სონია თომასი (Sonja Thomas)

დროა ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა აღმოსავლური წესის კათოლიკეები და მართლმადიდებელი ქრისტიანები კასტეიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთმანეთს დაეხმარონ. საზოგადოების წევრებმა მხარი უნდა დაუჭირონ ინიციატივებს, რომ კასტის წევრები სკოლებში, კოლეჯებში, უნივერსიტეტებსა და სამუშაო ადგილებში კასტა დაცული კატეგორია გახდეს. საზოგადოების წევრებმაც, თავის მხრივ, ნიღაბი უნდა ჩამოხსნან იმ მცდარ აზრზს, რომლის თანახმადაც კასტეიზმისადმი შეწინააღმდეგება ინდოფობიაა. პირიქით, ეს ადამიანის უფლებების საკითხია, რომელიც მარტივი და აშკარაა, ესაა თემა, რომელიც ყველა რელიგიას, მათ შორის ქრისტიანობასაც ეხება.
პოპულარული რწმენის საპირისპიროდ რომ ვთქვათ, კასტა ინდუისტური რელიგიის ექსკლუზივი არაა და იგი ყველა რელიგიაში არსებობს. რეალურად, კასტეიზმი რომელიც ,,კასტური სისტემისადმი ერთგულებად“ განიმარტება, ჩამოყალიბებულია დომინანტი ქრისტიანების მიერ საუკუნეთა განმავლობაში და უკავშირდება აღმოსავლური წესის კათოლიკეებსა და ინდურ მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ტრადიციებსა და პრაქტიკებს.
კასტეიზმი ,,თანდაყოფილი დისკრიმინაციის“ ფორმაა. თანდაყოლილი უბრალოდ იმაზე მიუთითებს, რომ ცალკეული ინდივიდები გარკვეულ ჯგუფში დაიბადნენ და შესაბამისად, ისინი მათ მშობლებთან და წინაპრეპთან არიან დაკავშირებულნი. იმ ამერიკელებს, რომელთაც კასტეიზმთან შეხება არ ჰქონიათ, ამ ფენომენის გასაგებად რასიზმის (როგორც პარალელური სისტემის) ტერმინებით ფიქრი დაეხმარებათ.
რამდენადაც რასიზმი და კასტეიზმი თანდაყოლილი ტიპის დისკრიმინაციები არიან, მათი შედეგებიც მსგავსნი არიან. ესენი მოიცავენ სეგრეგაციას, დისკრიმინაციულ მუშაობას, განათლების მიღების შეზღუდვას, სექსუალურ ძალადობას, სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტებას და სახელმწიფო დახმარების მისაღებად შექმნილ სტრუქტურულ ბარიერებსაც კი. რასიზმის მსგავსად, კასტეიზმიც ინსტიტუციონალურია, სისტემურია და იყოფა რასის, ფერის, კლასის, გენდერისა და სექსუალობის მიხედვით.
ყველა, ვისაც კასტურ პრივილეგიებზე აქვს წვდომა, ,,სხვათა“ დომინირების სისტემას უჭერს მხარს. ამიტომაა, რომ კასტის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტები ტერმინ- ,,დომინანტ კასტას“ იყენებენ, რათა კასტაზე დამყარებული ძალაუფლება და პრივილეგიები აღნიშნონ. დალიტ ბაჰუჯანის კასტები, ან ისინი, ვინც კასტეიზმის მრავალმხრივ და კონფესიათაშორის გავლენას, ძალადობასა და კასტურ აპარტეიდს განიცდიან, კასტაზე დაფუძნებული საზოგადოების დაქვემდებარებულ წევრებად განიხილებიან.
ვიკვლევ იმ ფაქტს, რომ ჩემი წინაპრები ქრისტიანთა იმ ჯგუფიდან იყვნენ, რომელსაც ,,სირო-ქრისტიანები“ ეწოდებათ, რაც იმითაა განპირობებული, რომ ისინი აღმოსავლურ ან ,,სირიულ“ ტრადიციებს მიჰყვებიან. ინდოეთის სამხრეთ დასავლეთ შტატში, კერალაში, სირო-ქრისტიანებს წმ. თომას ქრისტიანებადაც ცნობენ. სირო-ქრისტიანებს ჯერათ, რომ წმინდა თომა მოციქული კერალას 52 წელს მოადგა, აღასრულა სასწაულები და სირიელ ქრისტიანთა ზეპირი ისტორიის თანახმად, ბრაჰმინები (რომლებიც ,,უმაღლესი“ ან ერთ-ერთი წამყვანი კასტაა) ქრისტიანობაზე მოაქცია.
კერალის კასტური სისტემა, როგორც ეს დღეს ცნობილია, მინიმუმ მეჩვიდმეტე საუკუნემდე, რეგიონის წამყვანი სისტემა არ ყოფილა. თუმცა, წმ. თომას/ბრაჰმინთა კასტა (რომელსაც ინდოეთში სირიელი ქრისტიანების წარმოშობა უკავშირდება) საზოგადოების დიდ ნაწილს შეადგენს. დომინანტური საწყისები, რომლებიც ფართოდ გავრცელებულ სირო-ქრისტიან ოჯახთა ისტორიებიდან იწყება (რომლებიც პირველმოქცეულთა ბრაჰმინულ ფესვებს თან გასდევს) და თითქმის ყოველ სირო-ქრისტიანულ ეკლესიაში არსებული წმ. თომას პორტრეტებით მთავრდება, სირო ქრისტიანთა ტრადიციების, პრაქტიკების, კასტის, კლასისა და რასობრივი სტატუსის გამართლებას უწყობს ხელს.
საუკუნეთა მანძილზე, მართლმადიდებელი ქრისტიანები და აღმოსავლური წესის კათოლიკეები საკუთარ კასტას მმრთველი ძალის დახმარებით აძლიერებდნენ, როგორც ეს მეცხრე საუკუნის დოკუმენტებშია აღწერილი. სირიელი ქრისტიანები გამტარი ,,განმწმენდელი კასტა“ გახდნენ და მკაცრი ფორმებისადმი მიყოლა დაიწყეს, რათა დალიტ ბაჰუჯანის ჰინდისებისა და ქრისტიანთაგან არ შებილწულიყვნენ. როგორც პლაციდ პოდიპარა გადმოგვცემს შრომაში- ,,მალაბარის ლათინური წესის ქრისტიანები,“ მეთვრამეტე საუკუნისთვის, სირო-მალაბარიელი კათოლიკეები მხარს უჭერდნენ სემინარიებში ბაჰუჯანის ლათინური წესის კათოლიკეთაგან გამოყოფას, ეწინააღმდეგებოდნენ ლათინური წესის კათოლიკეთა მხრიდან სირიელ ქრისტიანთა სამოსის გამოყენებას და ლათინური წესის კათოლიკე მღვდლების სირიულ ქრისტიანულ ტრადიციებში რაიმენაირ წვრთნას წინ უდგებოდნენ.
საეკლესიო წრეებში არსებული სეგრეგაციის გარდა, დომინანტური კასტის ფეოდალები, ფეოდალურ სასოფლო სამეურნეო სისტემაში დალიტის კასტებს იმონებდნენ. მიწის მესაკუთრეებისა და ვაჭრებისგან შემდგარი სირიელ ქრისტიანთა თემი ამ მონური კასტის შემადგენელი სისტემის ნაწილი იყო. როგორც სანალ მოანის მიერაა განხილული შრომაში- Modernity of Slavery, 1855 წელს მონობის გაუქმების შემდეგ, დალიტი ცდილობდა, რომ ის მიწები მიეღო საკუთრებაში, სადაც იგი ,,მძლავრ დაპირისპირებას შეხვდა დაწინაურებული კასტის ინდუსებისა და სირო- ქრისტიანთა მხრიდან.“ ამავე ნაშრომში მოანი აცხადებს, რომ სირო-ქრისტიანი ფეოდალები ასახლებდნენ დალიტელ გლეხებს. ამასთანავე, ისინი თავს დაესხნენ დალიტელ ქრისტიან ანტიკასტურ აქტივისტს იოანასა და მის მომხრეებს. ეს თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ვეტიადში იოანა სიტყვით გამოდიოდა, რაც საბოლოოდ ამ უკანასკნელის სიკვდილით დასრულდა. უფრო მეტიც, მეოცე საუკუნის დასაწყისში, სირო-ქრისტიანები განცალკევებული სკოლების შესახებ დაობდნენ და სხვებს არ აძლევდნენ იმ მაღალანაზღაურებად სამსახურებამდე წვდომის საშუალებას, რომელთა მონოპოლიზებაც ნაირსის, ნამბოოდირის დომინანტური კასტისა და შტატში მცხოვრები სირო-ქრისტიანთა მიერ უკვე დაწყებული იყო.
რამდენადაც კასტის ძლიერების ხაზი კლასზე გადის, მემკვიდრეობითი სიმდიდრე და სტატუსი დომინანტური კასტების მიერ გროვდება და საოჯახო ხაზების სახით ვრცელდება. კ.ც. ზაქარიას მიხედვით (რომელიც ავტორია შრომისა ,,სირიელი ქრისტიანები კერალაში“) სირიელი ქრისტიანები დღევანდელ კერალაში ყველაზე მსხვილი ფეოდალები არიან. ინდოეთის კასტაზე დაფუძნებული პოლიტიკის თანახმად, მათთვის შეზღუდვები არ არსებობს, რასაც ვერ ვიტყვით დალიტ ბაჰუჯან ქრისტიანებთან დაკავშირებით. კერალა ინდოეთში ყველაზე მეტად განათლებული შტატია, ხოლო სირიელი ქრისტიანები კი, როგორც ცნობილია, თავის შვილებს შტატის ყველაზე ძვირადღირებულ კერძო, ,,ინგლისური ტიპის“ სკოლებში აგზავნიან, რომლებიც ტექნიკური სექტორისა და საერთაშორისო სისტემაში დასაქმების საშუალებას იძლევიან.
როგორც იაშიცა დუტი თავის მემუარულ ნაშრომში- Coming Out as Dalit ხსნის, ,,ინგლისური ტიპის განათლება … რომელიც ხშირად პრივატიზებული და ძვირია, უმეტესობა დალიტისთვის ხელმისაწვდომი არაა. ‘ახალ’ ინდოეთში, ინგლისურად გამართული საუბარი იყო ახალი დაწინაურებული კასტის ნიშანი.“ პოლიტიკურად, სირიელი ქრისტიანები პრეტენზიას აცხადებენ უმცირესობის სტატუსზე და საკუთარი თემის სტუდენტთა სტიპენდიებს ლობირებენ, რაც ხშირად დალიტელი ბაჰუანი ქრისტიანებისა და მუსლიმების ხარჯზე ხდება. სირიელი ქრისტიანები სხვა სახის ინდუსტრიებზეც დომინირებენ, როგორებიც არიან რეზინის კულტივაცია და საბანკო საქმეები. ისინი იშვიათად მისდევენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს, რომლებიც ძირითადად მონათა ყოფილ კასტებს უკავშირდება. რეალურად, დომინანტური კასტის წარმომადგენლებმა- კათოლიკეებმა, ახლახანს მხარი დაუჭირეს სასამართლო განჩინებას, რომლის ძალითაც, გარკვეული სტიპენდიების მინიჭება მუსლიმთათვის, ლათინური წესის კათოლიკეთა და დალიტური წესის ბაჰუჯან ქრისტიანებისადმი გაუქმდა. სირიელ კათოლიკეთა იერარქიის მიხედვით, თუკი ლათინი და დალიტური წესის ბაჰუჯან ქრისტიანები სტიპენდიებს მიიღებენ, ეს ,,თავად ქრისტიანულ თემს გახლეჩს.“
კასტის, გენდერისა და სექსუალობის გადაკვეთის წერილები კასტეიზმის ფუნქციონირების გასაგები საკვანძო ასპექტებია. მაგალითად, ქრისტიანობაში არსებული კასტეიზმის ყველაზე უფრო თვალსაჩინო ფორმა იმაში იხილვება, თუ სირო-ქრისტიანული იერარქია და თემი როგორ თამაშობს აქტიურ როლს მათივე თემის იმ წევრების დაბრკოლებით, რომლებსაც კასტის გარეთ ქორწინება სურთ. ენდოგამიის ან ,,კასტისა თუ სარწმუნოების შიგნით ქორწინების“ ტენდენცია, აძლიერებს და ამტკიცებს კასტის საზღვრებს. უფრო მეტიც, სირო-ქრისტიანულ კულტურაში არსებული გენდერული როლები იმას იწვევს, რომ ქალები შევიწროებულნი არიან და მწირი ფუნქციებით ცხოვრობენ და კასტიდანაც მაშინ იღებენ სარგებელს, როდესაც გენდერულ ნორმებს ერთგულად მიჰყვებიან.
ამავდროულად, ქვედა ფენის წარმომადგენელი მამაკაცები და ქალები, გენდერისა და კასტის როლებთან დაკავშირებით საერთოდ განსხვავებულ რეალობებს აწყდებიან. როგორც იზაბელ უილკერსონი თავის შრომაში-Caste: The Origins of Our Discontents, აღნიშნავს, კასტურ სისტემაში, დაბალი ფენის ქალის გაუპატიურება სახელმწიფოსა და აზოგადოების მიერ დაიგნორებულია, ხოლო დაბალი ფენის წარმომადგენელი მამაკაცები კი შეიძლება ლინჩის წესითაც კი გასამართლდნენ, თუკი დომინანტური კასტის წევრ ქალთან დაახლოებას შეეცდებიან: ,,ამგვარად, დომინანტური კასტის დომინანტური სქესი, იმის გარდა, რომ აკონტროლებს ყველა მისი ქვეშევრდომის საარსებო საშუალებებსა და სიცოცხლის შანსებს, გამორიცხავს როგორც საკუთარი, ასევე, სხვა კასტის წევრი ქალებისადმი კონკურენციას.“
ამას გარდა, არსებობს ეთიკური პანიკაც, რომელიც ე.წ. სიყვარულის ჯიჰადს ეყრდნობა. მის მიხედვით, სირო-ქრისტიან ქალებს არ აქვთ არც ძალაუფლება და არც არჩევანის თავისუფლება საკუთარ სხეულებსა თუ პარტნიორებთან დაკავშირებით. 2015 წლის ივნისში, სირო-მალაბარის კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა მათე ანიკუჟიკატილმა გამოიყენა ტერმინი სიყვარულის ჯიჰადი იმის დასამტკიცებლად, რომ სირო-ქრისტიანმა გოგონებმა იძულებით იქორწინეს მუსლიმებთან და ბაჰუჯან ეჟუვას კასტის მამაკაცებთან. 2020 წლის სინოდზე, სირო ქრისტიანებმა ხელახლა გაავრცელეს სიყვარულის ჯიჰადის კასტეისტური რიტორიკა, რომლის თანახმადაც სირო-ქრისტიანი ქალები იძულებით დაქორწინდნენ და კასტა/სარწმუნოებაც ძალდატანებით შეიცვალეს. 2021 წელს, სირო-ქრისტიანული ოჯახის WhatsApp მიმოწერა ერთ ვიდეოსთან ერთად გავრცელდა, რომელიც სიყვარულის ჯიჰადს ამტკიცებდა.
2021 წლის სექტემბერში, სირო-მალაბარის კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა იოსებ კალლარაგატმა განაცხადა, რომ კერალაში მცხოვრებმა მუსლიმებმა შტატში ნარკოტიკების გასაღების ჯიჰადი გააჩაღეს, ხოლო დომინანტური კასტის ქრისტიანი ქალების წინააღმდეგ კი სიყვარულის ჯიჰადი. მის ამ განცხადებას მუსლიმთა და მათ მხარდამჭერთა მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ამის საპირისპიროდ, სირო-ქრისტიანმა მორწმუნეებმა, ეპისკოპოსის განსცხადებათა მხარდასაჭერად საპასუხო პროტესტი წამოიწყეს. დემონსტრაციების გამო შტატში მთელი კვირის მანძილზე დაძაბული სიტუაცია სუფევდა.
ეკლესიის წევრების გაძევება იმის გამო, რომ ისინი საკუთრი სარწმუნოებისა და კასტისგან განსხვავებულ ადამიანებზე ქორწიდებოდნენ არის status quo და დომინანტური კასტის ქრისტიანობაში მართლდება კიდეც. 2021 წლის მაისში, კერალას უზენაესმა სასამართლომ კნაიაიანთა წინააღმდეგ (სირო-ქრისტიანული სექტის დომინანტური კასტა) განაჩინა, რომლებსაც საკუთრი წრიდან განკვეთილი ჰყავდათ ის წევრები, რომლებიც სხვა კასტის/აღმსარებლობის წევრებთან დაქორწინდნენ. შემდგომ პერიოდში, ახალ ამბებში ვრცელდებოდა ხოლმე ინფორმაციები კნაიანან კათოლიკეთა შესახებ, რომლებიც არა-კნაიანან კათოლიკეებთან დაქორწინდნენ.
როგორც მე ავხსენი შრომაში- Privileged Minorities, უფრო მარტივია, რიტუალური თვალსაზრისით, დომინანტური კასტის წევრი სირიელი კათოლიკეები რომ დაქორწინდნენ დომინანტური კასტის წევრ მართლმადიდებელ ქრისტიანებთან, ვიდრე დომინანტური კასტის წევრი კათოლიკეები, რომ დაქორწინდნენ ბაჰუჯანის ლათინური წესის კათოლიკეებთან- ,,იმის მიუხედავად, რომ როგორც დომინანტური კასტის წევრი კათოლიკეები, ასევე, ლათინური წესის კათოლიკეები, სავარაუდოდ ,,ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას“ მიეკუთვნებიან. ეს მიანიშნებს იმ გზაზე, რომლითაც დომინანტური კასტის წევრი მართლმადიდებელი ქრისტიანები და, ასევე, დომინანტური კასტის წევრი კათოლიკები, ქალების სექსუალური არჩევანის ენდოგამიითა და ბრაჰმანული პატრიარქარული კონტროლით კასტის საზღვრებს იცავენ.
კასტეიზმი კვლავ არსებობს მთელ ინდურ ქრისტიანულ დიასპორაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ბევრი ქრისტიანი ინდოელი ამ ქვეყანაში 1965 წლის საიმიგრაციო აქტის შედეგაც ჩამოვიდა, რაც სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალებს აშშ-ში ჩასვლის საშუალებას აძლევდა. ფინანსებისა და პრივილეგიების მქონე ქრისტიანები (რომლებმაც, ძირითადად, ინგლისური ენა ბრწყინვალედ იცოდნენ და სამედიცინო თუ საინჟინრო ხარისხებს ფლობდნენ) ამ პერიოდში შეერთებულ შტატებში ჩავიდნენ. ამგვარად, კასტის გამო პრივილებული სირო-ქრისტიანები ამერიკაში მცხოვრებ ინდოელ ქრისტიანთა ყველაზე დიდ ჯგუფს შეადგენენ, როგორც ეს პრემა კურიენის ნაშრომშია (Ethnic Church Meets Megachurch) აღნიშნული. თუმცა, მრავალი სირო-ქრისტიანი დღემდე ხვდება რასიზმის პრობლემებს, რადგან დღემდე არაღიარებულია იმ კასტის კავშირების მნიშვნელობა, რომლებიც მათ ამ ქვეყანაში ჩამოსასვლელად დაეხმარათ.
მაგალითად, დედაჩემმა და მამაჩემმა ამგვარი კავშრების საშუალებით შეძლეს გერმანიაში საექთნო და სამედიცინო საქმის შესწავლა, ხოლო იქიდან კი შეერთებულ შტატებში გამგზავრება. 1965 წლის შემდგომ სირიელმა ქრისტიანმა მიგრანტებმა დომინანტური კასტის ქრისტიანული ორგანიზაციები დაარსეს შეერთებულ შტატებში და ,,ინდოელ ქრისტიანთა“ დიასპორული თემების ლიდერები გახდნენ. რეალურად, ეკლესიები, რომლებსაც ,,ინდურ ქრისტიანულ ეკლესიებად“ ვთვლით, ამერიკის შეერთებულ შტატებში დომინანტური კასტის აღმოსავლური წესის კათოლიკეები და მართლმადიდებლური ეკლესიები არიან. ამ ეკლესიებში დომინანტური კასტის წევრებს მეწინამძღვრე ადგილები უკავიათ. კასტეისტური დამოკიდებულებები კი, იმის მიუხედავად რომ ისინი ყოველდღიურად თემის შიგნით განსაკუთრებულად არ განიხილებიან, მაინც აგრძელებენ ინდოელ ქრისტიანთა დიასპორის ყოველდღიურობაზე გავლენას.
ჩემმა ამჟამინდელმა კვლევამ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ინდოელ ქრისტიან კათოლიკე მღვდლებს ეხება ცხადყო, რომ ინდოელი ლათინური წესის კათოლიკე მღვდლები ამერიკაში მცხოვრებ სირო-ქრისტიანთა ოჯახებში დადებითი განწყობით არ სარგებლობენ. იმის მიუხედავად, რომ დომინანტური კასტის კათოლიკე მღვდლებს შეუძლიათ ამერიკაში არსებულ ლათინური წესის კათოლიკე ეკლესიებში საიდუმლოებები აღასრულონ, ლათინური წესის კათოლიკე ეკლესიის სასულიერო პირთაგან სირო-მალაბარის ეკლესიებში აღსრულებული ღვთისმსახურება იშვიათია. რეალურად, ჩემი კვლევიდან გამომდინარე, ეჭვი არ მეპარება, რომ დომინანტური კასტის კათოლიკე ეკლესიაში ლათინური წესის კათოლიკე მღვდელთაგან აღსრულებული ღვთისმსახურება, კასტის წევრ მორწმუნეებში აღშფოთებას გამოიწვევდა. თუმცა, კასტეიზმიდან გამომდინარე, ყოველთვის საპირისპირო რამ ხდება, კათოლიკე ეკლესია განაგრძობს დალიტებით დასახლებულ კრებულებში მღვდელთა და ეპისკოპოსთა დომინანტური კასტის წევრებიდან დანიშვნას. მაგალითად, იმის მიუხედავად, რომ ტამილ ნადუს შტატში მცხოვრებ კათოლიკეთა უმრავლესობა დაბალი კასტის წევრები არიან, 18 დან მხოლოდ 1 ეპისკოპოსია დალიტი. ამ შტატში მცხოვრებ კათოლიკეთა შორის, 31 მაისს კიდევ ერთი არადალიტის ეპისკოპოსად გამორჩევამ, დიდი პროტესტი გამოიწვია. კასტეიზმი სისტემურია და დაკავშირებულია გენდერთან, სექსუალობასთან და იგი ქრისტიანთა მიერაცაა შენარჩუნებული. კასტა ყველა რელიგიაში არსებობს და დისკრიმინაციის ფორმას წარმოადგენს, რომელსაც ყოველი ადამიანი და რელიგიური ჯგუფი უნდა ეწინააღმეგებოდეს. მაშ რატომ აცხადებს Hindu American Foundation, რომ კასტის დაცულ კატეგორიად აღიარება ინდოფობიის ტოლფასია?
როგორც ეს სხვა კონფესიებში ხდება ხოლმე, ძალაუფლების მქონეთ სერიოზული ინტერესი აქვთ, რომ ეს ძალაუფლება კასტის რეალური საკითხებიდან სხვებზე გადატანით შეინარჩუნონ. დომინანტური კასტის ადამიანებში, წინაპრებიდან გადმოცემული პრივილეგიის უბრალო აღნიშვნაც კი სენსიტიურია. კასტის პრივილეგიების მქონენი (ვისაც საკუთრ ცხოვრებაში კასტური დისკრიმინაცია იშვიათად თუ გამოუცდია) კასტის ინსტიტუტის შესახებ არსებულ არგუმენტირებულ დისკუსიებზე მკაცრად რეაგირებენ. ამგვარად, უმცირესობებში არსებული ყველაზე პრივილეგირებული ჯგუფები მსხვერპლად ყოფნაზე აცხადებენ პრეტენზიას, ისე, რომ არ ითვალისწინებენ საუკუნეების განმავლობაში არსებულ კასტურ ჩაგვრაზე და ვერც კი ხვდებიან, ყოველი ჩვენგანი თუ როგორ შეიძლება კასტეიზმში მონაწილეობდეს.
ანალოგიურად, დომინანტური კასტის წევრ როგორც მართლმადიდებლებში, ასევე, კათოლიკეებში (ისევე როგორც მათ იერარქიის წევრებში) არ შედის მონობის ისტორიისა და მემკვიდრეობასთან გამკლავება ან კასტის ძალაუფლებისგან დაცლა, რამდენადაც ისინი ამ ყოველივესგან საუკუნეთა განმავლობაში სარგებლობდნენ. შეერთებულ შტატებში მცხოვრები მრავალმა სირო-ქრისტიანმა ჯერ კიდევ არ იცის საკუთარი კასტის პრივილეგიები, ფორმალური და არაფორმალური კავშირები ან ის, თუ როგორაა ეს სისტემა ქრისტიანობაში ჩართული.
თუმცა აქ და ახლა თხრობა უნდა შევწყვიტოთ.
სონია თომასი (Sonja Thomas) ასოცირებული პროფესორი და ქალთა გენდერის განყოფილების დირექტორია (Colby College).
Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.