შავკანიანთა ხმები მართლმადიდებელ ეკლესიაში

მამა მეთიუ ბრაუნი (Fr. Matthew Brown)

შეერთებულ შტატებში შავკანიანები მართლმადიდებელ მორწმუნეთა მცირე რაოდენობას შეადგენენ. ამერიკულ კულტურაში გაზრდილი ადამიანისთვის მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე გადასვლა საკმაოდ რთულია. ეს ფაქტი, შვიდი შავკანიანი ადამიანის ამბავს (რომელიც Jacob’s Well-ის ბოლო ნომერში დაიბეჭდა, ნიუ იორკისა და ნიუ ჯერსის OCA ეპარქიის ჟურნალში) უფრო მეტად ემოციურს ხდის. მართლმადიდებლობა მათთვის, ვინც მას გარედან უყურებს, შეიძლება უცხო, რთული და დამაბნეველი ჩანდეს. შესაძლოა აფრო-ამერიკელებს, ამერიკაში მცხოვრებ სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან შედარებით, უკეთესად შეუძლიათ, რომ პროზელიტობის გზას შეუდგნენ, რადგან გამოცდილი აქვთ, თუ რას ნიშნავს ,,უცხოდ ყოფნა.“

ამ თვეში, Jacob’s Well-მა გამოსცა ერთი ნომერი, რომელშიც შვიდი აფრო-ამერიკელის ინტერვიუ დაიბეჭდა. 20 წლის განმავლობაში, შეიძლება ეს აფრო-ამერიკელი მართლმადიდებელი ქრისტიანების შესახებ არსებული პირველი პუბლიკაციაა (ჩვენთვის ცნობილი ბოლო ესე 1998 წელს იყო გამოცემული, სახელწოდებით- Unbroken Circle. Fellowship of St. Moses the Black-ის მიერ). გამოცემა მნიშვნელოვანი იყო, როგორც მასში შესული ინტერვიუების მრავალფეროვნების, ასევე, მათი ისტორიების ერთმთლიანობის თვალსაზრისით. მათში მოთხრობილი იყო სხვადასხვა სქესისა და ასაკის ადამიანთა შესახებ, რომელთაგანაც ზოგი ამერიკელი მონა იყო, ხოლო სხვები კი, აფრიკელი იმიგრატები, ან აფრო-ლათინური წარსულის მქონე პიროვნებები. ისინი საუბრობდნენ ინგლისურად, ესპანურად და ფრანგულად. ზოგიერთი მათგანი იყო კათოლიკე, სხვები კი ორმოცდაათიანული ან შავკანიან ადამიანთა სხვა ტრადიციული ეკლესიების წევრები. მათ ერთმანეთთან საერთო გამოცდილების ძაფები აკავშირებდათ.

ერთი საერთო თემა რასიზმს მიემართებოდა: ზოგიერთი მსუბუქ, ზოგიერთი უფრო შემაწუხებელ ფორმას. მაგალითად მამა სამუელ დეივისი, სიმონ კვირინელის მართლმადიდებლური მისიის ხელმძღვანელი (New Brunswick, New Jersey) ახალგაზრდობისას, თეთრკანიანი მეგობარი გოგონას ყოლის გამო, პოლიციის მიერ მის დაკავებას აღწერს. მართლმადიდებლობაზე ახლადმოქცეული რონალდ როზელიე  გოლფის ტურნირს იხსენებს, რომელშიც ტაიგერ ვუდსი (Tiger Woods)  მონაწილეობდა. როზელიე და მისი კოლეგები გოლფის მოედანზე მუშაობდნენ. ამ ჯგუფის უფროსსა და მის ყველა თანამშრომელს ტურნირზე დასწრების უფლება მისცეს, თავად როზელიეს კი არა (იგი ერთადერთი შავკანიანი იყო მათ შორის). დაცვის თანამშრომელს არ ეჯერა, რომ როზალიეს იქ ყოფნის უფლება ჰქონდა. საბოლოოდ, მისი ერთი თანამშრომელი ამ ,,გაურკვევლობის“ მოგვარებაში ჩაერია. როზალიემ განაცხადა: ,,მე ამას უნდა შევჩვეულიყავი, რადგან ეს ყოველთვის ასე ხდებოდა.“

ახალმოქცეულთათვის სხვა საერთო თემა, მართლმადიდებლობის რასობრივ  კუთვნილებაზე აღმატებულობა გახლდათ. ყველანი, საკუთრი ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად აცხადებდნენ, რომ მართლმადიდებლობა ძალიან შეუყვარდათ. ზოგიერთი იმასაც ამბობდა, რომ მართლმადიდებლობა მათ აფრიკულ წარმომავლობას სხვებზე მეტად შეეფერებოდა. მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ მათი ეთნიკურობა უფრო მეტად გაამდიდრა, ვიდრე შეასუსტა.

რა თქმა უნდა, ამ გამოცემის იმპულსი ის მღელვარება იყო, რაც ჯორჯ ფლოიდის (George Floyd) სიკვდილს მოჰყვა. მნიშვნელოვანია ვიკითხოთ: როგორ შეუძლია მართლმადიდებელ ეკლესიას რასობრივი შერიგების დიალოგს კონსტრუქციულად  დაეხმაროს? ჩვენი რწმენიდან რა შეგვიძლია ფართო საზოგადოებას  პრობლემის მოგვარებისა და სამართლიანობისათვის შევთავაზოთ? უნდა დავიწყოთ ჩვენი  შავკანიანი მართლმადიდებელი ძმებისა და დების პატივისცემით და მათ ისტორიებზე დაფიქრებით.

სხვისადმი მოსმენა შეიძლება პირველი ნაბიჯია ღმერთის სხვა პიროვნებაში დანახვისათვის. ის, რისი შეთავაზებაც ახლა საზოგდოებისთვის შეგვიძლია, განსხვავებულისა და უცხოს დანახვისა და მოსმენის შესაძლებლობაა. როდესაც სხვა გისმენს და გხედავს, ნიშნავს,რომ შენში საღვთო ხატებას ცნობს.

ბევრი რამ არსებობს ამერიკაში მცხოვრები შავკანიანების ცხოვრების შესახებ ისეთი, რაც ამ რეალობის გარეთ მყოფისათვის უცხოა. რთულია რასობრივ საკითხებზე საუბარი, მაგრამ ჩვენი ასკეტიკური ტრადიცია გვავალდებულებს, რომ ავირჩიოთ ეკლიანი გზა და ღმერთი მასში ვიპოვნოთ. მაგალითად, რამდენმა თეთრკანიანმა ქრისტიანმა იცის, რომ ჩიტებსა და ფუტკრებზე ,,ლაპარაკის“ გარდა, შავკანიანი მშობლები იმის შესახებაც ესაუბრებიან თავის შვილებს, თუ როგორ გადაურჩნენ პოლიციისგან დაპატიმრებასა და სროლას? მე არ ვიცოდი. რამდენმა იცის, რომ მრავალ აფრო-ამერიკელს (რომლებიც ამერიკელ მონათა შთამომავლები არიან), საკუთარ წარმომავლობაზე წარმოდგენა არ აქვთ? არც ეს ვიცოდი. მრავალი მათგანი გრძნობს, რომ რაღაც წინა (ეთნიკური ისტორია) მოპარეს. მრავალ მათგანს რომელიმე ძველი ქვეყნის ერთი მცირე ზომის სოფლის დასახელებაც არ შეუძლიათ, საიდანაც მათი დიდი მშობლები იყვნენ.  

მრევლის ამ წევრებს შეუძლიათ გვასწავლონ, თუ შავკანიანთა კრებულს ეფექტურად როგორ მივუდგეთ. ამ ქვეყანაში მართლმადიდებელთა ურთიერთობები მხოლოდ იმ ხალხთან დაკავშრებით ვითარდება, ვისაც ეკონომიკური და საგანმანათლებლო რესურსები აქვთ. ვყოფილვარ პროტესტანტულ ტაძრებში, რომლებიც გაჭირვებული ხალხითაა სავსე, მაგრამ მართლმადიდებლურ ტაძრებში ასეთი რამ არასოდეს მინახავს. მრავალი ადამიანი სიღარიბეს თანხის ნაკლებობასთან აკავშირებს, მაგალითად, უსახლკარო სტუდენტი მათთვის ღარიბია. სიღარიბე შესაძლებლობის ნაკრებობაა- ეს ხაფანგში გაბმაა. მხოლოდ მცირეოდენმა ჩვენგანმა იცის, თუ რა არის სიღარიბე, რადგან ჩვენს ქვეყანაში ღარიბი იზოლირებულია.

კვლევები ცხადყოფენ, რომ თეთრკანიანთა ოჯახებთან შედარებით, შავკანიანთა ოჯახები ბევრად ღარიბები არიან. როგორც მრევლის წევრი ფემი ოლუტეიდი თავის ინტერვიუში ამბობს, ღარიბი ადამიანებისთვის ფუფუნებაა, რომ უცხო რელიგიური ჯგუფის ტრადიცია შეისწავლონ. იგი შენიშნავს: ,,იქიდან გამომდინარე, რომ  შავკანიანები შევიწროებულნი არიან, მათ უმაღლეს განათლებაზე წვდომა და თავისუფალი დრო არ აქვთ, ამგვარად, შეუძლებელია მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ ინფორმაციის მოძიება. ზემოთნახსენები საკითხების მოგვარების გარეშე, მათ ეს უბრალოდ არ შეუძლიათ.’’ გაჭირვებულებთან და შავკანიანთა საზოგადოებებთან დაახლოება, შესაბამისი რესურსების მიწოდებას მოითხოვს მათდამი, ვისაც ეკლესიის შესახებ ცოდნა არ აქვს. უნდა გავიხსენოთ ქრისტეს იგავი დაკარგულ ცხვარზე, როდესაც მწყემსი მიატოვებს 99-ს, რათა ერთი მოძებნოს (მთ. 18:12-14; ლკ. 15: 1-7).

ოლუტეიდი თავის ინტერვიუს იმის თქმით ასრულებს, რომ მას, როგორც ნიგერიელ ადამიანს, რომელმაც ჭეშმარიტი სარწმუნოება ჰპოვა, ყველა შავკანიანის წინაშე პასუხისმგებლობა აკისრია, რომ საკუთრი აღმოჩენა მათ გაუზიაროს. ესაა რწმენა, რომელსაც ყველა უნდა ეზიაროს, რასისა და კლასის კუთვნილების მიუხედავად: ,,ვგრძნობ, რომ აფრო-ამერიკელებისადმი პასუხისმგებლობა მაკისრია, რადგან მჯერა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესიაა. თუ პრეტენზია გაქვს, რომ ერთი ჭეშმარიტი ეკლესია ხარ, იმის პასუხისმგებლობაც გაკისრია, რომ ეს ჭეშმარიტება იმ ადამიანებს გაუზიარო, რომელთაც ამის ცოდნის შესაძლებლობა არ აქვთ. გაჭირვებულებისა და უარყოფილების შესახებ არსებული ყველა სახარებისეული უწყება აფრო-ამერიკულ საზოგადოებას მიემართება!“  


მამა მეთიუ ბრაუნი (Fr. Matthew Brown) არის Jacob’s Well-ის მთავარი რედაქტორი, ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის ეპარქიის მდივანი (OCA) და წმინდა მოციქულთა ტაძრის წინამძღვარი (Saddlebrook, New Jersey).

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.