კატეგორიის გარეშე

პატრიარქი ორი სამშობლოთი

Published on: მარტი 12, 2021
Total views: 27
Readers' rating:
0
(0)
Reading Time: 4 minutes

სლავიცა იაკელიჩი (Slavica Jakelić)

18 თებერვალს, სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ  59 წლის პორფირი პერიჩი ახალ პატრიარქად გამოირჩია. პეჩის ახალი მთავარეპისკოპოსი, ბელგრადისა და კარლოვაკის მიტროპოლიტი და სერბეთის პატრიარქი არის თეოლოგი, რომელიც წლების განმავლობაში, როგორც ეპისკოპოსი, მსახურობდა სერბულ ჯარში, წარმოადგენდა სერბულ რელიგიურ კრებულებს ეროვნულ რადიო-ტელევიზიის საბჭოში და ბოლო 6 წელი იყო ზაგრებისა და ლიუბლიანას მიტროპოლიტი.

ჯერ კიდევ გამორჩევამდე, ისინი, ვინც კარგად იცნობენ მართლმადიდებლურ სამყაროს, მიანიშნებდნენ იმ სირთულეებზე, რომლებიც სერბეთის ახალი პატრიარქის წინაშე იყო. როგორც ანდრეა ბოგდანოვსკი თავის ბლოგზე წერს, პატრიარქმა უნდა მოაგვაროს ისეთი საკითხები, როგორიცაა მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მონტენეგროს ეკლესიის ავტოკეფალია. მიუხედავად იმისა, რომ ეს  საკითხები ახალი არაა (ჩრდილოეთ მაკედონიის შემთხვევაში ეს საკითხი დღის წესრიგში დგას აგერ უკვე 50 წელია), დიდი ხნის ისტორია არანაკლებ დამთრგუნველია. მათ გადასაჭრელად პატრიარქმა პორფირიმ უნდა შეძლოს ინსტიტუციონალური და თეოლოგიური დისპუტებისა და პოლიტიკური-ტერიტორიული საკითხების მართვა, რომლებიც რეგიონზე გავლენას კვლავ ახდენენ.

პორფირის მისია გაცილებით უფრო რთულია კოსოვოს შემთხვევაში, და სერბეთის პატრიარქმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის. თუმცა, მას ბევრი მოდერნისტად მიიჩნევს, მაგრამ მას ახლა საკმაოდ კონსერვატიული ეკლესიის მართვა მოუწევს. რაც შეეხება კოსოვოს, ის სავარაუდოდ თავისი წინაპრების პოლიტიკას გააგრძელებს. თავისი აღსაყდრებისას მან განაცხადა: „კოსოვო ჩვენთვის არის ჭიპლარი, რომელიც ჩვენი იდენტობის არსთან გვაკავშირებს; არის ჩვენი აღთქმა“. აღსანიშნავია, რომ პორფირიმ ეს თავისი აღსაყდრების მეორე ნაწილის წინ განაცხადა, რომელიც კოსოვოს პეჩის მონასტერში აღესრულა.

შეკითხვები, რომლებიც ჩნდება პორფირის იმ მოდერნისტული განზრახვების ჭეშმარიტი ხასიათის მიმართ, რომელთა განხორციელებასაც აპირებს, ვფიქრობთ დიდ მნიშვნელობას იძენენ იმ გავლენის ფონზე, რომლითაც სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია ტკბება და კერძოდ, იმ ხანგრძლივი და მჭიდრო ურთიერთობების ფონზე, რომლებიც რელიგიურ ლიდერებსა და ქვეყნის პოლიტელიტას შორის არსებობს. რაც შეეხება იმ შედეგებს, რომლებიც შეიძლება სერბეთის დღევანდელ პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩისათვის (Aleksandar Vučić)  პორფირის გამორჩევას ჰქონდეს. ზოგიერთი ჟურნალისტი მიანიშნებს, რომ პორფირის პატრიარქად გამორჩევამდეც უმჭიდროესი კავშირები ჰქონდა ვუჩიჩის მთავრობასთან. ამასთანავე, ითქვა, რომ პორფირიმ მთავარი როლი შეასრულა ბელგრადის თეოლოგიური ფაკულტეტის იმ წევრების სამსახურიდან გაშვებაში, რომელნიც გაცხადებულად საუბრობდნენ იმ კორუფციასა და შეურაცხყოფებზე, რასაც ადგილი ჰქონდა ამ უნივერსიტეტში. რამდენიმე თვის წინ, პორფირიმ საჯაროდ გააკრიტიკა სონია ბისერკო (Sonja Biserko), რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ცნობილი პიროვნებაა და რომელიც ჯერ კიდევ მილოშევიჩის ეპოქიდან იბრძვის ადამიანის უფლებების დასაცავად. პორფირიმ მიანიშნა, რომ ბისერკოს კრიტიკა სერბეთის პრეზიდენტისადმი არის „ორკესტრირებული“ გალაშქრება მთავრობისა და „თითქმის მთელი სერბი ხალხის წინააღმდეგ“.

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი პოლიტიკური კომენტატორი (და არა მხოლოდ), განსაკუთრებით აღნიშნავდნენ, რომ პორფირის სამომავლო მოქმედებები ვერ განხორციელდებოდა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა პრობლემებისა და ამავე დროს, პოლიტიკური და ისტორიული საკითხების გამო, ხორვატიის ბევრმა საზოგადო მოღვაწემ სიხარული და ენთუზიაზმი გამოხატა ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით. მათთვის სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მეთაური ერთგვარი ახალი ნიშანი იყო ხორვატიის სერბეთთან ახალი ურთიერთობების დაწყებისათვის, ისევე, როგორც, ხორვატიაში რომის-კათოლიკე ეკლესიასა და სერბეთის მართლმადიდიებელ ეკლესიას შორის ახალი ურთიერთობებისათვის; ძველი ურთიერთობები დამძიმებული იყო 1990 წლის ომის ტანჯვისა და კატასტროფების კონფლიქტური ნარატივით, ასევე, იმ განსხვავებული მონათხრობებით, რომლებიც მიემართებოდა მეორე მსოფლიო ომის წლებში, უსტაშების (Ustaše) ნაცისტური მარიონეტული რეჟიმის მართვის პერიოდში რომის-კათოლიკე ეკლესიის როლს, და იმ პერიოდში დახოცილი სერბების რაოდენობასთან დაკავშირებული კამათებით.  

ხორვატიასა და სერბეთს შორის ხანგრძლივი დავებისა და უახლესი ძალადობრივი დაპირისპირების მიუხედავად, ვინც კი იცნობს პორფირის, როგორც ზაგრებისა და ლიუბლიანის მიტროპოლიტის მსახურების პერიოდს, სულაც არ გაოცდება იმ მხარდაჭერისა და მაღალი მოლოდინების გამო, რაც მის გამორჩევას უკავშირდება. ზაგრებში, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ყოფნისას, პორფირი ცნობილი იყო არა მხოლოდ ხორვატიის დედაქალაქისა და ზოგადად, ქვეყნის ცხოვრებაში ენერგიული მონაწილეობით, არამედ დიალოგის სივრცის შექმნის ხელშეწყობის გამოც. მთელი ორი წლის განმავლობაში ის იყო მშვიდი მამოძრავებელი ძალა, რომელიც ხელს უწყობდა ყოველთვიურ შეხვედრებს საზოგადო მოღვაწეების მთელ სპექტრთან – ქრისტიანებთან, ათეისტებთან და აგნოსტიკოსებთან, პოლიტიკოსებთან და რელიგიურ ლიდერებთან, აკადემიკოსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან, ფემინისტ აქტივისტებთან და ჟურნალისტებთან. ამ შეხვედრებზე განიხილავდნენ სოციალურ, ზნეობრივ და პოლიტიკურ საკითხებს, და ეს შეხვედრები ცნობილი იყო სახელწოდებით „პორფირის წრე“. მსგავსი შეხვედრების ორგანიზებისა და სივრცის გამოყოფის ინიციატივისათვის, პორფირიმ უდიდესი პატივისცემა და ნდობა მიიღო, როგორც ეს განაცხადა ბრძენმა და ტკბილად მოუბარმა კაცმა – ივო იოსიპოვიჩმა (Ivo Josipović). უპირველესად, პორფირი მის ეკუმენურ მოძრაობაში ჩართულობის მიზეზით გახდა ცნობილი. თავის პირველ საჯარო მიმართვაში, როგორც ზაგრებისა და ლიუბლიანის მიტროპოლიტმა, განაცხადა, რომ ის „არის სერბი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა…ქრისტიანი, და ეს არის მსოფლიო ღირებულება“. მან სხვა შემთხვევებშიც, (და კონკრეტულ ჰუმანიტარულ საქმიანობაში- სულ ახლახანს ხორვატიაში მომხდარი მიწისძვრისას), დაადასტურა ქრისტიანობის, როგორც „რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის“ საყოველთაოობა; ხაზი გაუსვა ყველა ადამიანის თანასწორობას და განაცხადა, რომ ეკლესიის მოვალეობა არის „მშვიდობისა და ერთობის“ მსახურება.

მნიშვნელობა, რომელსაც პორფირი ეკუმენიზმს აძლევს, და რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, არაა საყოველთაოობისა და ქრისტიანული ერთობის თეოლოგიური ენა, რადგან ეს ენა არის ზიარი ეკუმენური ძალისხმევების პროცესში. ის, რაც გამოკვლევას საჭიროებს, და რაც ხშირად პორფირის საქმიანობასთან დაკავშირებით ყურადღების მიღმა რჩებათ, არის მისი საუბრები ერთგულებისა და სიყვარულის შესახებ იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ის ზაგრებში თანამშრომლობდა. როგორც ამას ხორვატი ჟურნალისტი და პორფირის მეგობარი დრაგო პილსელი წერს, მისი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ პატრიარქად აღსაყდრებისას, ბელგრადის ცენტრში, პორფირიმ საჯაროდ განაცხადა, რომ ხორვატია გახდა მისი „მეორე სამშობლო“. მეტიც, მან თქვა, რომ ხორვატები და სლოვენიელები, (რომელთაც შეხვდა როგორც მიტროპოლიტი), იყვნენ ნამდვილად სამაგალითო და სანიმუშო ადამიანები, რომლებსაც მუდამ გულით ატარებს „მომდევნო წლებში“.

პორფირის შემთხვევაში, თანაცხოვრების კონკრეტულმა გამოცდილებამ, დიალოგში თანამონაწილეობამ განსხვავებული ეთნიკური იდენტურობისა და ონტოლოგიური ვალდებულებების ადამიანებთან, ისე როგორც ადამიანების განსხვავებული ჯგუფების სივრცეში ჩართულობის გრძნობამ, არა თუ შეასუსტა ახალი პატრიარქის ვალდებულება ეკუმენიზმთან, არამედ უფრო გააძლიერა. თუკი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი ლიდერი გადაშლის ახალ ფურცელს მართლმადიდებლურ ქრისტიანულ სამყაროსა და რომის-კათოლიკე ეკლესიას შორის ურთიერთობებში, მაშინ პორფირის ეკუმენური მცდელობები იქნება რელიგიისა და თეოლოგიის მკვლევართა შესწავლის საგანი. მე მჯერა, რომ ამას დაჭირდება განსხვავებული, უფრო გახსნილი ანალიტიკური ინსტრუმენტები და ნორმატიული მიდგომები, რათა გავიგოთ ის გზა (საშუალება), რომლის მეშვეობითაც ქრისტიანული დიალოგისა და ერთობის კონცეპტი შესაძლებელია აღმოცენდეს არა დაპირისპირებების, არამედ ქრისტიანული თეოლოგიური უნივერსალიზმის, თითოეულის განსაკუთრებული სიყვარულისა და იდენტურობის გზაჯვარედინზე.


სლავიცა იაკელიჩი (Slavica Jakelić) არის Richard Baepler-ის ცნობილი პროფესორი Valparaiso -ს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კოლეჯში. არის Collectivistic Religions-ის ავტორი. ამჟამად, მუშაობს ორ წიგნზე „ჰუმანიზმის პოლიფონია“ და „ეთიკური ნაციონალიზმი“.

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.

Print Friendly, PDF & Email

About author

Rate this publication

Did you find this essay interesting?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

Be the first to rate this essay.

Share this publication

კონტაქტი

მთავარი რედაქტორი
Nathaniel Wood
nawood@fordham.edu