კატეგორიის გარეშე

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია: ეკუმენური რეცეფცია

Published on: იანვარი 21, 2022
Total views: 81
Readers' rating:
0
(0)
Reading Time: 4 minutes

პავლო სმიჩნუკი (Pavlo Smytsnyuk)

უკრაინის ახალი მართლმადიდებელი ეკლესიის (OCU) დაარსებამ მართლმადიდებლურ სამყაროში განყოფა შემოიტანა. თუმცა, უკრაინის ავტოკეფალიის მიერ სხვა ქრიტიანულ დენომინაციებსა და ეკუმენურ ინსტიტუტებზე გამოწვეულ გავლენას ნაკლები ყურადღება ექცევა. ეს ეკლესიები გარდაუვლად და ზოგჯერ უნებლიედაც კი, კონფლიქტში ჩაერთნენ და იძულებულნი გახდნენ კონსტანტინოპოლსა (და უკრაინის ახალი ეკლესიის) და მოსკოვს შორის არჩევანი გაეკეთებინათ.

საერთაშორისო დონეზე, კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის დაპირიპირებამ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (ROC) მართლმადიდებელთაშორისი და ეკუმენური კომისიის დატოვება გამოიწვია, რამდენადაც ამ კომისიებს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ. ამ ნაბიჯმა, მართლმადიდებლებსა და სხვა ეკლესიებს შორის არსებულ ურთიერთობებს, სხვადასხვა დონეზე შეუქმნა საფრთხე, რამდენადაც მოსკოვის გასვლის შემდეგ, მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა საბჭოების ეკუმენური როლი იცვლება. გარდა ამისა, იგი ორმხრივ და მრავალმხრივ დიალოგებსაც უქმნის საფრთხეს, როგორიცაა კათოლიკე ეკლესიასთან დიალოგი და სხვადასხვა საერთაშორისო ეკუმენური ორგანოების ფუნქციონირება.

არც ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს, არც ევროპულ ეკლესიათა კრებას და არც წმინდა საყდარს, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით საკუთარი vis-à-vis პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. მათ ურჩევნიათ, რომ ამ კონფლიქტში ნეიტრალური როლი შეასრულონ და როგორც კონსტანტინოპოლთან, ასევე, მოსკოვთან თანამშრომლობა გააგრძელონ. თუმცა, როდესაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია საერთაშორისო ეკუმენურ ორგანოებში გაწევრიანებას მოითხოვს, ან რომის კურიასთან პირდაპირ კონტაქტს გადაწყვეტს, მაშინ პოზიციის დაფიქსირება ყველას მოუწევს. საერთო აზრია, რომ ახლა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ადრინდელთან შედარებით (სანამ იგი ოფიციალურ აღიარებას მიიღებდა) განსხვავებულ მდგომარეობაშია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ქრისტიანულ ეკლესიებს შორის გავცელებულია მოსაზრება, რომლის თანახმადაც უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიებთან მათი კონტაქტები რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას გააღიზიანებს. ის, რომ ეს ეკლესიები ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებენ, თანამშრომლობენ როგორც კონსტანტინოპოლთან, ასევე, მოსკოვთან და ამ ფონზე, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ოფიციალურ კონტაქტებს თავიდან იცილებენ, არსებით status quo-ს ინარჩუნებს და სასარგებლოა მოსკოვისთვის.  

უკრაინაში OCU ძალიან განსხვავებულად აღიქმება და მას როგორც კათოლიკეები, ასევე, პროტესტანტები ძალიან მიესალმებიან. 2021 წლის ოქტომბერში, უკრაინის ბიზანტიური წესის კათოლიკე ეკლესიის (UGCC) მიერ მიღებული ეკუმენური კონცეპტი, მიესალმება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დაარსება, როგორც უკრაინაში მცხოვრები მართლმადიდებლების გაერთიანებისკენ და ეკუმენური დიალოგის განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯს. უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე, უკრაინელი ბიზანტიური წესის კათოლიკეები მსოფლიო საპატრიარქოსთან აწარმოებდნენ ფრთხილ, მაგრამ ამავდროულად გულითად დიალოგს, რის გამოც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან, გამუდმებით ხდებოდა თავდასხმის ობიექტი. ამის გამო იყო, რომ მოსკოვურ ნარატივთან შედარებით, კონსტანტინოპოლისგან წამოსული არგუმენტები უფრო მისაღები აღმოჩნდა უკრაინელი ბიზანტიელი წესის კათოლიკეებისთვის. ამავდროულად, UGCC მართლმადიდებლებთან დიალოგს ესწრაფვოდა და ეკუმენური სურათის გაუმჯობესებას ცდილობდა, რომელიც 1989-1990 წლების ძალმომრეობითი კონფლიქტის შედეგად დაზიანდა. ახალ მართლმადიდებელ ეკლესიასთან პოზიტიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივა, UGCC-ს ზემოაღნიშნულ მიზნებში დაწინაურების საშუალებას მისცემს.

უკრაინელი პროტესტანტებიც, რომლებიც საკუთარი საჯარო ცნობადობის გაზრდისათვის (განსაკუთრებით მაიდნის რევოლუციის შემდეგ) მუშაობდნენ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას მიესალმნენ. სხვადასხვა რეჟიმების დროს მათი პოზიციების გამო, მართლმადიდებელი არაკანონიკური ეკლესიები (რომლებმაც OCU-ს საფუძველი შეადგინეს), უფრო გახსნილები იყვნენ უკრაინელ ბაპტისტებსა და ორმოცდაათიანელებთან თანამშრომლობისთვის, ვიდრე კანონიკურად მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ რიტორიკულად ანტი-პროტესტანტანტ ჯგუფებთან. უფრო მეტიც, უკრაინელი მართლმადიდებლების მიერ, რუსეთისგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებელი ბრძოლა გახდა ის, რისადმიც პროტესტანტები (რომლებიც კონგრეგაციულ ავტონომიას ინარჩუნებენ) სიმპათიას უფრო მარტივად გამოხატავენ.

ამ ,,ეკუმენურ რეცეფციაში“ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ OCU დიალოგისა და თანამშრომლობისთვის იყო გახსნილი. ეკლესიის ახალი მეთაური, მიტროპოლიტი ეპიფანე, თავის სიტყვებსა და ინტერვიუებში დიალოგის მნიშნელობას ხაზს უსვამდა ხოლმე. ხანდახან ეს გახსნილობა ისეთი გზებით გამოიხატებოდა, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას ღიად უპირისპირდებოდა, რაც უკრაინის ეკუმენური ოაზისის გლობალურ ინტერკონფესიურ კრიზისში ხილვის შესახებ კითხვას ბადებდა. მასზე პასუხი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული.

დიალოგის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია რამდენად სცემს პატივს უკრაინულ კონფესიურ პლურალიზმს. ეპიფანეს მიერ იმის არაერთელ განცხადების მიუხედავად (რომ სახელმწიფო ეკლესიის (de facto) აშენებას არ აპირებს), როგორც უკრაინელი კათოლიკეები, ასევე, პროტესტანტები შეშფოთებულნი არიან OCU-ს მიერ საკუთარი თავისადმი განკუთვნილი ტერმინისა (უკრაინის ,,ერთდერთი ადგილობრივი“ ეკლესია <yedyna pomisna>) და პრეზიდენტ პოროშენკოს მთავრობასთან მისი სიახლოვის გამო. თუკი OCU შეეცდება, რომ დანარჩენ უკრაინულ დენომინაციებთან შედარებით პრივილეგირებული სტატუსი მოიპოვოს, იგი მხარდაჭერასა და სანდოობას დაკარგავს.

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის უნარზე, რომ რელიგიათაშორისი დიალოგი კარგად წარმართოს. უცნაურია, რომ OCU-ს მიერ, ახლადჩამოყალიბებული ქრისტიანთაშორისი კომისიის თორმეტიდან შვიდი წევრი წარსულში რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნოდნენ, რაც საკმაოდ არაპროპორციულია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ OCU-ს შიგნით, თავად ამ ეკლესიის წიაღიდან წამოსული წევრები, ზემოთაღნიშნულ კომისიაში უმცირესობას წარმოადგენენ. ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ OCU-ს რელიგიათაშორისი ურთიერთობების სფეროში უფრო მეტი ექსპერტი სჭირდება, თუკი მას დიალოგის განვითარება ნამდვილად სურს. მაგალითად, ,,თანამშრომლობით გზამკვლევი რუკას“, რომელიც 2018 წელს OCU-სა და UGCC-ს შორის შედგა, შედეგი არ მოჰყოლია, ხოლო თუკი დავუშვებთ, რომ ეკლესიის მეთაურთა დეკლარაციები გულწრფელია, პროგრესის ნაკლებობა შეიძლება იმით აიხსნას, რომ ეკლესიებმა დიალოგის მართებულად წარმართვა არ იციან.

ერთი მიზეზი, რის გამოც კათოლიკეები და პროტესტანტები OCU-ს მხარდასაჭერად გაერთიანდნენ, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას უკავშირდება, სახელდობრ კი რუსეთთან ომსა და დონბასში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს. ამ კონტექსტში, ყველგვარი vis-à-vis ბუნდოვანი პოზიცია ყოველგვარი რუსულის მიმართ, ნაკლებად მისაღები გახდა და ეკლესიებმაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისადმი კეთილგანწყობა გამოხატეს, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული უკრაინის ეკლესიის პროტესტის მიუხედავად. თუმცა, ქრისტიანთაშორისი დიალოგი, რომელიც უკრაინაში ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად (როგორც ამას ხშირად ამტკიცებენ ეკლესიის წარმომადგენლები), საღვთისმეტყველო კუთხით ძალიან საშიშია. როგორც ეს ნებისმიერი დაპირისპირებული პროექტის შემთხვევაში ხდება ხოლმე, ე.წ. Russkiy mir-ის საპირწონედ ,,უკრაინული სამყაროს“ აგების მცდელობამ, შეიძლება სწორედ იმ მოწინააღმდეგესთან იდენტიფიკაცია გამოიწვიოს, რომელსაც თავად ეწინააღმდეგება. ნებისმიერ შემთხვევაში, ეკუმენიზმის ზედმეტად პოლიტიკური გააზრება, არა მხოლოდ დიალოგის სეკულარიზაციას, არამედ ეკლესიების ნაციონალისტური მიზნებისადმი დაქვემდებარებას იწვევს.

ასეთ სიტუაციაში, მსოფლიო საპატრიარქოსა და მასთან დაკავშირებული ინსტიტუტების (როგორც ევროპაში, ასევე, აშშ-ში) როლი, გადამწყვეტი მნიშვნელობისა შეიძლება აღმოჩნდეს. მსოფლიო საპატრიარქო, მისი სულიერი და ზენაციონალური ხედვით, მრავალი უკრაინელი მართლმადიდებლისა და კათოლიკესთვის მორალური ავტორიტეტიია და ქვეყნის შიგნით დიალოგისადმი მის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ექნება. კონსტანტინოპოლი საერთაშორისო ეკუმენურ ორგანიზაციებში, ისევე როგორც ვატიკათან და პროტესტანტებთან ხანგრძლივ დიალოგში, საკმაოდ მძლავრადაა წარმოდგენილი. ამგვარად, მას შეუძლია უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას მსოფლიო ინტეგრაციაში დაეხმაროს. თუმცა, არაფერი შეიცვლება, თუკი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და სხვა ეკლესიები ვერ განავითარებენ ნამდვილ სამუშაო ურთიერთობას, რომელიც ქრიტეს ეკლესიის შიგნით ერთიანობის დამყარების სურვილით იქნება აღვსილი.


დოქ. პავლო სმიჩნუკი (Pavlo Smytsnyuk) ლვივში მდებარე უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის ეკუმენური ინსტიტუტის დირექტორი და ამავე უნივერსიტეტის ლექტორია. დოქტორი სმინჩუკი ფილოსოფიასა და თეოლოგიას რომში, ათენსა და სანკტ პეტერბურგში სწავლობდა, ხოლო დოქტორის ხარისხი კი ოქსფორდის უნივერსიტეტისგან მიიღო. მისი ძირითადი კვლევითი სფერო პოლიტიკურ თეოლოგიას, ეკუმენიზმს, ნაციონალიზმს, რელიგიასა და კოლონიალიზმს უკავშირდება.

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.

Print Friendly, PDF & Email

About author

Rate this publication

Did you find this essay interesting?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

Be the first to rate this essay.

Share this publication

კონტაქტი

მთავარი რედაქტორი
Nathaniel Wood
nawood@fordham.edu