რა შეიძლება წმინდა გრიგოლ პალამამ ტროლების შესახებ გვასწავლოს

მატ კაპადაკუნელი (Matt Kappadakunnel)

სამწუხაროდ, თვით ქრისტიანულ წრეებშიც კი, ინტერნეტ ,,ტროლინგი“ გაცვეთილი ფრაზა გახდა.

იმის მიუხედავად, რომ ტროლები, როგორც წესი, აღშფოთებისა და დაპირისპირების პროვოცირებას ახდენენ, თანამედროვე ტენდენციად იქცა სოციალური მედიის ისეთი ანონიმური ანგარიშების შექმნა, რომლებიც ფოტოებად წმინდა ხატებს იყენებენ, არადა, ამ ანგარიშების მიერ განხორციელებული მოქმედებები წმინდად არ შეიძლება ჩაითვალოს.

გასულ თვეში, მონაზონმა ვასა ლარინმა (Vassa Larin) საკუთარ გადაცემაში “Coffee with Vassa”  პროფესორებს- ჯორჯ დემაკოპულოსსა და არისტოტელე პაპანიკოლაუს  უმასპინძლა- discuss Public Orthodoxy and whether it is “accommodationist.“

როგორც მოსალოდნელი იყო ტროლებიც გამოჩნდნენ.

კონკრეტული ონლაინ ინცინდენტის განხილვის გარეშე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ,,ტროლინგი“ პირველად სოციალურ მედიაში არ გამოჩენილა და მისი კავშირები ქრისტიანულ ისტორიასთანაც შეიძლება მოვძებნოთ. უდაბნოში იესოს გამოცდაც ,,ტროლინგის“ ფორმით მოხდა (იხ. მათე 4:1-11).

ახლახანს შეხება მქონდა წმინდანთან, რომელსაც ტროლთან ჰქონდა კავშირი. ჩემი სტატიის (ღამისთევის მსახურება უძილობით ტანჯულთათვის) დაწერის შემდეგ წმინდა გრიგოლ პალამას ნაშრომებთან (სახელდობრ- Ιερή Ησυχία: Η Σιωπή που γνωρίζει το Θεό) დროის გატარება მომინდა. ამ ნაშრომიდან მე გავიგე, რომ წმინდანს ტროლთან ჰქონია შეხება (17).

1300 წელს, ვარლაამ კალაბრიელის სახელით ცნობილმა სწავლულმა ბერმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად, დასავლური ინტელექტუალიზმი კონსტანტინოპოლში მყოფი მართლმადიდებელი მკვლევრების გამოსაწვევად გამოეყენებინა. მას შემდეგ, რაც ვარლაამი კონსტანტინოპოლში დამარცხდა, ვფიქრობ, რომ მან საკუთარი დაზიანებული სიამაყის ისიხასტი ბერების გამოწვევით დამშვიდება გადაწყვიტა და მათ ერეტიკული სულიერი პრაქტიკების ქონაში დასდო ბრალი. ვარლაამმა ალბათ ჩათვალა, რომ ისიხასტ ბერებთან შედარებით, საკუთარი მწიგნობრული ბექგრაუნდის გათვალისწინებით, იგი ამ დაპირისპირებაში გაიმარჯვებდა.

თუმცა, ვარლაამმა გრიგოლ პალამა ვერ შეაფასა, რომელიც მისი ყველაზე გამორჩეული მოწინააღმდეგე აღმოჩნდა. უპირველესად პალამა შეეცადა, რომ ვარლაამისთვის, ისიხაზმთან დაკავშირებულ მისთვის უმართებულო შეხედულებებზე პირადად მიეთითებინა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ამ მცდელობამ ვარლაამის მდგომარეობა ვერ შეცვალა, პალამამ დაწერა „ტრიადები წმიდა ისიხასტთა დასაცავად“ [Τριάδες Υπέρ των Ιερώς Ησυχαζόντων ] (18).  იოანე მეიენდორფის თანახმად, ,,გრიგოლ პალამა, ვარლაამ კალაბრიელთან მთელი მისი პოლემიკის განმავლობაში ‘ელინური სიბრძნის’ საკითხზეა ორიენტირებული, რომელსაც იგი ვარლაამის ცდომილებათა უმთავრეს წყაროდ მიიჩნევს.“  (Meyendorff, Byzantine Theology).

ნაბიჯით უკან რომ გადავიწიოთ, რა იყო ვარლაამის მოტივაცია? კონსტანტინოპოლში მისი მოქმედებები მიანიშნებენ, რომ მისი მთავარი მიზანი სახელის მოხვეჭა იყო. მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლელ სწავლულებთან მისი მცდელობანი ამაო გამოდგა, ჩემი აზრით, მისმა აგრესიულმა ტემპერამენტმა (რომელიც ინტერნეტ ტროლების მსგავსია) იგი ისიხასტი ბერების წინააღმდეგ განაწყო. მე იმასაც ვფიქრობ, რომ ვარლაამი (ისევე როგორც დღევანდელი ინტერნეტ ტროლები), ამგვარად დაუცველობის გრძნობის გამო იქცევიან.

ვარლაამმთან დაპირისპირებისას, პალამამ ისიხასტურ ლოცვასთან დაკავშირებით, შესანიშნავი ტექსტი გვიბოძა: ისიხასტური ლოცვითა და მდუმარებით ღმერთთან (რომელიც უქმნელი ნათელია)  შეხვედრის შესახებ საუბარი. პალამასგან იმასაც ვსწავლობთ, რომ ისიხაზმი მხოლოდ საშუალებაა განღმრთოობის მიზნის მისაღწევად. ,,განღმრთობა ყოველგვარი სახელის მიღმაა. ამიტომაა, რომ ჩვენ, ვისაც ისიხაზმის შესახებ მრავალი დაგვიწერია, დღემდე ვერ გაგვიბედავს, რომ განღმრთობის შესახებ დაგვეწერა.“ ტრიადები წმიდა ისიხასტთა დასაცავად, 1.32. [Τριάδες Υπέρ των Ιερώς Ησυχαζόντων]

ხანდახან, როგორც ამ მაგალითიდან ირკვევა, ტროლთან კამათს მაყურებელთა განათლება და გამდიდრება შეუძლია. თუმცა, ტროლების თავდასხმის, დაცინვისა და დომინირების განსაკუთრებული ხარბი განწყობის გათვალისწინებით აუცილებელია, რომ მათთან კამათში ჩართულები სულელებად არ გამოვჩნდეთ. 

ეს კამათი (რომელიც კონსტანტინოპოლის სინოდმა პალამას სასარგებლოდ გადაწყვიტა) გაგრძელდა, ვარლაამს კი აზრი არასოდეს შეუცვლია. ტროლთან როგორ დიალოგშიც არ უნდა ვიყოთ ჩართულნი, უნდა ვიცოდეთ, რომ მას სიმართლის გარკვევა (და, შესაბამისად, საკუთარი პოზიციის შეცვლა) შეიძლება საერთოდაც არ აინტერესებდეს. რეალურად, ტროლისთვის პასუხის გაცემისას შეიძლება მხოლოდ მის სიბრაზეს ვაძლიერებდეთ და, ამავდროულად, ჩვენს მოთმინებასა და ენერგიას ვწურავდეთ.

ამგვარად, განრჩევის სათნოება (რომელიც, პალამას მიხედვით, მღვიძარების პრაქტიკაზეა დაფუძნებული), ტროლის მახეში გაბმისგან გვიცავს. პალამა მოგვიწოდებს, რომ უკუვაგდოთ ყველაფერი, რაც ღვთისკენ მიბრუნებაში გვიშლის ხელს. როდესაც ონლაინ ტროლისგან პასუხს ვიღებთ, ჩვენი ინსტინქტური რეაქცია მისადმი დაუყოვნებლივი პასუხია, აი პალამა კი გვეტყოდა, რომ ეს დაგვეტევებინა და ყურადღება საკუთრ თავზე გაგვემახვილებინა. ამ უწყებაზე დაყრდნობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მღვიძარება თვითკონტროლისთვის მნიშნელოვანია. ტრიადები წმიდა ისიხასტთა დასაცავად, წიგნი პირველი, 2.2 [Τριάδες Υπέρ των Ιερώς Ησυχαζόντων]. 

როდესაც გარკვეული დრო გვაქვს გამოყოფილი მდუმარებისა და ისიხასტური გამოცდილებისთვის (რომელიც მხოლოდ ღვთისგან შეიძლება მომდინარეობდეს), მაშინ შეგვიძლია, რომ ღვთისკენ, უქმნელი ნათლისკენ მივბრუნდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გავცეთ პასუხი ტროლს. ჩვენ თავს ვიკავებთ სიბრაზისა და სიამაყისგან (რომლებიც შეიძლება ჩვენს გულში გვქონდეს ტროლისადმი რეაქციის გამო) და ნებას ვრთავთ საღვთო სიყვარულს ჩვენს მყოფობაში შემოაღწიოს და უარყოფითი გამოცდილება ღმერთთან გაერთიანებაში გარდაქმნას. ამ გაერთიანების ფორმიდან გამომდინარე  შეგვიძლია გადავწყვიტოთ ვუპასუხოთ თუ არა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი პასუხის გაცემას გადავწყვეტთ, იგი შეგვიძლია სამებასთან და სიყვარულისმიერ პასუხთან გაერთიანებული უწყვეტი ლოცვის ფორმით გავაკეთოთ. გარდა ამისა, ტრიადოლოგიური კავშირის მაგალითის თანახმად, შეგვიძლია გავთავისუფლდეთ იმ მოქმედების სახიდან, რომლითაც ტროლი ჩვენს ძალისხმევაზე რეაგირებს.

და ბოლოს, ტროლები არიან ადამიანები, რომლებიც ღმერთს უყვარს. ისინი ავად არიან და მათ ღვთის მაკურნებელი სიყვარული სჭირდებათ. თუმცა, ისინი საკუთარი ტკივილის შეგრძნებას ,,ტროლინგის“ საშუალებით ამცირებენ. მოდით, მათ დონემდე კი არ დავეშვათ, არამედ საკურნებელ იარაღებად გარდავიქცეთ, რომლებიც აღდგომილ ქრისტეზე მიუთითებენ.

ო, ტვიტერის ტროლებო,
შეხედეთ ქრისტეს სახეს
და გადარჩებით


მატ კაპადაკუნელი (Matt Kappadakunnel) ფინანსისტია და ლოს ანჯელესში ცხოვრობს მეუღლესა და ორ შვილთან ერთად. კონფესიური კუთვნილება- Syro-Malabar Eastern Catholic Rite. მისი წინაპრები მალანკარას (ინდოეთი) სირიულ-იაკობიტურ ეკლესიის წევრები იყვნენ. ერთხანს, მატმა საღვთისმეტყველო განათლებას მოკიდა ხელი, რომ კათოლიკე მღვდელი გამხდარიყო და ფორდჰემის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზეც კი ჩააბარა. იგი კრეიტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, ეკონომიკის ექსპერტ-ანალიტიკოსის სპეციალობით.

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.