კატეგორიის გარეშე

იმედი და საბოლოო სინთეზი
რუსი მართლმადიდებელი მეცნიერის გაკვეთილები ნაწილი 3

Published on: იანვარი 13, 2022
Total views: 43
Readers' rating:
0
(0)
Reading Time: 4 minutes

ქრისტოფერ ჰაუელი (Christopher Howell)

წინა ორ ნაწილში, მე მეცნიერ თეოდოსიუს დობჟანსკის სამეცნიერო და პოლიტიკური ხედვები განვიხილე. მესამე ნაწილში რელიგიაზე მსურს საუბარი, რომლის ნიადაგიც ნაკლებად სტაბილურია. რელიგიასთან დაკავშირებით არსებული დობჟანსკის ხედვები თავისებურნი და უაღრესად პიროვნულნი იყვნენ და უცნობია თუ რამდენად იზიარებდა იგი მართლმადიდებლურ დოქტრინებს. იმის მიუხედავად, რომ რელიგიისადმი მისი სიმპათია და ფილოსოფიური საკითხებით დაინტერესება ცნობილი იყო, ბევრ რამეს საკუთარ თავში იმარხავდა, რადგან მისი კოლეგებისგან გაურკვეველ ენაზე ლოცულობდა.

ამ ფაქტმა მისი მრწამსის გაგება გაართულა. სტატიაში-The Grand Old Man of Evolution, ერნსტ მაირი შენიშნავს, რომ დობჟანსკის პიროვნული ღვთისა სწამდა, ხოლო ფრანცისკო აიალა (რომელიც რუსი მეცნიერის გარდაცვალებას ესწრებოდა), თავის მოგონებებში ამტკიცებდა, რომ დობჟანსკი ურწმუნო იყო. როგორც ჩანს, დობჟანსკიმ მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმებთან დაკავშირებით, გარკვეულ პერიოდში საკუთარი შეხედულებები შეარბილა, თუმცა მან, თავის შრომაში-The Biology of Ultimate Concern, ისიც დაწერა, რომ ,,უსარგებლოა დეისტურ მესაათე ღმერთთან“ ლოცულობდე. ამის მიუხედავად, დობჟანსკი ხშირად ლოცულობდა. მაშ ყოველივე ზემოთქმულის ახსნა როგორ შეიძლება?

 რწმენა რელიგიური ცხოვრების მხოლოდ ნაწილია. იმის მიუხედავად, რომ დობჟანსკის მრწამსი გარკვეულ ეპიზოდებში ამოუცნობი გახლდათ, მისი პრაქტიკა უფრო ნათელი იყო. დობჟანსკის შესახებ არსებულ ერთ ბრწყინვალე ესეში, რომელიც შესულია წიგნში- Eminent Lives in Twentieth-Century Science and Religion, ჯიცე მ. ვან დერ მეერი წერს თუ როგორი გავლენა ჰქონდა სოლოვიოვს რუს ბიოლოგზე, ამავდროულად, მეცნიერის დღურებისა და ნაშრომების გულდასმით გადახედვა იმასაც გვიჩვენებს, რომ იგი რელიგიას მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვებოდა და რელიგია მხოლოდ სიკვდილის მოხლოებისას არ გახსენებია (როგორც ამას ხანდახან ამტკიცებენ ხოლმე). დობჟანსკისთან დაკავშირებით უნდა განვაცხადოთ, რომ იგი ცოდვის ცნებას ისეთ მნიშვნელობას არ ანიჭებდა, როგორც ამას მისი კოლეგები მოელოდნენ (რომლებიც, მისი უარყოფის დროსაც კი, უფრო მეტად პროტესტანტულ გავლენას განიცდიდნენ). შესაბამისად, მას არ სჯეროდა, რომ ცოდვა კეთილი საქმეების ქმნას შეუძლებელს ხდიდა, რითაც იგი დეტერმინიზმის წინაშე (ტერმინის როგორც სამეცნიერო, ასევე, თეოლოგიური გააზრებით) ადამიანის ქმედებასა და თავისუფლებას იცავდა.

 მართლაც, როგორც ვან დერ მეერი აღნიშნავს, დობჟანსკის დღიურები რელიგიასთან დაკავშირებული მითითებებითაა სავსე. იგი ხშირად ღვთის დიდებით იწყებდა და ამთავრებდა სათქმელს. იგი ამერიკაში დასადგურებული რელიგიური განათლების ნაკლებობით იყო შეწუხებული და წერდა: ,,პრობლემა ისაა, რომ მათ ეთიკური ან რელიგიური განათლება არ აქვთ და გაზრდისას ეგოისტები, ეგოცენტრულები და ლიბერალები ხდებიან.“ ის ამერიკული აღდგომით იყო იმედგაცრუებული, რაც 1927 წელს, დღიურში გაკეთებული მისი ჩანაწერიდან ირკვევა. ეს პასაჟი ძალიან ორთოდოქსულად შეიძლება შეფასდეს: ,,აღდგომა აქ საინტერესო არაა, აქ სპეციალურ შროშანებს ან რაიმე სხვა ყვავილებს ყიდულობენ და სულ ესაა. განსაკუთრებული კერძიც არ არსებობს, შეიძლება შოკოლადის ორი კვერცხით შემოიფარგლოს ყველაფერი. ეს უაზრობაა. ანალოგიურად, მაიკლ რუსი თავის წიგნში- The Evolution of Theodosius Dobzhansky, ამტკიცებს, რომ ღვთისადმი რუსი მეცნიერის რწმენა და გადარჩენის იმედი, თითქმის ,,ყოვლისმომცველი იყო.“

იმედის ცნება დობჟანსკის რელიგიური მსოფლმხედველობის ცენტრში იდგა. ეს ის იმედი გახლდათ, რომელიც მას როგორც ქრისტიანობამ, ასევე, ევოლუციის სამეცნიერო თეორიამ შესთავაზა, რადგან ევოლუცია, ბუნებრივი გადარჩევის საშუალებით, ისტორიის განვითარებადი პროცესის საშუალებას იძლევა და ადამიანის თავისუფლებას სივრცეს, ე.ი. იმედს აძლევს. როგორც დობჟანსკი აღნიშნავს თავის შრომაში- Mankind Evolving, იდეა, რომ კაცობრიობის ევოლუცია ერთბაშად კი არ მოხდა, არამედ, ეს პროცესი განგრძობითია (როგორც მათლმადიდებლობა აცხადებს, რომ კაცობრიობა ერთჯერადი მოქმედებით კი არ გადარჩენილა სამუდამოდ, არამედ მუდმივად ამ განგრძობადი გადარჩენის მდგომარეობაშია) ნიშნავს, რომ ,,კაცობრიობა სამყაროს ფიზიკური ცენტრი არაა, მაგრამ … იგი შეიძლება სულიერი ცენტრი კი იყოს.“ განგრძობითი ხსნისა და ისტორიის ხედვებმა შეიძლება ქრისტიანობა და მეცნიერება ერთმანეთს დააკავშიროს. გარდა ამისა, დობჟანსკი, თავის წიგნში- Genetic Diversity and Human Equality  წერს, რომ ,,თუკი განვითარება არ ხდება, მაშინ ყველაფერი ამაოა […] თუკი სამყარო ვითარდება, მაშინ არსებობს იმედიც.“ არსებული სამყარო გამოხსნილია და შეიძლება იგი განღმრთობისკენ მეწინამძღვრეც კი აღმოჩნდეს.“

დობჟანსკის უფრო მეტი რამ სჭირდებოდა. მას გარკვეული სინთეზის შექმნა სურდა და ამით აიხსნება პიერ ტაილარ დე შარდენთან მისი მობრუნება, რომლის ნაშრომთან დაკავშირებითად დობჟანსკიმ ნამდვილი ენთუზიაზმი გამოიჩინა, მაშინაც კი, როდესაც მეცნიერთა უმეტესობა პიტერ მედავარის მწვავე შეფასებას იზიარებდა და დაუფიქრებლად უარყოფდა ტაილარის შრომას- The Phenomenon of Man (მედავარის აზრით, იგი იყო ,,ანტი-სამეცნიერო“ და ,,გაუგებარი,“ ხოლო მისი კითხვა კი ,,ნამდვილ შფოთვას… სასოწარკვეთასაც კი იწვევდა.“)

ამის მიუხედავად, დობჟანსკი ტეილარის ისეთი ერთგული მხარდამჭერი იყო, რომ 1969 წელს მისი ასოციაციი პრეზიდენტიც გახდა. ფაქტობრივად, ფრანგმა მეცნიერმა და კათოლიკე მღვდელმა დობჟანსკის საკუთარი სინთეზის განსახორციელებელი ჩარჩო მისცა. დობჟანსკი, თავის შრომაში-Mankind Evolving  წერს, რომ კაცობრიობას სჭირდება რწმენა, იმედი ,,რელიგიური სინთეზი […] რომელიც მსოფლიოს დიდი რელიგიების, ან ყველა რელიგიის გაერთიანებაზე იქნება დაყრდნობილი.“ მეცნიერი თავადაც მოხიბლული იყო ისტორიის განვითარებადი და პროგრესული აღქმით (რაც ტეილარმა ჩამოაყალიბა) და საკუთარ შრომაში-Genetic Diversity and Human Equality წერდა, რომ იგია ,,ევოლუციონისტი ბიოლოგი, რომელსაც წინ მიმავალ კაცობრიობასთან დაკავშირებით მომავალი ტრანსცენდენციების წინასწარმეტყველება შეეძლო. ამ პროცესს იგი მეგასინთეზსა და ომეგას წერტილისკენ სლვას უწოდებს, რაც ღვთის სიმბოლოა.“ თავის წიგნში- Mankind Evolving დობჟანსკი ამტკიცებდა, რომ ქრისტიანობა იყო ,,არსებითად ევოლუციური“ და რომ მას უფრო მეტად განგრძობადი, წრფივი ისტორია ესაჭიროებოდა და არა წრიული (,,შესაქმე, გამოსყიდვა, ღვთის ქალაქისათვის“). მარადიული დაბრუნების მითი არის სტაბილურობისთვის ტირილი, მაგრამ დროისა და ისტორიის ქრისტიანული ხმობა ევოლუციასთან მის ჰარმონიულობაზე მიუთითებს. ქრისიანობამაც და ევოლიციამაც აჩვენა, რომ ,,შესაქმე უწყვეტი პროცესია და არა შორეული წარსულის მოვლენა.“ ტეილარი ევოლუციური სინთეზის შესაძლო გზაზე მიუთითებდა, ხოლო დობჟანსკი კი ცდილობდა, რომ იგი ორთოგენეზისიდან გამოეხსნა, რასაც იმით ამართლებდა, რომ მისი კრიტიკის თანახმად, ევოლუციის ამ ფორმისა არ ეჯერა.

რა თქმა უნდა, დობჟანსკის ტრადიციონალისტი კრიტიკოსები მის შეხედულებებს არ იწონებდნენ. სერაფიმე როუზი, საკუთარი გარდაცვალების შემდგომ გამოცემულ წიგნში- Genesis, Creation and Early Man, დობჟანსკის არა მხოლოდ მისი რწმენის, არამედ, პრაქტიკის გამოც აკრიტიკებს. დაგმობის მიზეზი ის კი არ იყო, რომ იგი ეკლესიაში ხშირად არ დადიოდა, არამედ ის, რომ მან ცოლს კრემაცია ჩაუტარა და მისი ფერფლი კი სიერა-ნევადას მთებში მოფანტა. როუზი იმასაც წერს, რომ დობჟანსკიმ, 1972 წელს, წმინდა ვლადიმერის სემინარის გახსნისას სპეციალური სიტყვა წარმოთქვა და სასწავლებლისგან საპატიო დოქტორის სტატუსიც მიიღო. გარდა ამისა, როუზმა თქვა, რომ დობჟანსკის რწმენა სხვა არაფერი იყო, თუ არა ,,შესაქმეს წიგნის სიმბოლურობის შესახებ არსებული ლიბერალური იდეები.“

            დობჟანსკის როუზთან შეხება არასდროს ჰქონია, მაგრამ ასე რომ მომხდარიყო იგი ალბათ იმას უპასუხებდა, რასაც წერს თავის წიგნში- The Biology of Ultimate Concern, რომ ,,ეკლესიის მამათა ნააზრევი ყოველთვის ისეთი როდი იყო, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან ფუნდამენტალისტურად შეფასებულიყო.“ შეიძლებოდა მას ისიც ეთქვა, რომ როუზის სამეცნიერო ხედვები, მის მსგავსად თანამედროვენი იყვენ, რამდენადაც როუზის ინსპირაცია ჰენრი მორისისა და INSTITUTE FOR CREATON RESEARCH-ის პროტესტანტი ფუნდამენტალისტების ნააზრევი იყო.

,,მე კრეაციონისტი და ევოლუციონისტი ვარ,“ წერს დობჟანსკი თავის ყველაზე სინთეტურ, უტყუარ განცხადებაში, რომელიც მის აწ უკვე კლასიკურ ნამუშევარშიცაა შესული- Nothing in Biology Makes Sense Except in the Light of Evolution. მთელ თავის შრომებსა და ცხოვრებაში, დობჟანსკი დიდი კომპოზიტორი იყო, რომელიც თავის ინტერესებსა სიცოცხლეს იქითკენ მიმართავდა, რომ ბუნებითი გადარჩევა- გენეტიკასთან, დემოკრატია- გენეტიკასა და ეთიკასთან, რელიგია კი მეცნიერებასთან დაეკავშირებინა. ეს ყოველივე წარმატებული იყო თუ არა, ჩვენი შრომის ფარგლებს ცდება, მაგრამ მისი შრომა სერიოზულობითა და ამბიციით ნამდვილად აღმაფრთოვანებელია. აქ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელსაც სტივენ ჯეი გულდმა ,,ჩვენი საუკუნის უდიდესი ევოლუციონისტი“ უწოდა, ქრისტიანი იყო, თუმცა უფრო მეტად განსხვავებული.

ყველაზე დიდი მემკვიდრეობა, სინთეზის მისეული მცდელობა იყო. თავის წიგნში-Mankind Evolving, იგი ალბერტ შვაიცერის შეშფოთებას იზიარებს და წერს, რომ ,,ჩვენმა ეპოქამ აღმოაჩინა ცოდნა აზროვნებისგან თუ როგორ უნდა გამოიყოს,“ იმედია ეს განხეთქილება გამოსწორდება, რამდენადაც ,,ცოდნის სინთეზის მცდელობა აუცილებელია.“ დობჟანსკი იმედოვნებდა, რომ მოძებნიდა სამეუფეო გზას, რათა დაპირისპირებოდა განათლების ბალკანიზაციას, ფილოსოფიისა და მეცნეირების განყოფასა და ბიოლოგიისგან სულიერების იზოლირებას. ამ მცდელობათა ყველაზე ნათელი შეჯამება მის სიკვდილამდე სულ რაღაც ორი წლით ადრე მოხდა, როდესაც დობჟანსკიმ გადაწყვიტა ყველასთვის შეეხსენებინა, რომ ,,ევოლუციის შუქის გარეშე, ბიოლოგიაში აზრი არაფერს არ აქვს,“ რომ ,,ევოლუცია არის ღვთის, ან ბუნების შესაქმეს მეთოდი. შესაქმე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4004 წლით ადრე მომხდარი ერთჯერადი მოვლენა კი არაა, არამედ ის პროცესი, რომელიც 10 მილიარდი წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება.“


ქრისტოფერ ჰაუელმა (Christopher Howell) სადოქტორო ნაშრომი რელიგიის მიმართულებით დაიცვა (Duke University).

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.

Print Friendly, PDF & Email

About author

Rate this publication

Did you find this essay interesting?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

Be the first to rate this essay.

Share this publication

კონტაქტი

მთავარი რედაქტორი
Nathaniel Wood
nawood@fordham.edu