კატეგორიის გარეშე

რასიზმი და სხვადყოფნა

Published on: ოქტომბერი 7, 2021
Total views: 64
Readers' rating:
0
(0)
Reading Time: 3 minutes

ნიკოლაოს ასპრულისი (Nikolaos Asproulis)

Archibald J. Motley Jr., “The First One Hundred Years: He Amongst You Who is Without Sin Shall Cast the First Stone: Forgive Them Father For They Know Not What They Do”

ჩვენს ეპოქაში რასიზმი მრავალსახეობრივია. ზოგჯერ ის მეტად გაცხადებულად ავლენს თავს, ზოგჯერაც უხილავად. რა ფორმისაც არ უნდა იყოს ის (გენდერული, რასობრივი, რელიგიური თუ სოციალური, ეროვნული წარმომავლობის თუ სექსუალური ორიენტაციის), ერთი რამ ცხადია – მტერი ყოველთვის არის სხვა. მნიშვნელობა არა აქვს ერთ რომელიმე ერს ეხება ეს თუ კონკრეტულ ინდივიდებს, ასეთ შემთხვევაში სხვა ხდება ბრმა იდეოლოგიის ერთგვარი „წითელი ნაჭერი“, რომელიც არ ყოფს ადამიანებს განუმეორებელ და შეუცვლელ პიროვნებებად სამპიროვანი ღმერთის ხატისებრობაში, არამედ, უპირველეს ყოვლისა ეფუძნება გარკვეულ ბუნებრივ მახასიათებლებს.

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ სწორედ ესაა რასიზმის წყარო და სხვადყოფნის უარყოფა. მტრობა სხვისადმი ან უფრო სიძულვილი განსხვავებულისადმი არის ის, რაც განსაზღვრავს ჩვენს იგივეობას. ეს კონტრპუნქტი არის ქვაკუთხედი, რასაც ეფუძნება ადამიანებს შორის დისკრიმინაციის ყველა სახის იდეოლოგიური თუ რელიგიური გამართლება. არა მხოლოდ თითოეული ჩვენგანი, არამედ მთელი ერებიც კი, საკუთარ კოლექტიურ იგივეობას საწინააღმდეგო ფორმით აყალიბებენ – ნაციონალური, პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური და აგრეთვე რელიგიური ნიშნით სხვებზე უპირატესობისა და სხვების არასრულფასოვნების შესახებ არსებული მიდგომებით.

არიული რასის შესახებ იდეოლოგიაზე დაფუძნებული მესამე რაიხის სისასტიკე (რასაც დღესაც აქვს გამოძახილი ევროპაში და მის საზღვრებს გარეთ, და რაც არსებობს ქრისტიანული ეკლესიის მორწმუნეებში -მართლმადიდებლების ჩათვლით, რომლებიც სრულ უმოქმედობასა და გულგრილობას ავლენენ ნეო-ნაცისტების ფორმირებების მიმართ), წარმოადგენს რასიზმისა და მისი შედეგების ყველაზე მახასიათებელ და საშინელ ნიშანს.

მეორე მხრივ,  შეერთებულ შტატებში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ (რამაც შეაძრწუნა მთელი მსოფლიო), დრამატული ფორმით გაუსვა ხაზი რასიზმის დომინანტ ფიგურებსა და გამოხატულებებს. ამაში ვგულისხმობთ სოციალურ უთანასწორობას, მთელი მოსახლეობების მარგინალიზაციას თეთრის სიწმინდისა და უპირატესობის სასარებლოდ (ან  ახალი რადიკალური ნეო-ლიბერალური ეკონომიკური თეორიის სახელით, რომელიც ყველაფერს მოგების პრიზმით ზომავს). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვგულისხმობთ ნელ, მაგრამ  სტაბილურად დამკვიდრებულ სისტემურ რასიზმს, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებს, არამედ ყოველდღიურ ენას (რიტორიკული სიძულვილი განსხვავებულის მიმართ, რაც გაბატონებულია სოციალურ ქსელებში), რომელიც ამ ტრაგედიის გამახანგრძლივებელ ერთგვარ მოდელებს აყალიბებს.

ბოლო ათწლეულებში, შუა აზიიდან ევროპაში ლტოლვილთა და მიგრანტთა დინებების ესკალაცია, რომელიც, ხშირად უსამართლოდ, (ისლამური ფუნდამენტალისტური იდეებისა და ჯგუფების გამო) დასავლური ცხოვრების წესის შეცვლისადმი მიმართულ საფრთხედ იქნა მიჩნეული, კვებავს რასიზმს. ასეთ შემთხვევაში მიჩნეულია, რომ მულტიკულტურალიზმისა და რელიგიური პლურალიზმის პასუხისმგებლობაა დასავლური საზოგადოებების ცხოვრებისა და იდენტობების შეცვლა და საზოგადოებრივი დაყოფა.

თუ ასეა საქმის ვითარება, მაშინ შეუძლიათ კი ქრისტიანული ეკლესიებს (რომლებიც ევროპაში და მთელ პლანეტაზე სეკულარიზმის ადრეულ სნეულებებს განიცდიან), რომ ამ ფენომენის შეჩერების ფაქტორნი იყვნენ? ეკლესიების თანამშრომლობამ ეკუმენური  მოძრაობის კონტექსტში ან ორმხრივ დონეზე, შეიძლება ხელი შეუწყოს ამ ფენომენის ერთობლივ მოგვარებასა და ფილანთროპული ეთოსის ჩამოყალიბებას, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. აქვე დავიმოწმებთ განათლებული მართლმადიდებელი იერარქების (ამერიკის მთავარეპისკოპოსი იაკობი და ამერიკის დღევანდელი მთავარეპისკოპოსი ელპიდოფოროსი ამის ნათელი მაგალითები არიან), მონაზვნების, თეოლოგებისა (საკმარისია გავიხსენოთ ფრანგი მართლმადიდებლი ოლივიე კლემანი, მონაზონი მარია სკობცოვა, მისი ვაჟი- იური და მსოფლიო საპატრიარქოს მიერ წმინდანებად შერაცხილი, მეორე მსოფლიო ომის დროს დევნილ ებრაელთათვის დამხმარე ელი ფონდამინსკი და დიმიტრი კლეპინი) და ასევე, ერისკაცების შრომატევად და ინტენსიურ მცდელობებს. რასიზმის სხვადასხვა ფორმების დროებითი გამოცოცხლება, როგორც ევროპაში, ისე პლანეტის სხვა რეგიონებში, რაც ხშირად კონფესიური რასიზმის ფორმას იღებს და რომელიც ეთნიკურ იდეოლოგიებს ეფუძნება, ხელს უშლის ეკუმენური და ინტერკონფესიური დიალოგების მიღწევებს, და ასევე, სეკულარიზმის ზომიერი გამოყენების სარგებლობას.

ამ რთულმა მდგომარეობამ არ უნდა შეუშალოს ხელი ეკლესიის წინასწარმეტყველურ ხმას, კრიტიკულ და შემოქმედებით თეოლოგიას, რომელიც მიმართულია იქით, რომ უძველესი ეკლესიის ზიარი ტრადიციის ელემენტები აჩვენოს, რომელნიც შედეგიან წვლილს შეიტანენ ამ პრობლემების გადაჭრაში. რჩება რა პავლე მოციქულის შეგონებისა – „უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი, და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც დედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში“ (გალ. 3. 28), და უპირველესად კეთილი სამარიტელის იგავის (ლკ. 10. 30-33) ერთგული – თეოლოგია იღწვის სახარების გზავნილის აქტუალიზაციისათვის, რომლის გულიც არის სხვისადმი და მოყვასისადმი (რომელიც არის ნამდვილი „სხვის“ ხატი) უპირობო სიყვარული. ამ იგავის განმარტებისას, დიმიტრიადისა და ალმირის მიტროპოლიტი ეგნატე ნიშანდობლივად შენიშნავს: „პასუხი კითხვაზე თუ „ვინ არის მოყვასი“, იესო ქრისტე…მოყვასს ვიწრო იუდაური ჩარჩოების გარეთ დააყენებს, ყოველგვარ რასობრივ, ეთნიკურ, სოციალურ და რელიგიურ  განსაზღვრებებზე მაღლა.  

ამ პერსპექტივით, ცენტრალურ ადგილს იკავებს მიგრაცია, მამამთავარ აბრაამის გამოსვლა „სამი აბრაამისეული რელიგიის“ კოლექტიურ ქვეცნობიერისკენ, რომელი მსვლელობაც ზოგჯერ ფარულ ნათესაობას აჩვენებს. ჩვენი მხრივ, ქრისტიანები, ერთგულნი წმინდა სამების შესახებ სწავლებისა და მისი ანთროპოლოგიური განზომილებებისა, მოწოდებულნი ვართ „სხვასთან“ შესახვედრისას გავიხსენოთ პიროვნების თეოლოგიის მინიშნებები, და ვაღიაროთ „სხვა“ როგორც ჩვენი თავისა და ჩვენი ქრისტიანული ყოფიერების შემადგენელ ნაწილად. ევქარისტიას – ღმერთის ერის ზიარ სერობას, რომელიც ბუნებაზე დაფუძნებულ ყოველგვარ დისკრიმინაციას აღემატება, კვლავ შეუძლია თანაზიარების, სამართლიანობისა და სტუმართმოყვარეობის სულისკვეთების ინსპირირება და განხორციელება ან განახლებითი და განმათავისუფლებელი საეკლესიო ეთოსის მეშვეობით იმის სწავლება თუ როგორ მივიღოთ „სხვის“ სხვადყოფნა.   


ნიკოლაოს ასპრულისი (Nikolaos Asproulis) არის ვოლოს საღვთისმეტყველო აკდემიის დირექტორის მოადგილე (ვოლო, საბერძნეთი).

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.

Print Friendly, PDF & Email

About author

Rate this publication

Did you find this essay interesting?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

Be the first to rate this essay.

Share this publication

კონტაქტი

მთავარი რედაქტორი
Nathaniel Wood
nawood@fordham.edu