კატეგორიის გარეშე

სერბეთის ახალი პატრიარქი და ძველი ტერიტორიული პრობლემების ტვირთი

Published on: თებერვალი 18, 2021
Total views: 40
Readers' rating:
0
(0)
Reading Time: 3 minutes

ანდრეა ბოგდანოვსკი (Andreja Bogdanovski)

სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან შედარებით სერბეთის ეკლესია კორონა პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდა, რაც მისი პატრიარქის- ირინეოსისა და მონტენეგროელი მიტროპოლიტის- ამფილოქეს გარდაცვალებით გამოიხატა. იმის  გათვალისწინებით, რომ სერბული და ბალკანური მედიასაშუალებები სერბეთის ეკლესიის ახალი მწყემსმთავრის ბიოგრაფიისა და მისი გამორჩევის მნიშვნელობაზე (რომელიც 18 თებერვალს აღესრულა) დიდ ყურადღებას ამახვილებენ, ნათლად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სერბეთის ახლადგამორჩეული პატრიარქი სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს კანონიკური ტერიტორიების სტატუსთან დაკავშირებით.

სერბეთის ახალი პატრიარქის გამორჩევას ყურადღებით აკვირდებოდა სკოპიე და პოდგორიცა. ბოლო წლების განმავლობაში ორივე ზემოთქმული ქვეყნის ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი რესურსი ჩადო და მრავალგვარ ტაქტიკასაც მიმართა (რამაც განსხვავებული შედეგები მოიტანა) საკუთარი ეკლესიების ავტოკეფალიის სასარგებლოდ პოზიციების გასამყარებლად. რა რისკების წინაშე დგას სერბეთის ახალი პატრიარქი?  

ზემოთქმულ ორ საკითხთაგან ყველაზე აქტუალური, მაკედონიის არაღიარებულ მართლმადიდებელ ეკლესიას (MOC) მიემართება, რომელიც 1967 წელს სერბეთის ეკლესიას გამოეყო და დღევანდელ დღემდე სქიზმატურად მიიჩნევა. MOC-ის ავტოკეფალიის საკითხი, როგორც ჩანს, გადაწყვეტისაკენ მას შემდეგ დაიძრა, რაც 2018 წელს, მსოფლიო პატრიარქმა ჩრდილოეთ მაკედონიის ავტოკეფალიის სტატუსის განხილვა დაიწყო. ეს ფაქტი უკვე MOC-ისა და სკოპიის პოლიტიკური ელიტის მცირე გამარჯვებად მიიჩნევა, რამდენადაც, წინა წლებში, მსოფლიო საპატრიარქო ჩრდილოეთ მაკედონიის სახელმწიფოსა და ეკლესიის წარმომადგენლებთან არსებით განხილვებში აქტიურად ჩართული არ იყო და სანაცვლოდ კი ამ მხარეს სერბეთის ეკლესიასთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებდა. 2020 წლის იანვარში, პანდემიის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე, დაპირისპირებულ მხარეებს მსოფლიო პატრიარქმა თავისი შუამავლის როლი შესთავაზა და ისინი ფანარში მოიპატიჟა, რაც სერბეთის ეკლესიამ გადაჭრით უარყო.

დაახლოებით იგივე პერიოდში, როდესაც პეტრე პოროშენკომ (2018 წლის აპრილ-მაისი) მსოფლიო პატრიარქისგან ავტოკეფალია მოითხოვა, ჩრდილო მაკედონიის პრემიერ მინისტრმა ზორან ზაევმაც (Zoran Zaev) მსგავსი თხოვნით მიმართა ფანარს. ორ ეკლესიას შორის დაპირისპირების დსრულებისაკენ მიმართული ქმედითი ნაბიჯები 2020 წელს ნიშის შეთანხმებით (συμφωνία της Νις) გადაიდგა, რომელიც ითვალისწინებდა, რომ მაკედონიის ეკლესია სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში ავტონომიურ სტატუსს მიიღებდა. სკოპიეში მსხემ ეკლესიაზე განხორციელებული მძლავრი ზეწოლის შედეგად, შეთანხმება უარყოფილ იქნა და დაპირისპირებაც გაგრძელდა. მეორე მხრივ, სერბეთის ეკლესია დაჟინებით მოითხოვდა ჩრდილოეთ მაკედონიაში კანონიკური სტრუქტურის აღდგენას და შედეგად ოხრიდის მართლმადიდებლური  სამთავარეპისკოპოსო (OOA) შეიქმნა, რომელსაც არქიეპისკოპოსი იოანე (იოანე ვრანისკოვსკი-Jovan Vraniškovski) ჩაუდგა სათავეში. მცირერიცხოვნობის მიუხედავად, ოხრიდის მართლმადიდებლური სამთავარეპისკოპოსო ჩრდილოეთ მაკედონიაში მსხემ ერთადერთ კანონიკურ საეკლესიო ერთეულად რჩება. 2017 წელს მიღებული, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ჩრდილოეთ მაკედონიის შესაბამისი ორგანოები მაინც არ აღიარებენ OOA-ს და სერბეთის ეკლესიასთან კავშირის გამო მის ოფიციალურ რეგისტრაციაზე უარს აცხადებენ.

2017 წელს მთავრობის ცვლილებისა და პარლამენტში სოციალ-დემოკრატიული ფრთის მიერ უპირატესობის მოპოვების შემდეგ, სკოპიეს ხელისუფლებამ ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით უფრო აქტიური პოზიცია დაიკავა. ზორან ზაევის პოლიტიკური ხაზს თუ ვერწმუნებით, რომლის მიხედვითაც ,,მეზობლებთან პრობლემები არ აქვს,“ საეკლესიო საკითხი ერთადერთი ღია პრობლემაა, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიას თავის მეზობელ სახელმწიფოებთან აქვს. ეს აშკარა გახდა ბულგარეთთან (ხანმოკლე) დაახლოებისა და ΣΥΡΙΖΑ-ს დროს საბერძნეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებით, რაც ძირითადად სახელწოდების ირგვლივ არსებული დავის გადაჭრით იყო განპირობებული, რომელიც 2018 წლის ივნისში  პრესპონ-ის (Συνθήκης των Πρεσπών) ხელშეკრულების შედეგად მოხდა. მსოფლიო პატრიარქთან კავშირიც იმ წარუმატებელი გეგმის შედეგი იყო, რომლის მიხედვითაც,  2017 წელს, მაკედონიის ეკლესია სერბეთის გვერდის ავლით ბულგარეთს სთხოვდა, რომ დედაეკლესიის სტატუსი მიეღო და ცალხმრივად ეცნო მისი ავტოკეფალია. ბულგარეთის ეკლესიას ამ შეთავაზებაზე მკაფიო პოზიცია არ დაუფიქსირებია, თუმცა, ყველაფერი იქითკენ მიანიშნებს, რომ საგარეო ზეწოლის შედეგად პასუხი უარყოფითი იქნება.

პოროშენკოს კვალდაკვალ მონტენეგროს პრეზიდენტი მილო დუკანოვიჩი (Milo Đukanović) აქტიურად უჭერდა მხარს მონტენეგროს ავტოკეფალიური ეკლესიის დაარსებას, რომელი გეგმის შესრულებასაც რელიგიის თავისუფლების შესახებ საკამათო კანონის მიღებით 2019 წლის დეკემბერში შეეცადა. სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეს ნაბიჯი მონტენეგროში მის იურისდიქციაში პირდაპირ ჩარევად აღიქვა, რამდენადაც მიიჩნევდა, რომ კანონის გარკვეული ასპექტები მის საეკლესიო საკუთრებას ეწინააღმდეგებოდა და მონტენეგროს ეკლესიის გამოყოფას უწყობდა ხელს. 2019 წელს მიღებული კანონის მიხედვით, 1918 წლამდე  (იმ წლამდე, როდესაც მონტენეგრო სერბეთთან გაერთიანდა) აგებული ყველა სახის რელიგიური უძრავი ქონება სახელმწიფოს საკუთრება ხდებოდა, ხოლო თუკი ასეთ შენობას რომელიმე რელიგიური ორგანიზაცია კვლავ ინარჩუნებდა, მას საკუთრების უფლება აღარ ჰქონდა. ამან სერბეთის ეკლესიის უკმაყოფილება გამოიწვია, რამაც შედეგად მასობრივი საპროტესტო აქციები მოიტანა, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდა და 2020 წლის აგვისტოს საპარლამენტო არჩევნებით მმართველი პარტიის ძალაუფლებიდან ჩამოშორებით დასრულდა. დასახელებულ პროცესებში სერბეთის ეკლესიის მიერ მხარდაჭერილი მოქმედებებისა და შემდგომი შედეგების მნიშვნელობა ძალიან დიდი იყო, რამდენადაც უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში მონტენეგროში სოციალ-დემოკრატიულ ფრთას ძალაუფლება მუდმივად ეპყრა ხელთ. ერთი ყველაზე სასწრაფო საკითხთაგანი, რომლის გადაჭრაც პრო-სერბულ მთავრობას უნდა ეკისრა, სახელმწიფო საკუთრების შესახებ 2020 წლის დეკემბრის სადავო კანონის  პრობლემური მუხლების დადებითად მოგვარება იყო.

ახალი პრო-სერბული ხელისუფლების არჩევით, მონტენეგროს დამოუკიდებელი ეკლესიის ჩამოყალიბების იმედებმაც გადაიწია, რამდენადაც ამ იმედების მთავარ პოლიტიკურ წამქეზებელ პრეზიდენტ დუკანოვიჩს ამგვარი მცდელობების განხორციელების საკმარისი (საერთაშორისო) ბერკეტი არ აქვს. მონტენეგროში ავტოკეფალური ეკლესიის დაარსების იდეასთან დაკავშირებით, სკოპიელი კოლეგების პასუხისგან განსხვავებით, მსოფლიო პატრიარქის რეაქცია აბსოლუტურად განსხვავებული იყო.  მოსკოვი სერბეთის ეკლესიას მხარს ძალიან უჭერდა. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები და ამ ეკლესიის მეთაური მიტროპოლიტი ონოფრიც 2019 წელს მონტენეგროში მიმდინარე ანტი-სამთავრობო პროცესებში მონაწილეობდა.

მონტენეგროს ავტოკეფალიური ეკლესიის მოთხოვნით გამოწვეული ხანძრები, როგორც ჩანს, პრო-სერბული მთავრობის მოქმედებებით ჩაქრა. თუმცა, უბრალო ხალხის დონეზე, მონტენეგროს არაღიარებული ეკლესიის მხრიდან წამოსული ბიძგების ფონზე, დამოუკიდებლობის იდეები (ოღონდ მცირე დოზით) მაინც იარსებებენ. სერბეთის ეკლესიის ახალ ხელმძღვანელობას იმის დროც ექნება, რომ მსოფლიო პატრიარქის მიერ შემოთავაზებულ შუამავლის როლთან დაკავშირებით ე.წ. ,,Grace period“ აიღოს. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან, ჩრდილოეთ მაკედონიის კანონიკურ იურისდიქციასთან დაკავშრებით რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა  ველოდოთ, რამდენადაც ის აწ უკვე მრავალი წელია სტაბილურია. საკითხთან დაკავშირებით სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან ნებისმიერი ტიპის უკანდახევა ძველ პრინციპს დაეფუძნება: სერბეთის ეკლესიის იურისდიქციაში ავტონომიური სტატუსი. თუკი სერბეთის ახალი მწყემსმთავარი მსოფლიო პატრიარქის მხრიდან MOC-ის საკითხისადმი მზარდ ინტერესს უგულვებელყოფს, იგი სავარაუდოდ სერიოზული სირთულეების წინაშე აღმოჩნდება.   


ანდრეა ბოგდანოვსკი (Andreja Bogdanovski) არის სადოქტორო კანდიდატი (University of Buckingham, UK). იგი აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის ტერიტორიაზე არსებულ საეკლესიო ავტოკეფალიურ მოძრაობებს იკვლევს.

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.

Print Friendly, PDF & Email

About author

Rate this publication

Did you find this essay interesting?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

Be the first to rate this essay.

Share this publication

კონტაქტი

მთავარი რედაქტორი
Nathaniel Wood
nawood@fordham.edu