ქრისტინა შტოიკლი (Kristina Stoeckl)

მე-20 საუკუნის კონსერვატორების გაიგივება იმ ისტორიულ პერიოდებთან, რომლებიც დროის თვალსაზრისით წინ უსწრებენ ტოტალიტარიზმის გამოცდილებებს, თანამედროვე კონსერვატიზმის ერთ ძირითად ბრმა ნიშანს განაცხადებს. მსოფლიო ომის შუა პერიოდის (1920-1940) პოლიტიკური შეთანხმების წარმოდგენა, როგორც კონსერვატორებსა და პროგრესულებს შორის თანამედროვე წინააღმდეგობის ანალოგია, უგულებელჰყოფს ტოტალიტარიზმის გაკვეთილს. ზემოხსენებულის დავიწყების საუკეთესო მაგალითია NGO Memorial-ის დახურვა, რომელიც მიძღვნილი იყო სტალინიზმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი.
Public Orthodoxy-ს გვერდზე, არამ ჯ. სარქისიანმა ახლახანს აღნიშნა ის უცნაური ურთიერთმიმართება, რომელსაც ზოგი ამერიკელი მართლმადიდებელი ხედავს ამერიკულ სამოქალაქო ომთან მიმართებით, ასევე ის ფორმა, რომლითაც ზეკონსერვატორი მართლმადიდებლები ითავისებენ მე-18 საუკუნის ისტორიას და დამახინჯებული თუ ყალბი განმარტებით უხამებენ მას 21-ე საუკუნეს. წარსული ეპოქებთან გაიგივება არაა მხოლოდ ამერიკელი მართლმადიდებლების კუთვნილება. წარსულთან მსგავსი გაიგივება აღწერილი მაქვს ჩემს კვლევებში რუსეთსა და აშშ-ს შესახებ, განსაკუთრებით ორ მსოფლიო ომს შორის არსებულ პერიოდთან დაკავშირებით.
მაგალითისთვის, ალლან კარლსონმა, ოჯახის მსოფლიო კონგრესის დაფუძნებელმა, აირჩია 1940-1950 წლების შვედეთი როგორც უპირატესი პერიოდი და სამაგალითო ქვეყანა. ერთ ინტერვიუში, რომელიც მისგან ავიღე, კარლსონმა ინტერესი გამოხატა 1940 წლის ორ შვედ სოციალ-დემოკრატ რეფორმატორთან, შესაბამისად ალვა და გუნარ მიურდალთან დაკავშირებით.
„შევიტყვე საოჯახო პოლიტიკის შესახებ ორი შვედისაგან – ალვასა და გუნარ მიურდალისგან. იყო ერთგვარი დაძაბულობა მათ შრომაში […], საელდობრ ალვა მიურდალმა თავისი მოღვაწეობა დაიწყო როგორც სოციალიტმა ქალმა, ფემინისტმა, ათეისტმა და ინტერნაციონალისტმა. გუნარ მიურდალს ყოველთვის ჰქონდა კონსერვატიული ტონი, რომელიც ბოლომდე არც ესმოდა; მაშინაც კი, როდესაც მას შევხვდი და ავიღე მისგან უამრავი ინტერვიუ. მისი გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგ, გამოვიდა მისი სხვადასხვა ჩანაწერი; სავსე ყუთი ყველაზე ადრეული ჩანაწერებით, რომლებიც წარმოაჩენდნენ, რომ 18-19 წლის ასაკში ის ჯერ კიდევ არ იყო სოციალ-დემოკრატი. უმთავრესად მას ულტრა მემარჯვენე შეხედულებები ჰქონდა, იქნებოდა ეს ღმერთთან, დედამიწასთან, სამშობლოსთან, პრო-არისტოკრატიასთან თუ ქალებისადმი ხმის მიცემის უფლების შეწინააღმდეგებასთან დაკავშირებით. რეალურად იგი იყო ერთი შვედი, ნაციონალისტი ქრისტიანი. […] მათი პროგრამა შობადობისა და ქორწინების მხარდასაჭერად გამოხატავდა ზომიერ, შვედურ ნაციონალიზმს“.
კარლსონმა საკმაო რაოდენობის წიგნი დაწერა, რომლებშიც მიესალმება 1940-1950 წლების შვედეთის დოვლათიან სახელმწიფოს და აკრიტიკებს ყველაფერს, რაც მემარცხენეების რეფორმების შედეგი იყო. შვედეთის შემთხვევამ კარლსონს დააწერინა ქრონიკა, სადაც ის წერს, რომ ევროპულ ქრისტიანულ ეროვნულ სახელმწიფოებს თანდათანობით იპყრობენ „ულტრა მემარცხენეები,“ რომლებიც ამ სახელმწიფოებს მიუძღვიან ეროვნული სახელმწიფოს გაუქმებისა (ევროკავშირის მეშვეობით) და ტრადიციული სოციალური და წეს-ჩვეულებითი სტრუქტურის დაშლისაკენ. ხსენებულ ნარატივს იზიარებს ბევრი ევროპელი მემარჯვენე და მას დიდი რეზონანსი აქვს ევროკავშირის ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს მაინც მცდარია. ქვემოთ მოვიყვან ჩემს ორ მაგალითს.
ვლადიმერ პუტინმა, ინტერნაციონალურ სადისკუსიო კლუბის მე-18 წლისთავზე, გააკეთა ერთგვარი ისტორიული შედარება 1920 წელსა და დღევანდელობასთან ანუ შეადარა გენდერული თანასწორობის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იგივეობის მომხრეები ბოლშევიკ რევოლუციონერებს:
„ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაში, მამაკაცისა და ქალის უფლებებისათვის დებატები ერთგვარ ფანტასმაგორიაში გადავიდა. ფრთხილად, არ წახვიდეთ იქით საითაც ბოლშევიკები გეგმავდნენ წასვლას – მარტო ქათმები კი არა, ქალებიც საერთო არ გახადოთ. ერთი ნაბიჯიც და იქ ხართ […] ეს არ არის რაიმე ახალი – 1920 წელს, ე. წ. საბჭოთა Kulturträger-ებმა შექმნეს ახალი ენის რაღაც სახე და ეგონათ, რომ ამ გზით შექმნიდნენ ახალ ცნობიერებას და მასთან ერთად შეცვლიდნენ ღირებულებებს“.
პუტინმა მოიფიქრა თანამედროვე „კომუნიზმის ფობია“ იმ მიზნით, რომ შეთავაზოს მისი რუსეთი (რომელიც ეფუძნება მართლმადიდებლობას, ტრადიციულ ღირებულებებსა და მის სამხედრო ძალას), როგორც ალტერნატიული მოდელი. მისი ფრაზა- „ფრთხილად, არ წახვიდეთ იქით“ მიემართება იმ უცხოელებს, რომელნიც Valdai Discussion Club-ში მონაწილეობენ. ის ამბობს- თქვენ, დასავლელებს გგონიათ რომ მოიგეთ ცივი ომი და გაიმარჯვეთ კომუნიზმზე, მაგრამ ვერ ხედავთ, რომ ახლა რეალურად გაქვთ კომუნიზმი ცისარტყელას ფერებით. მისი ამ გზავნილის არსი არის ის, რომ ცივ ომში რეალური გამარჯვებული რუსეთია.
ამ იდეის საავტორო უფლება არ ეკუთვნის პუტინს, არამედ როდ დრეერს, რომელმაც დაწერა წიგნი, რომელშიც ამბობს, რომ ვინც დგანან თანამედროვე კულტურის ლიბერალურ და პროგრესულ მხარეს ჰგვანან ბოლშევიკ რევოლუციონერებს, ხოლო რელიგიური კონსერვატორები არიან ჩვენი ეპოქის ახალი დისიდენტები. მის წიგნი Live Not By Lies– აღწერს კომუნისტების მიერ ეკლესიების ძარცვას, რაც არის 1920 წლის კონსტრუქტივიზმის გამოძახილი.
რატომაა 1920, 1930 და 1940 ათწლეულების გაიგივება 21-ე საუკუნის კონსერვატიზმთან ასე მნიშვნელოვანი?
ომებს შორის პერიოდი იყო კომუნიზმსა და ანტიკომუნიზმს შორის დაპირისპირების ხანა. კომუნისტური დღის წესრიგი გულისხმობდა ინტერნაციონალიზმს, კლასობრივ ბრძოლას, მებრძოლ ათეიზმსა და რადიკალურ სოციალურ პროგრამებს. ანტიკომუნისტური დღის წესრიგი კი ერთმანეთთან აკავშირებდა ნაციონალიზმს, კორპორატივიზმს, რესტავრაციასა და რელიგიურ კონსერვატიზმს. ორივე პოლიტიკური იდეოლოგია – კომუნიზმიცა და ანტიკომუნიზმიც – ტოტალიტარიზმის ფორმებისაკენ მეწინამძღვრე იყო, შესაბამისად მიუძღვოდა- აღმოსავლეთში სტალინიზმის, ხოლო დასავლეთში ფაშიზმისა და ნაციზმისაკენ.
არ მსურს მივჩქმალო ის განსხვავება, რაც ტოტალიტარიზმის ამ ორ ფორმას შორის არსებობს, ამიტომაც მივყვები ჰანა არენდტის- Report on the Banality of Evil-ს, იაკობ ტალმონის- The Origins of Totalitarian Democracy-ს და ჯორჯო აგამბენის Homo Sacer-ს, რათა განვსაზღვრო ტოტალიტარიზმის გამოცდილების საერთო არსი.ეს არსი შეიცავს აღიარებას, რომ ტოტალიტარული რეჟიმები (მემარჯვენე წარმოშობისა იქნება ისინი თუ მემარცხენე), სულაც არ წარმოადგენენ თანამედროვე პოლიტიკური წესრიგის კოლაფსს, არამედ, პირიქით, ისინი პოლიტიკური თანამედროვეობისთვის თანდაყოლილ შესაძლებლობებს ახორციელებენ- მოხდა საზოგადოების აბსოლუტიზაციისა და იძულებითი პერფექციონისტული ინდივიდუალიზმის კომბინირება ტერორისტული რეჟიმების შესაქმნელად. აბსოლუტურმა ჩართვამ (პარტიაში, ნაციაში, არიულ რასაში) მოიტანა აბსოლუტური იზოლაცია (ბურჟუაზიისა და გლეხების, უცხოელებისა და ებრაელების), რომლებიც უსახო კოლექტივებში აღმოჩნდნენ (საკონცენტრაციო ბანაკებში, გულაგში) და უკვალოდ გაქრნენ. იმავდროულად კი, მილიონობით ადამიანის სიცოცხლის დაკარგვის ფონზე, ქრისტიანულმა ეკლესიებმა ვერ უპასუხეს გამოწვევებს და იქცნენ რეჟიმების მსხვერპლად და კოლაბორაციონისტებად. ტოტალიტარიზმის „გაკვეთილი“ არის ის, რომ დიადი იდეოლოგიური პოლარიზაციის პირობებში არავინაა დაცული და ვერავინ გადარჩება. 1920, 1930 და 1940 ათწლეულების პოლარიზაციამ წარმოშვა ტერორი როგორც მემარცხენეებიდან, ისე მემარჯვენეებიდან.
რატომაა 21-ე საუკუნის კონსერვატიზმისთვის გაიგივება 1920, 1930 და 1940 ათწლეულებთან ასე მნიშვნელოვანი? ვიღაცამ შეიძლება ეს უარყოს როგორც რიტორიკული სქემა. თანაც, ვცხოვრობთ 2021 წელს, ცივი ომი დასრულდა 1991 წელს, აღარც ჩინეთია კომუნისტური; რაშია პრობლემა თუკი ვიღაცეები ანტიკომუნისტურ აზრებს იმეორებენ? მე ყოველ შემთხვევაში ასე არ ვუყურებ. 21-ე საუკუნის ტოტალიტარიზმამდელ ეპოქასთან გაიგივება საშუალებას აძლევს კონსერვატორებს უგულებელჰყონ ტოტალიტარიზმის გაკვეთილი: დიადი იდეოლოგიური პოლარიზაციის პირობებში არავინაა დაცული და ვერავინ გადარჩება.
მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის დასავლეთევროპული პოლიტიკა განისაზღვრა ხსენებული მაგალითის მიხედვით. ევროპელი პოლიტიკური ლიდერები, ისეთები, როგორიცაა ჟან მონე და რობერტ შუმანი, რომლებმაც შექმნეს ევროპის კავშირი, არ იყვნენ პერფექციონისტები. მათ ზომიერი გზის პოვნა და კოპრომისების მიღწევა შეეძლოთ. დასავლეთ ევროპაში, ქრისტიანულმა ეკლესიებმა გნოსეოლოგიური მორჩილების (თავმდაბლობის) გზა აირჩიეს და დაიწყეს მოქმედება, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს კოლაბორაციონისტებმა, რითაც, ფაქტობრივად დანებდნენ.
ოჯახის მსოფლიო კონგრესის ხელმძღვანელობის, პუტინისა როდ დრეერის გაიგივება წარსულის ანტიკომუნისტებთან არის (გარდა პუტინის ღიმილისმომგვრელი შემთხვევისა) აჩრდილად ქცეული, ორმაგი ისტორიული ბრმა ნიშანი: პირველი- ისინი უგულებელჰყოფენ მემარჯვენეების ტოტალიტარულ პოტენციალს და მეორე- ვერ ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ ტერორი იბადება იდეოლოგიური პოლარიზაციისაგან. 1920 ათწლეულის მებრძოლი ატმოსფეროს უკან დაბრუნებით, ივიწყებენ ტოტალიტარიზმის გაკვეთილს.
რუსეთში, 2021 წლის 28 დეკემბერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით ორგანიზაცია მემორიალის დახურვა სრულადაა შეხამებული კონსერვატიზმის დაბრუნების მანქანასთან. Memorial-ის საქმე არ არის შესაფერი სასურველ ისტორიულ ნარატივთან, რადგან ის შეუპოვრად გამოაჩენს იმ ტოტალიტარიზმს, რომელიც მე-20 საუკუნეს ახასიათებდა. ის, რასაც Memorial-ის ურიცხვი პიროვნული ისტორიები მოგვითხრობენ, არის გაკვეთილი, რომ საუკეთესო განზრახვებმა შესაძლოა ბოროტებისაკენ წაგვიყვანოს; რომ მსხვერპლები შეიძლება დამნაშავეებად იქცნენ ან პირიქით, დამნაშავეები მსხვერპლებად; რომ პოლიტიკა, რომელიც კოლექტივიზმს ქადაგებს, წარმოშობს აბსოლუტურ ეგოიზმს (ან ინდივიდუალიზმს); რომ მთელი ჭეშმარიტების დაუფლების რწმუნებას მოაქვს სიცრუე და რომ ადამიანები, ეკლესიები და ინსტიტუციები არ არიან დაზღვეულნი კორუფციისაგან. მემორიალის არქივები გვასწავლიან, რომ ადამიანები ძალიან იშვიათად არიან უსაფრთხოდ და გადარჩენილნი, და რომ დიდი იდეოლოგიური პოლარიზაცია ტერორს წარმოშობს.
მემორიალის დახურვით, რუსეთის ხელისუფლება ვერ მიჩქმალავს ტოტალიტარიზმის გაკვეთილს, მაგრამ ხელს შეუშლის რუსებსა და სხვა ადამიანებს, რომ რეალური ისტორიები მოისმინონ. მემორიალის დახურვა არის მცდელობა იმ ეპოქაში დაბრუნებისა, როდესაც მსოფლიო პოლარიზებული იყო ერთი მხრივ, ინტერნაციონალიზმს, კლასობრივ ბრძოლას, მებრძოლ ათეიზმსა და რადიკალურ სოციალურ თეორიებს, და მეორე მხრივ, ნაციონალიზმს, კორპორატიზმს, რესტავრაციასა და რელიგიურ კონსერვატიზმს შორის, და როდესაც ადამიანებს ჯერ კიდევ არ ესმოდათ თუ რას მოიტანდა ხსენებული დაპირისპირება- სტალინიზმს, ფაშიზმს, ნაციზმს.
დღეს ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით. ეს ინფორმაციები ქრისტიანული ეკლესიების წევრებმაც (რომელთაც ისწავლეს ტოტალიტარული რეჟიმის გაკვეთილებიდან) იციან. პოლიტიკური მიმართულების მიუხედავად, Wayback machine-ები სახიფათო იარაღს წარმოადგენენ, ამიტომაც, უკიდურესად ფრთხილები უნდა ვიყოთ მის წინაშე.
Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.