კრიზისი ტიგრაიში და ტიგრაის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ტევაჰედო ეკლესიის შესაძლებლობა

ჰაბტომ იოჰანესი (Habtom Yohannes)

ტიგრაიში მიმდინარე ომმა (რომელიც ეთიოპიაში მართლმადიდებლური  ქრისტიანობის აკვანია), ამჯერად შეიძლება, რომ ახალი განხეთქილება გამოიწვიოს ეთიოპიის მართლმადიდებელ ტევაჰედო ეკლესიაში (EtOTC), ამჰარის კათედრასა და ტიგრაის კათედრებს შორის, და დაასუსტოს რუსეთის შემდეგ სიდიდით მეორე ეკლესია აღმოსავლურ ოჯახში. ეთიოპიის მართლმადიდებელ ტევაჰედო ეკლესიაში პირველი განხეთქილება 1994 წელს მოხდა, როცა პაპმა შენუდა III-მ ავტოკეფალია მიანიჭა ერიტრეას მართლმადიდებელ ტევაჰედო ეკლესიას (EtOTC), ეთიოპიისაგან მისი დამოუკიდევლობის მოპოვების შემდეგ, 1993 წლის 23 მაისს (Stéphan, Bonacci, & Persoon, 2014). თუკი ტიგრაი გადაწყვეტს ეთიოპიისაგან გამოსვლას და ერიტრეას მსგავსად საკუთარი სახელმწიფოს დაარსებას, მაშინ ალექსანდრიას არ ექნება სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ ავტოკეფალია მიანიჭოს ტიგრაიში მსხემ მართლმადიდებელ ტევაჰედო ეკლესიას (TOTC). ზემოხსენებულ ორ არჩევანს (რაც გულისხმობს ავტოკეფალიას ან ტიგრაისთან არსებული მდგომარეობის გაგრძელებას, რომელიც ეთიოპიის ეკლესიის ნაწილად დარჩენას გულისმობს), მოჰყვება სერიოზული გამოწვევები.

ირონიულია, რომ მიმდინარე ეთიოპიური კრიზისი 2018 წლის აპრილში გამოიკვეთა, როცა აბი აჰმედ ალი[1] არჩეულ იქნა ნიგერიის შემდეგ სიდიდით მეორე აფრიკული ქვეყნის პრემიერ-მინისტრად. ძალაუფლებაში მოსვლისთანავე მან პატიმრობიდან გაათავისუფლა ყველა პოლიტიკოსი და ამნისტია გამოაცხადა ყველა გაძევებულისათვის, რათა მათ ეთიოპიაში დაბრუნება შეძლებოდათ (მათ შორის ოპოზიციური დაჯგუფებებისა და მათი საინფორმაციო საშუალებებისათვისაც, რომლებიც განთავსებულნი იყვნენ ევროპასა და აშშ-ში). ზოგიერთ ოპოზიციურ დაჯგუფებებს საკუთარი არმია ჰყავდათ მეზობელ ერიტრეაში. აბი აჰმედისა და ერიტრეას პრეზიდენტ ისაია აფვერკის მიერ ერიტრეას დედაქალაქ ასმარაში 2018 წლის 9 ივლისს სამშვიდობო ხელმოწერების შემდეგ, ამბოხებულთა რვა ჯგუფი დაბრუნდა ეთიოპიაში. მეტიც, აბიმ იმოგზაურა აშშ-ში, რათა დაერწმუნებინა პატრიარქი აბუნა მერკორიოსი (ამჰარიდან) და მისი სინოდი დაბრუნებულიყვნენ 27 წლიანი ექსორიის შემდეგ და თანხმობისთვის მიეღწიათ ეთიოპიის პატრიარქ აბუნა მატთიას სინოდთან. ყველაფერ ამის შედეგად, აბი აჰმედს 2019 წელს მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. მიუხედავად ამისა, ტიგრაის სახალხო განმანთავისუფლებელმა ფრონტმა (TPLF), რომელიც გაბატონებული იყო ეთიოპიაში ბოლო 27 წელი, თავი გაუცხოებულად იგრძნო პოლიტიკური სცენის სწრაფი ცვლილების შედეგად.

დაახლოებით 70 მილიონი ტევაჰედოს[2] უმრავლესობა ამჰარისა (დაახლოებისთ 30 მილიონი) და ტიგრაის (დაახლოებით ცხრა მილიონი) ეროვნულ ერთობებს განეკუთვნება. ერიტრეას ექვსი მილიონიდან დაახლოებით სამი მილიონი ტევაჰედო ეკლესიის წევრები არიან. მიუხედავად პოლიტიკური და ეთნიკური განსხვავებებისა, ამჰარისა და ტიგრაის კლერიკოსები ერთად ცხოვრობდნენ და მსახურობდნენ ერიტრეას მონსატრებსა და ეკლესიებში, ტიგრაიში და ეთიოპიის სხვა ნაწილებში, და ასევე იერუსალიმში. ყველა მათგანმა იცის Geʿez-ის ლიტურგიკული ენა, მიუხედავად იმისა, რომ არ საუბრობენ სხვა ერთობების ენაზე. სამივე ეთნიკური ჯგუფის მორწმუნეები და კლერიკოსები ევროპისა და ამერიკის დიასპორაში იცავენ იგივე ერთობას- ტევაჰედოს მართლმადიდებლური ქრისტიანობის მთავარ ღერძს. რელიგიის გარდა, სამივე ეთნიკური ჯგუფი ერთმანეთს ისტორიულად, კულტურულად და ენობრივადაც უკავშირდებიან[3]. მაგრამ პოლიტიკური კრიზისა და ომების პერიოდში ვნახეთ ის, რაც გასულ წელს მოხდა – ეთნიკური ცნობიერება ბზარს აჩენს ტევაჰედოს რელიგიურ ერთობაში.

მას შემდეგ, რაც ტიგრაის სახალხო განმანთავისუფლებელმა ფრონტმა (TPLF) 1991 წელს აიღო ძალაუფლება და ამით დაასრულა მთავრობების მთელი რიგი (რომლებსაც ამჰარის ეთნიკური ჯგუფებიდან ირჩევდნენ 1865 წლიდან), გადაყენებულ იქნა კანონიკური პატრიარქი აბუნა მერკორიოსი (ამჰარი-პრინსტონის თეოლოგიური სემინარიის კურსდამთავრებული) და მის ადგილზე დადგინდა აბუნა პავლო (ტიგრაი), რომელიც შემდეგ აბუნა მატთიასმა შეცვალა 2013 წელს (ასევე ტიგრაიდან). აბუნა მერკორიოსი აშშ-ში გაიქცა და იქ დაარსა ეთიოპიის მართლმადიდებელი ტევაჰედო ეკლესია. პრემიერ-მინისტრამა აბი აჰმედმა  ორ წინამძღვარს შორის კავშირის აღდგენას მიაღწია (2018 წლის აგვისტოში) და მას შემდეგ ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესია იმართება ორი პატრიარქის მიერ. როდესაც აბუ აჰმედსა და მის ყოფილ პარტნიორს (ტიგრაის სახალხო განმანთავისუფლებელი ფრონტი) შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა, აბუნა მატთიასი ჩავიდა ტიგრაის დედაქალაქ მეკელეში; მას სხვადსახვა რელიგიური დაჯგუფებების 52 წარმომადგენელი ახლდა თან ამ დაძაბულობის განსამუხტავად. ამ წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ეთიოპიურმა მთავრობამ ბრალი დასდო სახალხო განმანთავისუფლებელი ფრონტის ძალებს ტიგრაიში მყოფი ეთიოპური ძალების წინააღმდეგ შეტევაში. ეთიოპიის ფედერალურმა ჯარმა, რომელსაც მხარს უჭერდნენ ამჰარის სპეციალური დანიშნულების ძალები ამარჰადან (ეთიოპიის 10 ფედერალური შტატიდან ერთ-ერთი, რომელიც ტიგრაის ესაზღვრება), ერიტრეას ძალები და დრონები არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან, მოაწყეს კატასტროფული ომი ტიგრაის წინააღმდეგ. დასაწყისში, აბუნა მატთიასმა მხარი დაუჭირა სამხედრო ჩარევებს, სახელწოდებით „ოპერაცია კანონი და წყობა“.

მიუხედავად ამისა, იმავე წლის მაისში აბუნა მატთიასმა გაავრცელა ვიდეო მიმართვა ეთიოპიიდან, სადაც ის ტიგრაის წინააღმდეგ ომს უწოდებდა გენოციდს და საერთაშორისო სამყაროს ტიგრაის გადასარჩენად ჩარევისაკენ მოუწოდებდა. მრავალი მონასტერი და ეკლესია დაზიანდა ტიგრაიში, უცნობია რეგიონის სხვადასხვა რელიგიური ლიდერის ბედი, რომლებიც ან მოკლეს ან გაიქცნენ. იგივე მიმართვაში პატრიარქი ამბობდა, რომ განუწყვეტლივ გამოხატავდა პროტესტს „უპრეცედენტო ბარბაროსობის“ წინააღმდეგ, რომელთაც ადგილი ჰქონდა ტიგრაიში, თუმცა ის ცენზურის ქვეშ იყო და მას აჩუმებდნენ. გავრცელებული გზავნილის შემდეგ, ეთიოპიის მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაცხადა, რომ აბუნა მატთიასის ვიდეო მიმართვა არ წარმოადგენს ეთიოპიის ეკლესიის საერთო აზრზს, მაგრამ ამ მიმართვამ უდიდესი რეზონანსი გამოიწვია როგორც ეთიოპიაში, ისე დიასპორაში. ომის მომხრეები ბრალს სდებდნენ აბუნა მატთიას, რომ ის იყო ტიგრაის სახალხო განმანთავისუფლებელი ფრონტის აგენტი, თუმცა ტიგრაის მოსახლეობა მიესალმა ვიდეო მიმართვას, როგორც მდგომარეობას- „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“. ფილადელფიაში, ეთიოპიის მართლმადიდებელი ტევაჰედო ეკლესიის ერთმა ტაძარმა შეიცვალა სახელწოდება და დაირქვა მართლმადიდებელი ტევაჰედო ეკლესია ტიგრაიში, ასევე ევროპაში Tegaru-ს კლერიკოსებმა დაიწყეს ტიგრაის ცალკე ეკლესიის დაარსება.

ტიგრაის მართლმადიდებელი ტევაჰედო ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება ნიშნავს ეთიოპიის მართლმადიდებელი ტევაჰედო ეკლესიის სიკვდილს. ეთიოპიის ეკლესიის პატრიარქის ოფიციალური ტიტული არის „ეთიოპიის პატრიარქი და კათოლიკოსი, წმინდა ტაკლეჰაიმანოტის კათედრის აქსუმისა და იჩეგის მთავარეპისკოპოსი.“ აქსუმი არის ძველი იმპერიის სახელწოდება, სადაც ქრისტიანობა IV საუკუნეში გავრცელდა. ეთიოპიისა და ერიტრეას ტევაჰედო მორწმუნეებს სწამთ, რომ აღთქმის კიდობანი ათი მცნების ქვის ფილებით ინახება სიონის ღვთისმშობლის ტაძარში აქსუმში (Hancock, 1993), სადაც მირონს სცხებდნენ ეთიოპიის მეფეებს  IV საუკუნიდან ვიდრე უკანასკნელ იმპერატორ ჰაილე სელასიელ I-მდე 1974 წელს. ეთიოპია ოფიციალურად სეკულარული სახელმწიფო გახდა, მაგრამ ეთიოპიის მართლმადიდებელი ტევაჰედო ეკლესიის გავლენა სოციუმზე საკმაოდ დიდია. რომელიმე ტევაჰედო ტაძარი ეთიოპიაში, ერიტრეასა და დიასპორაში მიიჩნევა ოფიციალურ ტაძრად მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის მიიღებს აღთქმის კიდობანის ზუსტ ასლს ერთი მფარველი წმინდანის სახელით, რომელსაც Geʿez-ის ენაზე თაბოტი ეწოდება (Amsalu, 2015). გარდა ამისა, ტიგრაი არის ადგილი, საიდანაც ცხრა სირიელმა წმინდანმა გაავრცელა მონაზვნობა დანარჩენ ეთიოპიასა და ერიტრეაში.

აქვს კი ტევაჰედო ეკლესიას სულიერი და ინსტიტუციონალური ძალა, რათა დაძლიოს ეთნო-პოლიტიკური განხეთქილება ეთიოპიაში, ტიგრაისა და ერიტრეაში და იზრუნოს მორწმუნეთა ერთობაზე, რომლებიც თავს ვერ აღწევენ რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ არეულობებს? ტიგრაის უზარმაზარი ტრაგედიის მიუხედავად, ამჰარის, ტეგარუსა და ასევე ერიტრეას კლერიკოსები ერთად სწავლობდნენ, ერთად აღასრულებდნენ წმინდა მსახურებებს და ემსახურებოდნენ მორწმუნეებს. უფრო მეტიც, შესრულებული აქვთ შერეული ქორწინებებიც ეთიოპელებს, ერიტრეელებსა და ტეგრუებს შორის, ნათლავდნენ ამ შერეული ქორწინებიდან დაბადებულ ბავშვებს, უგებდნენ წესს მიცვალებულებს ეთიოპიაში, ერიტრეაში, ტიგრაისა და დიასპორაში. ტიგრაის უდიდესი ტრაგედია ყველასგან, და უპირველესად მართლმადიდებელი ტევაჰედო ეკლესიისაგან მოითხოვს საკუთარი სულების ღრმა ანალიზს.  

საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხ:

Amsalu, T. (2015). The Ethiopian homily on the Ark of the Covenant : critical edition and annotated translation of Dersanä eyon: Leiden, Netherlands.

Boston, Massachusetts : Brill.

Hancock, G. (1993). Sign and the Seal: The Quest for the Lost Ark of the Covenant: Simon and Schuster.

Stéphan, A., Bonacci, G., & Persoon, J. (2014). The Ethiopian Orthodox Tewahedo Church and the Eritrean Orthodox Tewahedo Church. In Eastern Christianity and Politics in the Twenty-First Century (pp. 532-554): Routledge.


[1] აბი აჰმედის მამა იყო მუსლიმი ორომოს ტომიდან, ხოლო დედა მართლმადიდებელი ქრისტიანი ტევაჰედო ამჰარის ტომიდან. თავად კი ეთიოპიაში ორმოცდაათიანელთა ეკლესიის აქტიური წევრია. ეთიოპიის რელიგიური და პოლიტიკური ცენტრი ყოველთვის ტიგრაის და ამჰარის მოსახლეობის ხელში იყო, რომლების არიან მართლმადიდებელი ტევაჰედო ეკლესიის მორწმუნეები და მათი რაოდენობა შესაბამისად არის რვა და ოცდაათი მილიონი. განსვებენული იმპერატორის ჰაილე სელასიეს I-ის მამა ეკუთვნოდა ამჰარის ტომს და დედა ორომოს ტომს.  

[2] ეთიოპიური ეკლესია, რომლის სახელწოდებაში შედის სიტყვა Tewahdo, Geʿez-ის ენაში, რომელიც ნიშნავს „ერთობას“ და გამოხატავს ეკლესიის მიაფიზიტურ სარწმუნოებას.

[3] ამჰარის ენა არის ამჰარული, ესაა ენა ტიგრაიში მცხოვრები Tigrawot ან Tegaru ხალხების, ისევე როგორც ერიტრეას ხალხის ტიგრინიული ენა. ერიტრეაში ცხრა ეთნიკური ჯგუფია, რომელთაგან Tegaru არის ყველაზე დიდი, და სამივე არის მნიშვნელოვანი ენა, რომლებიც Geʿez-ის ენისგან წარმოდგებიან.


ჰაბტომ იოჰანესი (Habtom Yohannes) არის დანიელი ჟურნალისტი და ნეიმახის რედბუდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის, თეოლოგიისა და რელიგიის ფაკულტეტის დოქტორანტი. ევროსაბჭოს კვლევითი პროგრამის “Rewriting Global Orthodoxy: Oriental Christianity in Europe between 1970 and 2020,” (გლობალური მართლმადიდებლობის რევიზია: აღმოსავლური ქრისტიანობა ევროპაში 1970-2020 წლებში)  ჩარჩოში იოჰანესი ევროპაში იკვლევს ერიტრეასა და ეთიოპიის მართლმადიდებელი ქრისტიანების Tewahdo ტექსტობრივ პრაქტიკას ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში.

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.