კატეგორიის გარეშე

თანაგრძნობის უგულვებელყოფის სახე

Published on: ივნისი 3, 2021
Total views: 162
Readers' rating:
0
(0)
Reading Time: 4 minutes

ინგა ლეონოვა (Inga Leonova)

თუ თვალს გადავავლებთ სოციალურ ქსელებს, შეიძლება შეგვექმნას შთაბეჭდილება, რომ მართლმადიდებლურ წრეებში, ადამიანის სექსუალობასთან დაკავშირებული დაპირისპირებები შეწყვეტილია. აღნიშნული სხვაობა განსაკუთრებით თვალშისაცემია 2010 წელთან შედარებით, როდესაც ეს საკითხები განსაკუთრებით აქტუალური იყო. ვფიქრობ, რომ ამ დაპირისპირებაში ხაზები გავლებულია და თითოეულმა დაპირისპირებულმა მხარემ აირჩია საკუთარი ბანაკი. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტელექტუალური და სულიერი თავისუფლების საჭიროება (რათა ეკლესიაში მნიშვნელოვანი ანთროპოლოგიური და თეოლოგიური მუშაობა გაგრძელდეს), არის საკითხი, რომელიც ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ის ასპარეზი, რის საშუალებასაც სოციალური მედიის ბუნების მიერ დადგენილი საზღვრები იძლევიან. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ დაპირისპირებაში გამოიკვეთა „თანაგრძნობის უგულვებელყოფის“ სახე, რომელიც შეიძლება ამგვარად შეჯამდეს: „გული მწყდება ეკლესიაში მყოფ იმ ადამიანებზე, რომლებიც ებრძვიან ერთსა და იმავე სქესთა შორის ლტოლვას, ვალდებულები ვართ დახმარების ხელი გავუწოდოთ მათ და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ასკეტურ ცხოვრებაში, იმისთვის რომ უბიწოების ჯვარის ზიდვა მოახერხონ.“  

ფაქტი, რომ „თანაგრძნობის“ მიდგომას თან ახლდა ფარული საფრთხეები   ჩემი გაკვირვება გამოიწვია. ამის მიზეზად შესაძლოა დასახელდეს დიალოგში მონაწილეობისგან ჩემი დროებითი თავშეკავება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს დამოკიდებულება წარმოადგენს „ტრადიციონალისტ“ მართლმადიდებელთა ალტერნატიულ გადაწყვეტილებას, რომელსაც მართლმადიდებლური მცირე დაჯგუფებები მსოფლიოში მომწამლავი  სიძულვილის გასავრცელებლად იყენებენ.  ამ დამოკიდებულების მიხედვით, ერთი მხრივ, ნებადართულია რომ მოხდეს მათი მიღება და მათ მიმართ სიყვარულის გამოხატვა, თუმცა პარალელურად შენარჩუნებულია ოფიციალური პოზიცია, რომლის მიხედვით: განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ძმებისა და დების მიღება მხოლოდ იმ წინაპირობით შეიძლება მოხდეს, რომ ისინი თანაცხოვრებას (იგულისხმება სექსუალური თანაცხოვრება) დაუტევებენ.

თუმცა, „თანაგრძნობის“ უგულვებელყოფის ამგვარი ფორმა ადამიანთა იდენტობის მიმართ, გარკვეულწილად უფრო უარესია, ვიდრე ფანატიკოს ჰეითერთა ტოქსიკური ჰომოფობია.  პირველ რიგში იმიტომ, რომ ამგვარი მიდგომით ასეთი ადამიანები უფრო მეტად დაუცველები ხდებიან. დამოკიდებულება „გვიყვარხართ, მაგრამ მხოლოდ ჩვენი წესების მიხედვით (ჩვენს საზღვრებში)“ უფრო მეტად საზიანოა ვიდე მათი პირდაპირი უარყოფა. პირს, რომელიც რჩევებს საკუთარი „ავადმყოფობის“ შესახებ კეთილმორწმუნე  „მრჩეველისგან“ იღებს, არ შეუძლია, რომ რაიმე რეალური სარგებელი მიიღოს, რადგან ამგვარი რჩევები ეფუძნება იმ შეხედულებას, რომლის მიხედვითაც ასეთი ადამიანი სახეცვლილი და ნაკლულევანია. ამრიგად, ამგვარი ადამიანისთვის ცხოვრების გაგრძელების ერთადერთ გზას საკუთარი ადამიანური ბუნების უარყოფა წარმოადგენს. უფრო მეტიც ისინი იძულებულნი არიან უსმინონ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ცოდნასა და მეცნიერებას უარყოფენ, ხოლო ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი თავად ქრისტიანულ სიყვარულს. კლასიკური პასუხი, რომ თითოეული ქრისტიანი მოწოდებულია ასკეტური თვით უარყოფისკენ ამ შემთხვევაში წარმოადგენს ფარისევლობას, რადგან არავინ არ თხოვს ჰეტეროსექსუალი ქრისტიან მორწმუნეს მარტოდ ცხოვრებას.  

საკუთარ Facebook პოსტში ჯონ ქონგდონი წერს: „ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და გარემო ფაქტორები, რომლებიც ადამიანის სექსუალობაზე მოქმედებენ საკმაოდ რთული და ცვალებადია, ხოლო მეცნიერული კვლევის შედეგად მათი შესწავლა ადრეული განვითარების საფეხურებზეა შესაძლებელი. მეცნიერება ჯერჯერობით ამტკიცებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა სექსუალური ორიენტაციის ცვლილება მხოლოდ ერთ მიზეზს დაეყრდნოს, ანუ დაეფუძნოს  პირად არჩევანს ან ე. წ. „ჰომოსექსუალიზმის გენს“. ასევე, მტკიცდება, რომ ორიენტაციის ცვლილება არ შეილება გამოიწვიოს ნებელობის ძალამ ან ძალადობრივმა მეთოდებმა, ისევე როგორც ზიზღის ან სიძულვილის თერაპიამ. თუმცა, ნათელია, რომ მზა „პასუხები“ იმ საკითხებზე, რომლებიც სრულად არ გვაქვს გააზრებული არაეფექტური და არაფრის მომცემია, როგორც სულიერ, ასევე, ფსიქიკურ პრობლემებთან მიმართებაში. ამგვარად, ზიანი, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას იდეოლოგიური მიდგომებით, შეიძლება მრჩევლის კეთილ განზრახულობის მიუხედავად საკმაოდ დიდი აღმოჩნდეს“.

აქ კი წარმოვადგენ ერთ ცნობილ მართლმადიდებლურ მოსაზრებას: „ბევრი მიიჩნევს, რომ არსებობს გენეტიკური და გარემო ფაქტორები, რომლებიც იწვევენ ჰომოსექსუალობას, მაგრამ ეს მეცნიერულად დადასტურებული არაა. მჯერა, რომ იგივე სქესისადმი ლტოლვა ცოდვით დაცემის შედეგია, ისევე როგორც სხვა ცოდვები“. რა თქმა უნდა, ეს არის პოზიცია, რომელიც საკითხისადმი დაბნეულობას შეგნებულად იწვევს. მეცნიერება იმისთვის არსებობს, რომ გამოიკვლიოს ემპირიული საკითხები, ხოლო თეოლოგიური თემები კი პირდაპირ არ ექვემდებარებიან მეცნიერულ დასკვნებს. ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი აზრი შემოგვთავაზა ბასილი დიდმა. ადამიანური ურთიერთობების ბიოლოგიური განმარტება არ წარმოადგენს მოაზროვნე ქრისტიანის ძიების საგანს, არამედ მთავარია ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არიან ისინი ღმერთთან ურთიერთობის კონტექსტში.

 სწორედ ამ ადგილას შევეხებით, სექსუალურობის ამ მიდგომის შემაშფოთებელ ასპექტს: „მინდა აღვნიშნო, რომ სიახლოვის (ინტიმური ურთიერთობის) აუცილებლობა ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს იმ მამოძრავებელ ძალას, რომელიც სექსუალური თავისუფლების ყველა ფორმის უკან იმალება. ყოველ ადამიანს გააჩნია სიახლოვის საჭიროება, მაგრამ ამ საჭიროების სექსთან აღრევა მთავარი მიზეზია იმისა, რომ მრავალი ადამიანი ემორჩილება სექსუალურ ვნებას. სიახლოვის მოთხოვნილება შეიძლება შესრულდეს ღრმა მეგობრული ურთიერთობებით, მაგრამ მისი ნამდვილი შესრულება მდგომარეობს ღმერთთან ახლო ურთიერთობის ჩამოყალიბებაში“.

ზემოთ წარმოდგენილი მოსაზრება მართალია მცდარი არაა, მაგრამ აუფასურებს სიახლოვის გრძნობას და იგი ვნებამდე დაჰყავს, ამგვარად კი წარმოიქმნება ერთგვარი ლოგიკური შეცდომა. პარტნიორთან სიახლოვე წინააღმდეგობაში არ მოდის ღმერთთან ახლო ურთიერთობასთან. ამასთანავე, ამგვარი მოსაზრება ჰომოსექსუალურ აქტს სექსუალურ თავისუფლებასთან არსებითად აიგივებს.  

როდესაც „გულმოწყალე“ მართლმადიდებელი მრჩეველები სრულიად უარყოფენ ჰომოსექსუალი წყვილების სიყვარულის შესაძლებლობას და მას მხოლოდ სექსუალური ლტოლვის კუთხით განიხილავენ (თითქოს მის გარდა პიროვნებებს შორის სხვა არაფერი არ არსებობს), ამ მიდგომით შეურაცხყოფენ არა  მარტო ერთსქესიანთა, არამედ ჰეტეროსექსუალთა ურთიერთობებსაც. სექსუალური ურთიერთობა წარმოადგენს თანაარსებობის ნაწილს და იგი ადამიანთა შორის ხორციელდება. ამ ურთიერთობას საფუძველი ბიბლიაში ეყრება და იგი განიმარტება როგორც სხვის შეცნობა (ამრიგად, ებრაული ზმნა რომელიც აღწერს ორ ადამიანს შორის თანაცხოვრებას (ქორწილს) გადმოიცემა ზმნით „შევიცნობ“ („γνωρίζω“), როგორც მაგალითად ადამის შემთხვევაში: „შეიცნო ადამმა ევა“). ეროტიული სიყვარული არის წმინდა. ტერმინი ეროტიული სიყვარული გამოყენებულ იქნა თავად იესოს მიერ. ხოლო უდიდეს ცოდვას წარმოადგენს ქრისტიანული აზრის ნეოპლატონიზმით დატყვევება, რომელიც ეროტიულ სიყვარულს გარდაქმნის რაღაც უზნეობად, რომელიც გაიგივებულია ვნებასთან და მისი იდეალურად განხორციელების ადგილი „პროკრუსტეს სარეცელია“. ჩვენმა თეოლოგიამ კი უნდა მოახერხოს და გაათავისუფლოს სიყვარულისა და ურთიერთობის მნიშვნელობა ამ მცდარი მოსაზრებისგან. მრავალი ერთსქესიანი ქრისტიანი წყვილის არსებობა, დუალიზმის მკაცრი მიმდევრების ფორმალისტური აზროვნების მცდარობას მოწმობს. მათი მოწმობა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რასაც ისინი ებრძვიან.  

მოკლედ, გენდერსა და სექსუალობაზე საუბარი აუცილებელია, რომ გათავისუფლდეს ბიოლოგიური დეტერმინიზმისგან და ხაზგასმა უნდა მოხდეს ადამიანური ურთიერთობის ფუნდამენტურ საკითხებზე. ასევე, უნდა მოხდეს სექსუალური სიახლოვის თეოლოგიური გააზრება გამრავლების საშუალებისგან განცალკევებით. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ სიტყვას გავათავისუფლებთ ადამიანის სექსუალობასთან დაკავშირებული ტრადიციული  მოსაზრებების ზიზღისგან, მაშინ შევძლებთ და ვიქნებით იმ ადგილზე, რომ ამ საკითხს მივუდგეთ დაბალანსებულად და უფრო მეტი სულიერებით. ბოლოს, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ამ საკითხის განხილვა ბერებისგან და მონაზვნებისგან დიდ შეცდომაა. დაქორწინებულ ქრისტიანებს, რომლებიც გამოხსნას მონაზვნებისგან განსხვავებით ამ ქვეყანაზე ეძიებენ, შეუძლიათ და აუცილებელია, რომ საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარონ.  


 ინგა ლეონოვა  არის ჟურნალ The Wheel მთავარი რედაქტორი. ჟურნალი გამოიცემა ყოველ სამ თვეში ერთხელ და მასში ქვეყნდება მართლმადიდებლური და კულტურის სფეროს სხვადასხვა ნაშრომები.

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.

Print Friendly, PDF & Email

About author

Rate this publication

Did you find this essay interesting?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

Be the first to rate this essay.

Share this publication

კონტაქტი

მთავარი რედაქტორი
Nathaniel Wood
nawood@fordham.edu