მამა იოანე ა. ილიონსი (John A Jillions)

მთავარეპისკოპოს ელპიდოფოროსის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ახლანდელი ხმაური (საღვთო ლიტურგიის ეპისკოპალური ეკლესიის კუთვნილ ნიუ იორკის წმ. ბართლომეს სახელობის ისტორიულ ტაძარში ჩატარებისა და მის წინამძღვარ ეპისკოპოსს დინ ვოლფთან შეხვედრის თაობაზე) ნათლად წარმოაჩენს იმ დიდი ხნის პრობლემას, რომელიც მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებლებს შორის არსებობს. ეკლესიის ისტორიის მანძილზე, ზოგიერთები მსგავს ურთიერთობებს საშიშროებად აღიქვამდნენ, ზოგიც კარგ შესაძლებლობად. მაგრამ, კარგ შემთხვევებსაც შეიძლება ჰქონდეთ საშიშროების მასშტაბები, რადგან მათ მოსდევთ გარკვეული საფრთხეები და ცვლილებები. როგორც ცნობილი კანადელი კათოლიკე ფილოსოფოსი და ცნობილი კვლევის „საერო ეპოქა“ ავტორი ჩარლზ ტეილორი შენიშნავს: „შეიძლება და უნდა გაკეთდეს კიდეც ნახტომები. სხვაგვარად, ღვთისადმი საპასუხოდ, ვერ გადაიდგება მნიშვნელოვანი ნაბიჯები. გარკვეული ისტორიული სქემები საერთოდ უნდა გაუქმდეს“ (669).
სარწმუნოების „გარეთ“ მყოფთა ხსენებული რეაქცია ისეთივე ძველია, როგორც თავად სახარება. იესო საუბრობს იმ ადამიანების მოყვანაზე, რომლებიც „ბანაკის გარეთ“ (ებრ. 13. 13) იმყოფებიან და თუმცა ეს ზოგიერთთათვის განახლებითი პროცესი იყო, რელიგიურ ლიდრებსა და ტრადიციონალისტებში მან წინააღმდეგობა გამოიწვია. ამას მოჰყვა ის, რომ იესო და მოგვიანებით მოციქულები, რელიგიური ეთოსისა და ტრადიციის საფრთხეებად იქნენ მიჩნეულნი. ყველა სახარებაში ვკითხულობთ, რომ იესო იყო მტკიცე და ერთგული იმისა, რომ გაეხსნა ახალი გზები, და თანაგრძნობით, განკურნებით, სულიერი თავშესაფრის მიძღვნით, საღვთო მადლის მიღების გაღებით წარემართა ეს ხალხი ღვთის სასუფევლისაკენ. ქრისტე ბევრჯერ ამას უხმაუროდ და დაფარულად აკეთებდა, ხოლო ზოგჯერ გაცხადებულად და რელიგიური ლიდერების, და ზოგჯერ საკუთარი ოჯახისა და მოწაფეების იგნორირებით. ვნახოთ რამდენიმე მაგალითი:
- იესო ხელსაყრელ მომენტად მიიჩნევს ცოდვები მიუტეოს და განკურნოს პარალიზებული, მაშინ, როცა ამას მწიგნობრები ღვთისგმობად მიიჩნევდნენ (მთ. 9. 1-8).
- იესო ხედავს ხელსაყრელ მომენტს და მიდის ზაქეს სახლში, ჭამს მეძავებთან, მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად. სხვები კი მის ამ ქმედებას აპროტესტებენ (ლკ. 19. 1-10; მთ. 9. 10-13).
- იესო ნებას რთავს ცოდვილ ქალს თავისი ფეხები თმებით შეუმშრალოს და შემდეგ მირონი ცხოს პურის ჭამის დროს. მაშინ, როცა სახლის პატრონი ფარისეველი გაოცებულია ამის გამო (ლკ. 7. 36-47).
- იესო იწყებს საუბარს სამარიტელ დედაკაცთან, რომელსაც მძიმე წარსული ჰქონდა. ამ საუბრით მისი მოწაფეებიც კი გაოცდებიან (იო. 4. 1-42).
- იესო ხედავს ბევრ ადამიანს, რომლებიც არიან უსწავლელები, ღარიბები, სნეულები, პარალიზებულები, შეწუხებულნი და აღნიშნავს, რომ ისინი არიან იმ ცხვრებივით, რომელთაც არ ყავთ მწყემსი. ამ ადამიანებთან შეხვედრა არის ხელსაყრელი მომენტი თანაგრძნობის, სულგრძელობისა და მოთმინების გამოვლენისათვის, ამიტომაც, უარს ამბობს რელიგიურ მოთხოვნაზე და იმ მცნებების სწავლებაზე, რომლებიც „ადამიანებმა მოიგონეს“. როგორც მოსალოდნელი იყო, ფარისევლები შეურაცხყოფილნი არიან მისით (მთ. 9.35-38; 15. 1-20).
- იესო განკურნავს რომაელი ასისთავის მონას, რომლის სარწმუნოებაც აღემატება ყველასას, ვინც კი უნახავს იესოს ისრაელში. „ხოლო თქვენ გეუბნებით, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, და დასხდებიან აბრაამთან, ისააკთან და იაკობთან ცათა სასუფეველში. ხოლო სასუფევლის ძენი გადაიყრებიან გარესკნელის სიბნელეში…“ (მთ. 8. 11-12).
არ არის გასაკვირი, რომ ფარისევლებმა იესო დაინახეს, როგორც საშიშროება და ამიტომაც მას ახლოდან აკვირდებოდნენ. გთხოვთ წაიკითხოთ სახარებები და თავად ნახოთ ეს ხსენებული დინამიკა ხელსაყრელ შემთხვევასა და საშიშროებას შორის. თუმცა, იესო იცავდა ებრაული ტრადიციის ბევრ ასპექტს, და ასევე, აღიარებდა მღვდლების ძალაუფლებას (მთ. 5. 17-20). აღიარებდა იმასაც, რომ ტრადიცია არის მტკიცე ძალა, რომელიც აქვს ადამიანებს, შესაბამისად, უხერხულიცაა ახალი ხელსაყრელი მომენტების მოფიქრება: „არავინ ძველი ღვინის მსმელი, არ მოისურვებს ახალს, რადგან იტყვის: ძველი ჯობიაო“ (ლკ. 5. 38-39). ამის მიუხედავად, ქრისტე დაჟინებით ქადაგებს გზავნილს „ახალი ღვინის“ შესახებ, ხოლო მისმა უარმა დაიცვას ჩვეული ღვთისმოსაობა, დადგენილი საზღვრები, წესები და ძალაუფლება, გამოიწვია მისი შეპყრობა და სიკვდილით დასჯა.
სამოციქულო ეკლესია იესოს მაგალითს მიჰყვებოდა და დიდი ერთობისათვის მუდამ მისსა და ღმერთის სასუფევლის გზავნილს აგზავნიდა; რადიკალური ფორმით აუქმებდა ებრაული რჯულის მოთხოვნებს, წარმართების მოსაზიდად. მიუხედავად ამისა, სამოციქულო ქადაგება რელიგიური ლიდერების პირისპირ აღმოჩნდა, რომელნიც ხსენებულ ცვლილებებს ტრადიციისათვის საფრთხედ მიიჩნევდნენ.
ვინ არიან თანამედროვე წარმართები, მებაჟეები და სამარიტელები, რომლებზეც მართლმადიდებლები ამბობენ, რომ „ბანაკის გარეთ“ არიან? რეალურად საფრთხეს წარმოადგენენ ტრადიციისათვის? იქნებ უნდა მივყვეთ ქრისტეს მაგალითს ანუ მოვიწვიოთ ისინი, ვჭამოთ მათთან ერთად და კეთილად მივიღოთ?
ამ კითხვებს რომ ვუპასუხოთ უნდა გავიხსენოთ XX საუკუნის წმინდანი და მოწამე მარია სკობცოვა (1891-1945). ის იყო არაკონვენციური მართლმადიდებელი მონაზონი, პოეტი და ფილოსოფოსი, რომელიც იყო დაოჯახებული, შემდეგ გაშორებული, ყავდა ბავშვები, ზრუნავდა ლტოლვილებზე, ემსახურებოდა ღარიბებს და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა ებრაელებს ნაცისტებით ოკუპირებულ საფრანგეთში. ის შეიპყრეს, გადააგზავნეს Ravensbruck-ის საკონცენტრაციო ბანაკში და 1945 წლის დიდ შაბათს შეიყვანეს გაზის კამერაში. უკვე 1937 წლიდან წერდა, რომ ის გარემოებები, რომელიც მაშინ მთელ მსოფლიოში არსებობდა მართლმადიდებელი ქრისტიანებისაგან მოითხოვდა უბრალოებას, ჩართულობასა და სულგრძელობას.
,,არ უნდა დავუშვათ ქრისტეს დაჩრდილვა არანაირი კანონით, წეს-ჩვეულებებით, ტრადიციებით, სენტიმენტალურობებითა და ღვთისმოსაობითაც კი. ბოლოს და ბოლოს, ქრისტემ ჩვენ ორი მცნება მოგვცა: გვიყვარდეს ღმერთი და ადამიანები. არაა საჭირო მათი გართულება ან რაიმე პედანტური წესებით შეცვლა.“
Sergei Hackel, Pearl of Greate Price: the Life of Mother Maria Skobtsova, 1891-1945 (London/Crestwood: DLT/SVS, 1982), 73.
ეს არ ნიშნავს ტრადიციის დატოვებას. მიტროპოლიტმა კალისტოს უეარმა 2008 წლის ერთ-ერთ ინტერვიუში (როდესაც ის მონაწილეობდა ანგლიკანურ კონფერენციაში -Lambeth), აღნიშნა, რომ ქრისტიანებმა დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭონ ტრადიციას და საერთო თეოლოგიურ აზრს, როდესაც ისინი ახალ საკითხებზე მსჯელობენ. მაგრამ, ასევე, უნდა არსებობდეს ადგილი ახალი შესაძლებლობებისათვის, რისკის გაწევისათვის და სადავო საკითხებისა და პერსპექტივების მხარდაჭერის სურვილისათვის.
,,…ასევე, არ უნდა იყოს შესძლებლობა წინასწარმეტყველური ქმედებისათვის? შესაძლებელია ოდესმე რაიმე შეიცვალოს თუკი ადამიანები არ ადგებიან და არ იტყვიან, „ესაა ის, რაც უნდა გავაკეთოთ“? თუნდაც მათი დამოწმება იყოს სადავო, ვიღაცამ უნდა შეძლოს მათი დაცვა…“
როგორ გავაკეთოთ ეს ორი საქმე ერთდროულად? დავიცვათ საერთო აზრი, მაგრამ იმავდროულად მივენდოთ სულიწმიდის მადლის მოქმედებას? რა თქმა უნდა, ქრისტეს არ უთქვამს ჩვენთვის, რომ რაიმეს პირველად ჰქმნა არ შეიძლება. უძველესი ეკლესიის ზიარი დამოწმება განსხვავებულ მიმართულებას გვიჩვენებს.
,,რა თქმა უნდა, ქრისტეს არ უთქვამს ჩვენთვის, რომ რაიმეს პირველად ჰქმნა არ შეიძლება.“ ჩვენ გვაქვს ნებართვა ვიკვლიოთ სამყარო ჩვენი კომფორტული რელიგიური გარემოს საზღვრებს მიღმაც, სადაც ჩვენ, მართლმადიდებლები, როგორც საკუთარ სახლში ისე ვგრძნოთ თავს. ზუსტად იქ იმყოფება ჩვენი უფალი იესო ქრისტე, „ბანაკის გარეთ“.
წავიდეთ ჩვენც ბანაკის გარეთ მასთან ახლოს და ვიტვირთოთ მისი შეურაცხყოფა. რადგან არ გვაქვს აქ მარადიული მოქალაქეობა, არამედ ვეძებთ მომავალს (ებრ. 13. 13-14).
მღვდელი, დოქტორი იოანე ა. ილიონსი არის კემბრიჯის მართლმადიდებლური ქრისტიანული სწავლების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი და ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოსინკელოსი და წიგნის „საღვთო წინამძღოლობა: უძველესი ქრისტიანული სამყაროს მაგალითები დღევანდელობისათვის“ (Oxford University Press, 2020) ავტორი. იგი გახლავთ მართლმადიდებლური თეოლოგიური საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი და მსახურობს სულიწმიდის სახელობის ტაძარში ბრიჯპორტში.
Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.