email

About author

Rate this publication

Did you find this essay interesting?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

Be the first to rate this essay.

Share this publication

კონტაქტი

მთავარი რედაქტორი
Nathaniel Wood
nawood@fordham.edu