კატეგორიის გარეშე

სერგი ბულგაკოვი და ეკონომიკური ტრადიცია

Published on: დეკემბერი 7, 2021
Total views: 32
Readers' rating:
0
(0)
Reading Time: 4 minutes

დანიელ ნიკოლასი (Daniel Nicholas)

სერგი ბულგაკოვის მიერ, 1912 წელს დაწერილი Philosophy of Economy: The World as Household, მასში აღწერილი მატერიალიზმის ტიპიდან გამომდინარე, დღემდე განსაცვიფრებელ ნაწარმოებად რჩება. მარქსის მიერ, გერმანული იდეალისტური ტრადიციისადმი განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭების შემდეგ, ნათელი გახდა, რომ მატერიალიზმი იმ გარკვეული მოქმედების გრძნობასა და ისტორიულ ტრანსფორმაციას ეყრდნობა, რომელიც XIX საუკუნის პირველი ნახევრის რევოლუციური პოლიტიკით ხასიათდება.   ბულგაკოვის ეკონომიკის ფილოსოფიას შეუძლია შემოგვთავაზოს შესანიშნავი იდეები ტრადიციის, როგორც ცოცხალი პროცესის გასაგებად, რადგან იგი მეტაკანტიანური იდეალიზმის ,,კანაპეს“ ფილოსოფიას სცდება და უმთავრესად შელინგს ეყრდნობა, რომლის მიზანიც სუბიექტსა და ობიექტს შორის მიზანმიმართული აქტივობის გზით ჩამოყალიბებული ურთიერთობის შესახებ ორიგინალური ხედვა შექმნაა.

ტრადიციასა და ეკლესიოლოგიასთან მიმართებით ორგანისტული აზროვნება, რა თქმა უნდა, ახალი არაა. რომანტიკული რეაქცია შუა საუკუნეების ეკლესიოლოგიის მტკიცებითი დოგმატიზმთან საწინააღმდეგოდ, კარგადაა აღწერილი მიოლერის, ხომიაკოვისა და გარკვეულწილად ჯონ ჰენრი ნიუმენის ნაშრომებში. თუმცა, ამ თეორიებიდან, რამდენი იყო საკმარისად გაბედული, რომ ჩამოეყალიბებინა ადამიანის არსების მეტამორფოზის თეორია, რომლის თანახმადაც იგი უმთავრესად ეკონომიკური აქტივობით განისაზღვრება და რომელიც საკუთარ თავს პრაგმატისტული მოდელებისა და მკვდარი მექანიზმის გაცოცხლების კომპლექსური ურთიერთმოქმედების იდეალისტური პროექტების საშუალებით წარმოადგენს? ბულგაკოვის ამჟამინდელი განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ამაშია.

ტრადიციის შესახებ მიმდინარე დღევანდელ განხილვათაგან უმეტესი ნაწილი, ზემოთნახსენები ,,კანაპეს“ იდეალიზმის გარშემო ტრიალებს. თვითგამოცხადებული ,,ტრადიციონალისტები“ (იქნებიან ისინი პოტლიბერალური აზროვნების მოტრფიალენი, ბენედიქტეს არჩევანის მხარდამჭერები თუ ახალი ინტეგრალიზმის მიმდევარი ინკვიზიტორები), ზოგადად მზად არიან, რომ საეკლესიო დოგმის ავტორიტეტს, როგორც ეგზისტენციალურ საკითხს, ისე დაემორჩილონ. ზემოთქმული აზრების მხარდამჭერთა მიხედვით, ადამიანური ტრადიციის ქმნილებები არიან და სათანადო განვითარება მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, როდესაც გააზრების კანონებისა და დროში დატესტილი საზოგადო პრაქტიკების მქონე ,,ძლიერი“ ტრადიციის გავლენის ქვეშ იმყოფებიან. ამგვარად ინტერპრეტირებული ტრადიცია შინაგანად თანმიმდევრულ Weltanschauung-ს წარმოადგენს, მსოფლმხედველობას, რომელიც a priori  განიმარტება, როგორც ადამიანური გამოცდილებისადმი აზრის მიმცემი შემეცნებითი კატეგორია.

ტრადიციის ეს წინაპირობა  ძირითადი ნაწილია იმისა, რასაც ბულგაკოვი ეკონომიკურ აქტივობას უწოდებს. ბულგაკოვის თანახმად, ეკონომიკა არაა მხოლოდ ფულის, ბაზრის და ვალუტის კურსის საქმე, არამედ ყოვლისმომცველი პროცესი, რომელშიც ადამიანი სიცოცხლისათვის იბრძვის, ბუნებრივ სამყაროსთან კონკრეტული ურთიერთობების სუბიექტურობის იზოლაციას ძლევს და სხვადასხვა მოქმედებებით წინააღმდეგობასაც უწევს, იქნება ეს მოხმარებისა თუ წარმოების გზით. იმის მიუხედავად, რომ მოხმარება კვების მოქმედებით საუკეთესოდ გამოიხატება (ბულგაკოვის სიტყვებით რომ ვთქვათ- ,,სამყაროს ხორცთან კომუნიკაცია“), წარმოებამ შეიძლება სიცოცხლის გახანგრძლივებისკენ მიმართული არტისტული თამაშის ან მეთოდოლოგიური მეცნიერების განვითარების ფორმა მიიღოს. ამგვარად, ლოგიკაც კი ტექნოლოგიაა, რამდენადაც იგი ობიექტის მიერ საგნის, როგორც ობიექტი შთანთქმას მოითხოვს. ბულგაკოვის აზრით, ბუნების ყველა ობიექტი, ამ გზით უნდა დაიღუპოს  (ე.ი. საკუთარ გარემოს ჩამოშორდეს), რათა განგრძობითი მოხმარების სუბიექტებად ჩამოყალიბდნენ ან იმ გზით დაუბრუნდნენ ცოცხალი პროცესის ცნობიერებას, რომელიც ადამიანის შემოქმედებით ძალისხმევას უწყობს ხელს. ამგვარად, მეცნიერებასა და ლოგიკას განგებულების საშუალებით ისტორიაში ბუნების ჯანსაღად გახდომის პროცესში რეალური საფუძველი აქვთ. აქსიომები და პრინციპები, რომლებიც ჩვენს ცოდნას განაგებენ, მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალებანი არიან. ამიტომ, ტრადიციის საფუძველი უფრო მეტად პრაგმატულია, ვიდრე დოგმატური, რამდენადაც მისი საზღვრები წინასწარ არიან დადგენილნი.

სწორედ აქაა რისკი. როდესაც ტრადიცია ჩამოყალიბებულია, როგორც კანონების ან წინაპირობების ერთობლიობა, რომლითაც შეგვიძლია რეალობის ჩვენეული ინტერპრეტაცია (ე.ი. იგი რეალობის ჩამოსაყალიბებელი ერთგვარი ინსტრუმენტია) შევამოწმოთ, მაშინ იგი ცოცხალი კონტექსტიდან მოწყვეტილი აბსტრაქციებით სავსე ლაბორატორიაში, გვამის გაცოცხლების მცდელობას წააგავს. არცერთ ჩვენგანს არ შეუძლია ტრადიციისადმი ამგვარად მიდგომა. თუკი ჩვენს ყოველდღიურ გადაწყვეტილებასა და მოქმედებას ყურადღებით დავაკვირდებით, ალბათ აღმოვაჩენთ, რომ დოსტოევსკის დიმიტრი კარამაზოვის მსგავსად, დავალებულნი ვართ იმ იდეალებით, რომლებიც ერთმანეთს ყოველთვის არ შეესაბამებიან- ზოგი მათგანი ძალიან ამბიციურია, ზოგი თავმდაბლური, დანარჩენი კი სადღაც შუაში არიან მოქცეულნი. ამერიკელი პოეტის, უიტმანის სიტყვებით რომ ვთქვათ, ცალკეული ადამიანი, თავის თავში ,,ათასებს“ და მათი გარდაქმნების მთელ ისტორიას მოიცავს. ერთადერთი, რასაც ამ განსხვავებათა საკუთარ თავში გაერთიანება შეუძლია, არის არსებითი მოქმედება- სამყაროში ჩვენი თავის ღია გამოცხადება. ტრადიცია პრაქსეოლოგიას მოითხოვს, რათა ვიყოთ უფრო მეტნი, ვიდრე ეს ურთიერთდაპირისპირებული სქემების შეკოწიწებაა.

,,კანაპეს“ ტრადიციონალიზმის აბსურდულობა, მცირე რეფლექსიის შემდეგ უფრო მარტივი გასაგებია. ვინმემ შესაძლებელია მოიძიოს ტრადიციები, რათა შეგნებულად მიიღოს აწ უკვე ჩამოყალიბებული პოსტულატები, იქნებიან ისინი მეტაფიზიკური, პოლიტიკური, მორალური თუ რომელიმე სხვა ტიპის, რომლითაც საკუთარ გამოცდილებას აზრზს მიანიჭებს. თუმცა, ამ პათეტიკურ დაქვემდებარებაში დაფარული ფსიქოლოგიზმი არ შეინიშნება, ხოლო ტრადიცია კი თვითშეგნების განმსაზღვრელ ფაქტორადაა წარმოდგენილი, თითქოს მის მიმღებელთაგან დამოუკიდებელი ტრადიციაც არსებობდეს. საინტერესოა, ეს თვითშეგნება ტრადიციას ეკუთვნის თუ რეალურად ზეცნობიერის მდგომარეობაა, რომელიც ეპისტიმოლოგიურ არეალში ხელოვნური მე-ს განთავსებას ემსახურება?

მაშ ტრადიციას რა ამოქმედებს? როგორ შეგვიძლია ტრადიციათა ერთმანეთისგან განრჩევა? ეს მხოლოდ კონკრეტული ინდივიდების მეშვეობით შეიძლება გაკეთდეს, რომლებიც ტრადიციაში შესაბამისი მოქმედებით ერთვებიან. ეკონომიის, როგორც ცოცხალი პროცესის გააზრებას, ძლიერ საღვთისმეტყველო მნიშველობა აქვს, რამდენადაც განა რა არის ეკელესიაში სულიწმინდის მყოფობა, თუ არა საკუთარი თავის გამოცხადების მოქმედება? ესაა ლოგოსი, რომელიც თვითშეიმეცნება. ტრადიცია, მისი განსხვავებული წევრების ორაზროვანი კონსენსუსის მეშვეობით კი არა, არამედ მუდმივად მოძრავი და აქტიურად პროდუქტიული დინამიზმით ცხოვრობს. ტრადიცია მხოლოდ მისი ad extra მოქმედებებით შეიმეცნება და გამოიცდება. პირდაპირ რომ ვთქვათ, ტრადიცია საღვთო ერის პრაქსეოლოგიაა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ დოგმას მნიშვნელობა არ აქვს. ბულგაკოვი ,,უმწიფარი“ მატერიალისტი არაა- ეკონომიკური საქმიანობა შეიძლება შემეცნებითი იყოს. რამდენადაც ტრადიციათა პოსტულატები სქემატიზებულნი და აბსტრაქტულნი რჩებიან, ისინი სიცოცხლეს დაბრკოლების მაგივრად აძლიერებენ. ტრადიციის პრინციპები- დოგმები, კანონები, საგალობლები და ა.შ. საღვთისმეტყველო განგებულების ფარგლებში შესრულებულ ხელოვნების მშვენიერ ნამუშევრებს ჰგავნან. materia dogmatica სულიწმინდის გამოხატულებას იწვევს და ასაზრდოებს და არსებითი ქრისტიანული მოქმედების შესრულებისას, სუბიექტსა და ობიექტურ მექანიზმს შორის წარმოქმნილ უფსკრულს ავსებს. მაშასადამე, ამგვარ აბსტრაქციათა ცარიელი ფორმალიზმისთვის შეუძლებელია სივრცე არსებობდეს, იქნება ეს მორალური, ლიტურგიკული თუ გნებავთ საღვთისმეტყველო ტრადიცია, მაგრამ ეს ყოველივე გოლგოთის მისტერიის (როგორც სიკვდილზე აწ უკვე აღსრულებული დიადი გამარჯვების) მკაფიო რეალობასთან უნდა იყოს დაკავშირებული. როგორც ბორის პასტერნაკი წერს თავის პოემაში- მარიამ მაგდალინელი: ,,მაგრამ ისეთი სამი დღე გავა, სიცარიელეს იგრძნობენ ისეთს, რომ ამ საზარელ სიმარტოვეში, ჩემი აღდგომაც მოესწროს იქნებ.“[1]

სინანულის გზა ღმერთკაცებრივ შემოქმედებით ძალაზე გადის, რომელიც ძვლებს სიწმინდეებად აქცევს. ,,სიცარიელეში ჩასვლას“ კანაპეს ტრადიციისადმი მორჩილებასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ერთადერთი წმინდა აუცილებლობა ისაა, რომ ჩვენი გონება ჯოჯოხეთზე სასოწარკვეთილების გარეშე შევინარჩუნოთ. ესაა აქტიური სიყვარულის სიბრძნე, რომელსაც ადამიანებმა კი არ უნდა მოუსმინონ, არამედ მისდიონ.


დანიელ ნიკოლასი (Daniel Nicholas) Eastern University-ს ბაკალავრია (ფილოსოფიის განხრით) და Antioch University New England-ის მაგისტრი (განათლების ადმინისტირება). იგი Waldorf-ში (southern Oregon) მასწავლებლად მუშაობს და ამავდროულად წიგნისმკითხველიცაა (Archangel Gabriel Orthodox Church, OCA). იგია ესეისტი და პოეტია და მისი ნაშრომები Dialogue-სა და Macrina Magazine-ში ქვეყნდება.  

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.

Print Friendly, PDF & Email

About author

Rate this publication

Did you find this essay interesting?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

Be the first to rate this essay.

Share this publication

კონტაქტი

მთავარი რედაქტორი
Nathaniel Wood
nawood@fordham.edu