კატეგორიის გარეშე

საომარი კონფლიქტი ტირგაის რეგიონში

Published on: ივნისი 29, 2021
Total views: 17
Readers' rating:
0
(0)
Reading Time: 6 minutes

რომინა ისტრატი (Romina Istratii)

აღსანიშნავია, რომ ეს ტექსტი დაიწერა, ტირგაის სამხედრო ნაწილების მხრიდან მეკელეს რეგიონის დედაქალაქის დაპყრობამდე ორი დღით ადრე. ეს ის ფაქტი აღმოჩნდა, რომელმაც ეთიოპიის მთავრობას ცეცხლის შეწყვეტისკენ უბიძგა.  

2020 წლის 4 ნოემბერს, ეთიოპიის მთავრობამ, ქვეყნის ჩრდილოეთში, ტირგაის მხარეში საომარი მოქმედებები წამოიწყო. სამხედრო კონფლიქტი გრძელდებოდა 8 თვის განმავლობაში. ამ 8 თვის განმავლობაში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, ერთი მხრივ, ტირგაის სახალხო განმათავისუფლებელი მოძრაობა და ტირგაის შეიარაღებული ძალები, ხოლო მეორე მხრივ კი, ეთიოპიის სამხედრო ძალები და ერითრეის სამხედრო დანაყოფები. საომარი მოქმედებების დროს დაიბომბა დასახლებული ადგილები, მშვიდობიანი მოსახლება. ამ პერიოდში სისტემატიურად მიმდინარეობდა ქალებსა და გოგონებზე ძალადობა. კონფლიქტმა გამოიწვია, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინება, გახშირდა დაპატიმრებები, ძარცვა, განადგურდა საავადმყოფოები, რელიგიური თავშეყრის ადგილები, საგანძურები და სხვ. ჰუმანიტარული ორგანიზაციები მუდმივად მიუთითებდნენ, რომ ტირგაის რეგიონში წარმოიქმნა და განვითარდა ერთგვარი ხელოვნური  შიმშილობა, რაც გამოწვეული იყო სოფლის მეურნეობის შეზღუდვით. ამ შეზღუდვის მიზეზს წარმოდგენდა ეთიოპიელი და ერითრიელი ჯარისკაცების გახშირებული შეჭრა ტირგაის სასოფლო-სამეურნეო მიწებზე. ორგანიზაცია ACAPS-ი („ტირგაის კრიზისი-კონფლიქტის შედეგები კვებაზე, მიწათმოქმედებაზე და ცხოვრებაზე“) ივნისის კვლევაში აღნიშნავს, რომ რეგიონი IPC-ის (სურსათის და უვნებლობის საერთაშორისო ორგანიზაცია) ფაზების მიხედვით იმყოფება მეოთხე ფაზაში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ რეგიონის მოსახლეობა იმყოფება საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში, დაახლებით 350 ათასი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ (IPC-ის მე-5 ფაზა). ამასთანავე, კონფლიქტის დაწყებამ ათასობით ადამიანი იძულებული გახადა დაეტოვებინათ საკუთარი საცხოვრებელი და თავშესაფარი ეძებნათ სხვაგან (მაგ. მეკელეს დედაქალაქში ან სუდანის სახელმწიფოს საზღვრებთან). თავშესაფრის ძებნის სურვილმა გამოიწვია სხვადასხვა ქალაქებისა და სოფლების დაცარიელება. 2021 წლის აპრილის კვლევაში საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია CARE-მ აღნიშნა, რომ კონფლიქტის შედეგად “417 152 ადამიანზე მეტი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი, მათ უმრავლესობას კი ქალები და ბავშვები წარმოადგენდნენ“ (ტირგაის კონფლიქტი: სწრაფი გენდერული ანალიზი).

დღევანდელი კონფლიქტური მდგომარეობა საკმაო შეშფოთებას იწვევს ჩემში, რადგან წარსულში საშუალება მქონდა, რომ გრძელვადიანი ანთროპოლოგიური კვლევა მეწარმოებინა ტირგაიში.  2016 წლიდან ვმუშაობ ოჯახური ძალადობის კუთხით და ჩემ მიზანს წარმოადგენს მათი შესწავლა ადგილობრივ თემებში. პარალელურად კი ვცდილობ მათ დახმარებას, ვითვალისწინებ რა ტირგაის მართლმადიდებელი მოსახლეობის (Täwahǝdo) რელიგიურ-კულტურულ გარემოს. 2020 წლის ნოემბერში საცხოვრებლად გადავედი ეთიოპიაში და მქონდა განზრახვა, რომ ჩავსულიყავი ქალაქ აქსუმში, სადაც მინდოდა დავხმარებოდი სასულიერო პირებსა და დაინტერესებულ სხვა ადამიანებს მათ გარშემო მდებარე სოფლებთან თანამშროლობაში. როდესაც ომი დაიწყო, ჩვენ  პროექტის დასაწყებად ვემზადებოდით, თუმცა კონფლიქტის დაწყებამ, შესაბამისად, გამოიწვია კომუნიკაციის შეწყვეტა ჩვენს პარტნიორ ქალაქებთან, მეკელთან და აქსუმთან. აგრეთვე, შეუძლებელი გახდა იმ მდგომარეობის გარკვევა, რომელშიც ჩვენი კოლეგები და იქ არსებული თემები იმყოფებოდნენ (მას შემდეგ მოხერხდა ნაწილობრივ აღმდგარიყო კომუნიკაცია).

კონფლიქტის შესახებ ბევრი დაიწერა, მაგრამ ეთნიკური დაძაბულობისა და უსამართლობის გამო, რაც ზოგადად კონფლიქტს ახასიათებს, არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო გადმოცემები. ჩემს მიზანს არ წარმოადგენს მხარი დავუჭირო რომელიმე ურთიერთსაწინააღმდეგო თხრობას, არამედ გაგიზიაროთ ჩემი პირადი გამოცდილება ომისა და ადამიანური გაჭირვების შესახებ, რადგან იმ პერიოდში ვცხოვრობდი ადის-აბებაში. ჩემი  ინფორმაციის წყაროს ჩემი მეგობრები და თანამშრომლები წარმოადგენდნენ. ჩემი მთავარი მიზანი და სათქმელი არის იმის ხაზგასმა, რომ აუცილებელია კონფლიქტის სწრაფი მოგვარება.

საომარი კონფლიქტი: ძველი და მიმდინარე პრობლემების მიმოხილვა

ტირგაის კონფლიქტი ასახავს ეთიოპიის რთულ ისტორიულ პერიოდს, განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში. ქვეყნის მცირე ისტორიული კონტექსტი საშუალებას გვაძლევს გავიგოთ ეთიოპიელი მოსახლეობის დამოკიდებულება ტირგაიზე თავდასხმასთან დაკავშრებით და ერითრიელი ჯარისკაცების მონაწილეობა ამ კონფლიქტში.

1974 წელს დაემხო ეთიოპიის ბოლო მონარქი და ხელისუფლებაში მოვიდა მენგისტო ჰაილე მარიამის სამხედრო რეჟიმი, რომელიც ცნობილია როგორც დერგი (Derg). მიუხედავად იმისა, რომ ეს რეჟიმი მარქსიზმის იდეოლოგიით შთაგონებული სტუდენტების ბრძოლის შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში და მათ მთავარ მიზანს, წინა მონარქიული მმართველობის უთანასწორობის აღმოფხვრა წარმოადგენდა, იგი მალევე ჩამოყალიბდა  ძალადობრივ რეჟიმად (ხუნტა), რამაც გამოიწვია სამოქალაქო ომი, რომელიც მიზნად ისახავდა საერთო ეთიოპიური მიზნის შესრულებას და ემსახურებოდა ეროვნული თვითმყოფადობის გარკვევას. ბრძოლა დაიწყო ჩრდილოეთ ეთიოპიაში და მიმდინარეობდა ტირგაის სახალხო განმათავისუფლებელ მოძრაობას  და ერითრეას ჯარისკაცებს შორის (TPLF და EPLF). საბოლოოდ ეს კონფლიქტი დასრულდა 1991 წელს, დერგის (Derg) მთავრობის დამხობით, რაც სხვადსხვა რეგიონის გაერთიანებული მებრძოლების ჩარევის მიერ მოხდა. ეთიოპიის დემოკრატიულმა სახალხო ფრონტმა (EPRDF) ჩამოაყალიბა ეთიოპიის გარდამავალი მთავრობა, ხოლო ერიტრეამ მოახერხა და დამოუკიდებლობა მოიპოვა. კოლონიური მემკვიდრეობისა და საზღვრის დემარკაციის შედეგად წარმოქმნილმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ 1998 წელს ეთიოპიასა და ერიტრეას შორის წარმოშვა ახალი საომარი დაპირისპირება ტირგაის რეგიონში. ეს რეგიონი გახდა ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი საომარი დაპირისპირების მიზეზი. ეთიოპიასა და ერიტრეას შორის საომარი მოქმედებები დასრულდა მას შემდეგ, რაც ეთიოპიის ახალი პრემიერმინისტრი გახდა აბი-ახმედი, რომელმაც მოახერხა ურთიერთობის აღდგენა მეზობელ სახელმწიფოსთან. ამ კონფლიქტის მოგვარებისთვის და გაწეული ღვაწლისთვის ტირგაის რეგიონში,  აბი-ახმედი დაჯილდოებულ იქნა  ნობელის პრემიით.

მიუხედავად იმისა, რომ აბი-აჰმედის ხელისუფლებაში მოსვლა განპირობებული იყო წინა ხელისუფლების მიმართ საჯაროდ გამოთქმული კრიტიკითა და პოლიტიკური რეფორმის მოთხოვნებით, ასევე, მის სახელს უკავშირდება ტირგაის სახალხო განმათავისუფლებელი მოძრაობის (TPLF) მიზანმიმართული კრიტიკა და უარყოფითი შეფასებები. ამგვარი კრიტიკა წარმოაჩენდა მხოლოდ პარტიის (TPLF) უსამართლო და რეპრესიულ პოლიტიკას, ხოლო მალავდა ამ პარტიის (TPLF) წვლილს ეთიოპიის სამოქალაქო ომსა და მონარქიულ პერიოდში ეკონომიკურ განვითარებაში. სამწუხაროდ, ეთიოპიაში საზოგადოებამ მალევე გააიგივა TPLF მთელ ტირგაის მოსახლეობასთან. ესაა რეგიონი, რომლის მოსახლების უმრავლესობა ეწევა მიწათმოქმედებას, ცხოვრობს საკმაოდ მძიმე პირობებში, თუმცა მხარს უჭერს სახელმწიფოს კეთილდღეობას. ამგვარმა დამოკიდებულებამ, ეთიოპიელთა აზროვნებაში ჩამოაყალიბა აზრი, რომ ტირგაის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს სახელმწიფოს მოწინააღმდეგე პარტიებს. ფაქტი, რომ მრავალმა ტირგაელმა გამოხატა იმედგაცრუება TPLF-ის მიმართ ომის დაწყებამდე და გამოხატეს საკუთარი დამოუკიდებელი პოზიციები, მხედველობაში არ იქნა მიღებული აბი-ახმედის რეფორმატორული მთავრობის მიერ.

2020 წლის ნოემბერში, როდესაც ომის დაიწყო ტირგაიში, მე საშუალება მომეცა გავსაუბრებოდი ათეულობით ეთიოპიელს და გამეგო მათი აზრი ომის შესახებ. ჩემი გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ისინი ამართლებდნენ და მხარს უჭერდნენ საომარ მოქმედებებს და მიიჩნევდნენ, რომ TPLF-ის  „დაშლის“ დროს დახოცილი უდანაშაულო ხალხი წამოადგენდა „აუცილებელ ბოროტებას“ (TPLF-ის განადგურებით გამოწვეული მსხვერპლი, მათი აზრით, დანაშაულსა და ბოროტებას არ წარმოადგენდა).  კიდევ უფრო შემაშფოთებელი იყო ეთიოპიის  მართლმადიდებლური ეკლესიის Täwahǝdo-ს ზოგიერთი სასულიერო პირის პასუხი, რომლებმაც პირდაპირ ეთერში დალოცეს ეთიოპიის არმია ომის დაწყების პირველ დღეებში. ეჭვგარეშეა, რომ ბოლო დროის განმავლობაში ეკლესიაში, ეროვნება წარმოდგენს გამყოფ ფაქტორს. ტირგაის ეკლესიათა პატრიარქ აბუნა მატიას დუმილი ტირგაიში განხორციელებულ გენოციდურ ძალადობაზე ადასტურებს, რომ ეკლესია მანიპულირებს ეროვნული ინტერესებით, რაც რა თქმა უნდა, ზღუდავს პატრიარქის კანონიკურ ძალაუფლებას.

 მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ გამოვლენილი ძალადობა: გაუპატიურება (როგორც ომის იარაღი), დასახლებული ტერიტორიების დაბომბვა, მამაკაცების და ბიჭების სიკვდილით დასჯა, ხელოვნური შიმშილი.  

ამ კონფლიქტის დროს დაფიქსირდა სამოქალაქო პირების მიმართ მრავალი ძალადობის შემთხვევა, მათ შორის შეიძლება გამოვყოთ, საცხოვრებელი ადგილების სისტემატური დაბომბვა, ქალებზე და გოგონებზე სექსუალური ძალადობა, მამაკაცებისა და ბიჭის სიკვდილით დასჯა, ბავშვების მიმართ გამოხატული არაპირდაპირი ძალადობა, ახლობელი და ნათესავი ადამიანის დაკარგვის შედეგად მიღებული ტრავმები.

აფრიკის სამხრეთის (რქის) შესახებ მიძღვნილ ევროპის საგარეო პროგრამის კვლევაში, რომელიც მარტში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ  ათიათასობით ქალი გახდა ჯარისკაცთა მიერ ძალადობის მსხვერპლი. სხვადასხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციები მიუთითებენ ქალებისა და გოგონების გაზრდილ რიცხვს, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას ძალადობის შემდეგ, ან ითხოვენ თავდაცვის საშუალებებს ძალადობისგან თავდასაცავად.

     არსებული ცნობები ადასტურებს, რომ ჯარისკაცები გაუპატიურებას, როგორც ომის იარაღს ისე იყენებდნენ. ამასთანავე დასტურდება, რომ ერითრიელი ჯარისკაცები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სისასტიკით. მარტის თვეში ორგანიზაცია Insecurity Insight-მა წარმოადგინა მსხვერპლთა ჩვენებები. ჩვენებებზე დაყრდნობით დასტურდება ის აზრი, რომ ძალადობა (გაუპატიურება) გამოიყენებოდა ეთნიკური წმენდის იარაღად:

ზოგიერთი ქალი, საკუთარ ჩვენებაში აღწერს, რომ ძალადობის დროს, მოძალადეები  მათ ეუბნებოდნენ, რომ „უსუფთავებდნენ სისხლს“ და ამგვარად მათ ათავისუფლებდნენ ტირგაის მოქალაქეობის იდენტობისგან. ერთ-ერთი ქალი კი ადასტურებს, რომ როდესაც მასზე იძალადეს ერითრიელმა ჯარისკაცებმა, ისინი იძახდნენ, რომ მათ ნაბრძანები ჰქონდათ „ქალებზე ნადირობა“. ხოლო სხვა ქალის მონათხრობიდან ჩანს, რომ ერიტრიელი ჯარიკაცები ამ ყოველივეს შურისძიების გამო ჩადიოდნენ.

INSECURITY INSIGHT, „სექსუალური ძალადობა ტირგაის რეგიონში, ეთიოპია “, 30 მარტი 2021 წელი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტირგაის რეგიონი გამოირჩევა განსაკუთრებული რელიგიურობით და ამ რეგიონში დიდ პატივს სცემენ სხეულებრივ ქალწულებას-განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალების და გოგონების ქალწულება ქორწინებამდე-ამიტომაც, სისტემატიური და დამამცირებელი სექსუალური ძალადობა მიზანმიმართულად ხორციელდებოდა ტირგაის მოსახლეობაზე, რათა ამგვარად ზიანი (სხეულებრივი და სოციალური) მიეყენებინათ ტირგაის რელიგიური და კულტურული ტრადიციებისთვის. ამის დამადასტურებელი ფაქტია ქალაქ ვუკროს (Wukrο) სავარაუდო ცნობები, სადაც ჯარისკაცები შეეცადნენ მონაზვნების და ქალწულების გაუპატიურებას.

იხ. მე -4 არხის ვიდეო, რომელიც მოიცავს დაზარალებულებთან ინტერვიუებს: (ვიდეო)

ეთიოპიის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის მიერ, თებერვლის თვეში გამოქვეყნებულ მოხსენებაში აღწერილია ის ბავშვები, რომლებიც დაინვალიდდნენ ნაღმების, ბომბებისა და ბრმა ტყვიების მეშვეობით. მოხსენებაში ასევე აღნიშნულია ის არაადამიანური ფაქტები, რომელსაც ჩადიოდნენ ჯარიკაცები, რომელებიც თავს ესხმოდნენ სავადმყოფოებს, სასწრაფო დახმარების მანქანებს და ძარცვავდნენ მათ და მიჰქონდათ სამედიცინო ინვენტარი. ამის შედეგად გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი, რადგან ვერ მოხერხდა იმ ადამიანების დახმარება, ვინც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებდა, ასევე, გართულდა და თითქმის შეუძლებელი გახდა ძალადობის შედეგად დაზარალებულთა დახმარება. გარდა ამისა, ადამიანები, რომლებიც თავშესაფარს ეძებდნენ ისინიც ძალადობის და გაუპატიურების მსხვერპლნი გახდნენ. ამ ყველაფრის შედეგი კი არის მრავალი ადამიანის ფსიქიკური ტრამვა, რომელთათვისაც დახმარების აღმოჩენა საკმაოდ რთულ საქმეს წარმოდგენს თვით ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვისაც, შესაბამისი მუშახელის სიმცირის გამო.  

ჩვენ რა შეიძლება მოვიმოქმედოთ კონფლიქტის მოსაგვარებლად, იმ ადგილიდან სადაც ვიმყოფებით?

პირველ და აუცილებელ მოქმედებს წარმოადგენს ტირგაიში ცეცხლის შეწყვეტა, ამასთანავე მნიშვნელოვანია მტრული და სიძულვილის ენით საუბრის აღმოფხვრა, რომელიც გაბატონებულია პოლიტიკაში თუ მედიაში. ეკლესიამ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და მოუწოდოს მხარეებს მშვიდობისა და შერიგებისკენ, ამასთანვე, იზრუნოს მსხვერპლთა და  გადარჩენილთა დახმარებაზე. ეთიოპიის დიასპორის ნაწილი, რომელმაც დატოვა  ეთიოპია და აპროტესტებდა TPLF-ის პოზიციას, ომის მხარდამჭერთა რიცხვს მიეკუთვნებოდნენ, მათი პოზიცია უსაფუძვლო და გაუცნობიერებელია ეთიოპიის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, რადგან მათი რეალობა განსხვავებული იყო ადგილობრივი მოსახლების რეალობისგან. მეორე მხრივ, მრავალი ეთიოპიელი მოქალაქე აღსავსეა ეთნიკური სულისკვეთებით, რაც მათ ხელს უშლის რომ აღიარონ და გაიაზრონ ტირგაის მოსახლეობის გასაჭირი და ტკივილი. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ერიტრიელი ეწინააღმდეგებოდა ერითრეის ლიდერის ესაია აფუვერკის აშკარა ავტორიტარულ რეჟიმს, მათ ვერ შეძლეს, რომ ღიად დაეგმოთ ერიტრეის მონაწილეობა ტირგაის ომში, რისი მიზეზიც სავარაუდოდ კვლავ ეთნიკური და რელიგიური განსხვავება უნდა ყოფილიყო. თუმცა, კონფლიქტმა გამოიწვია მრავალი ერიტრიელის  და ტირგაიელის გაერთინება, რომლებმაც ერთობლივად გააპროტესტეს ერიტრეის მონაწილეობა სამხედრო დაპირისპირებაში და მოითხოვეს საჯარო დანაყოფების უკან გაწვევა. ამგვარი გაერთიანებები წარმოადგენენ სამომავლოდ რეგიონში მშვიდობის და შერიგების საფუძველს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ შეწყდეს რელიგიური დისკუსიის ბოროტად გამოყენება, რომელიც მედიასაშუალებების დახმარებით ცდილობს „პატრიოტული“ გრძნობები გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისთვის. როგორი პოზიციაც არ უნდა გააჩნდეს ვინმეს მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით (მიუხედავად იქაური მდგომარეობის შეცვლის მწირი რესურსებისა), მნიშვნელოვანია, რომ მსხვერპლებსა და გადარჩენილებზე ფოკუსირებით პოლიტიკური მდგომარების „ჰუმანიზაციია“ მოხდეს. ასევე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ადამიანის სიცოცხლის დაცვის მოვალება, მიუხედავად ადამიანის რელიგიის, ადგილისა და ეროვნების კუთვნილებისა. თუ ეთიოპიელები და ერიტრეელები თავიანთ ქვეყნებში, ისევე როგორც დიასპორის თემებში, ღიად და ცალსახად არ დაგმობენ  ძალადობას, როგორც პოლიტიკურ გამოსავალს, და არ დაგმობენ იმ ლიდერებს, რომლებმაც აირჩეს ეს საშუალება, მაშინ დამანგრეველი ომის გრძელვადიან შედეგებს ყველა აუცილებლად იგრძნობს.


დოქტორი რომინა ისტრატი (Romina Istratii) არის Project dldl/ድልድል-ის მთავარი მკვლევარი.

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.

Print Friendly, PDF & Email

About author

Rate this publication

Did you find this essay interesting?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

Be the first to rate this essay.

Share this publication

კონტაქტი

მთავარი რედაქტორი
Nathaniel Wood
nawood@fordham.edu