კატეგორიის გარეშე

დაეხმარე უკრაინას, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებით

Published on: მარტი 7, 2022
Total views: 88
Readers' rating:
0
(0)
Reading Time: 4 minutes

ანდრეა ბოგდანოვსკი (Andreja Bogdanovski)

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთში უკრაინისადმი სოლიდარობისა და ერთიანობის გამოხატვის მნიშვნელოვანი პროცესების მოწმენი გავხდით. აგრესიისადმი დასავლური პასუხის წინა პლანზე, უკრაინელებისადმი სამხედრო მხარდაჭერასთან ერთად, რუსეთის ლიდერშიპის წინააღმდეგ მიმართული სანქციებიც გამოჩნდა. უკრაინაში სამხედრო შეჭრამდე, ჩვენ იმ ინტენსიური (თუმცა წარუმატებელი) დიპლომატიური ძალისხმევის მოწმენიც გავხდით, რომელიც პუტინისთვის ხელის შეშლას ისახავდა მიზნად.

სოლიდარობის იგივე დონე (რომელიც ახლა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ მიმართულ მოწოდებებზე პასუხისგასაცემადაა საჭირო) მართლმადიდებლურ სამყაროში არ ყოფილა. რიგმა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა, უკრაინაში პუტინის აგრესიის დაგმობაც კი ვერ მოახერხეს. მას შემდეგ, რაც 2019-2020 წლებში უკრაინული ავტოკეფალია რამდენიმე ეკლესიამ აღიარა, ახალი აღიარებების ენთუზიაზმი დამაფიქრებლად შენელდა. 2019 წლის იანვარში, უკრაინის ეკლესიისადმი ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ, რუსეთის ეკლესია, უკრაინის ეკლესიის (OCU) ავტოკეფალიის საკითხს, ,,კონტრ აღიარების“ სტრატეგიით, სხვა ეკლესიათა წინააღმდეგ იარაღად იყენებს.

გადაუწყვეტელი ჯგუფის ,,წევრმა“ ეკლესიებმა, რომლებიც არც მოსკოვის, არც მსოფლიო საპატრიარქოს მხარეს არ იხრებიან (სახელდობრ- რუმინეთის, ბულგარეთისა და საქართველოს მართლმდიდებელმა ეკლესიებმა), მართებული ნაბიჯი უნდა გადადგან და უკრაინის ავტოკეფალია ახლა აღიარონ, როდესაც პატრიარქი კირილი ცდილობს, რომ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში, გარე ძალები დაადანაშაულოს. ზემოთჩამოთვლილი ეკლესიები, აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებული მდუმარებით, OCU-ს მხარდაჭერის შანსს (რაც ამ ეკლესიას უფრო მეტად გააძლიერებს) უშვებენ ხელიდან. ამას გარდა, ისინი უკრაინაში არსებულ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ეკლესიასაც (UOC-MP) კი გარკვეულ იმედებს მისცემდნენ, რომელიც, თავის მხრივ, პატრიარქ კირილთან გარკვეული კავშირების გასაწყვეტად დგამს ნაბიჯებს.  

აშკარაა, რომ ის ეკლესიები, რომელთაც უკრაინის ავტოკეფალია ჯერ არ უღიარებით, დუმან და ყოყმანობენ, რის მიზეზსაც ბოლო მოვლენები ნათლად გვიჩვენებენ. 2019 წლის ნოემბერში, ალექსანდრიის ეკლესიის მიერ, მიტროპოლიტ ეპინაფეს ომოფორქვეშ არსებული ეკლესიის აღიარება, პატრიარქ თეოდორე II-სთვის განსაკუთრებით მტკივნეული გამოდგა. პატრიარქის კანონიკური უფლებები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (ROC) მიერ, აფრიკაში საეგზაქოსოს დაარსებით უხეშად დაირღვა. მოვლენათა განვითარებამ რუსეთის (ეკლესიის) გეოპოლიტიკურ მანევრებთან დაკავშირებით დისკუსიები განაახლა, რასაც მართლმადიდებლურ სამყაროში წუხილი და მღელვარება მოჰყვა თან. საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია შეშფოთდა ამ საკითხით და საჯაროდაც გამოხატა საკუთარი შიშები საბერძნეთსა და მის სამეზობლოში, რუსეთის ეკლესიის გაფართოებასთან დაკავშირებით. Orthodox Times-მა აღნიშნა, რომ საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (OCG) მთავარეპისკოპოსმა იერონიმემ, საბერძნეთის ხელისუფლებას, რუსეთის ეკლესიის მობილიზაციისა და საბერძნეთში შესაძლო დესტაბილიზაციის შესახებ ამცნო.

შურისძიების არგუმენტი რუსეთის ეკლესიის საერთაშორისო აქტივობის მთავარ ნაწილად კვლავ რჩება, რამდენადაც იგი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სამომავლო მხარდასაჭერის პრევენციისაკენაა მიმართული. ბოლო სამი წლის მანძილზე საკმარისი მასალა გვაქვს ხელთ (მსოფლიო საპატრიარქომ, საბერძნეთის ეკლესიამ, ალექსანდრიის საპატრიარქომა და კვიპროსის ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარეს), რათა ასეთი დასკვნები გავაკეთოთ. არაღიარების პოლიტიკით, რუსეთის ეკლესია, უკრაინის ეკლესიას დესტაბილიზაციის მცდელობებისადმი უფრო მეტად მოწყვლადს ხდის, იქნება ეს თავად რუსეთის, უკრაინაში არსებული რუსული ეკლესიის, პატრიარქ ფილარეტის თუ საზღვარგარეთული მხარისგან (რომელსაც სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია ახორციელებს) წამოსულ კრიტიკასა და გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ჯერ-ჯერობით, ალექსანდრიის საპატრიარქოს საეკლესიო იურისდიქციაში პირდაპირი ჩარევა ის ყველაზე აგრესიული მოქმედებაა, რომლის ფასსაც პატრიარქი თეოდორე იხდის.

უკანასკნელი სამი წლის მანძილზე, რუსეთის ეკლესიამ სხვადასხვა სახის ზომები მიიღო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის მაღიარებელ ოთხ ეკლესიასთან დაკავშირებით. საბერძნეთის ეკლესიის მიერ, უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საპირწონედ, რუსეთის ეკლესიის მოქმედებებმა იმ მიდგომებს ჩაუყარეს საფუძველი, როლითაც რუსეთი სხვა მაღიარებელ ეკლესიებთან მიმართებით მოიქცა. მთავარი მიდგომა ახლა უკვე მთელ ეკლესიასთან კი აღარაა თანაზიარების გაწყვეტა (როგორც ეს მსოფლიო საპატრიარქოსთან დაკავშირებით მოხდა), არამედ მხოლოდ იმ იერარქებთან, რომლებიც უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებას უჭერენ მხარს. ეს მიდგომა მიზნად ისახავს სასულიერო პირებში შიდა უთანხმოების ჩამოგდებას, ეკლესიის მეთაურთა დელეგიტიმაციასა და საეკლესიო მწყემთავრობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. იგივე ტაქტიკა კვიპროსის ეკლესიის შემთხვევაშიც მოქმედებდა (შეგახსენებთ, რომ კვიპროსი უკანასკნელია იმ ეკლესიათაგან, რომელმაც, 2020 წელს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა). როგორც ეს საბერძნეთის ეკლესიისა და ალექსანდრიის საპატრიარქოს შემთხვევაში მოხდა, რუსეთის ეკლესიამ გადაწყვიტა კვიპროსის მთავარეპისკოპოსისა და იმ იერარქების მოხსენიება შეეწყვიტა, რომლებმაც უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიასთან ევქარისტიული თანაზიარება დაამყარეს. მას შემდეგ, რაც მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებისკენ ნაბიჯები გადადგა, რუსეთმა უპირველესად ის განაცხადა, რომ მთავარეპისკოპოსის გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეებთან თანაზიარებას შეინარჩუნებდა. როგორც ეს მოსალოდნელი იყო, უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით კვიპროსის ეკლესიაში შიდა უთანხმოებაც დაიწყო, რადგან რამდენიმე გავლენიანმა ეპისკოპოსმა, მათ შორის კიკოსის მიტროპოლიტმა ნიკიფორემ, ლიმასოლის მიტროპოლიტმა ათანასემ, ტამასოსის მიტროპოლიტმა ისაიამა და ამათუნტის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, საკუთარი უკმაყოფილებების გამოხატვა საჯაროდ დაიწყეს. მიტროპოლიტებმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების გაუქმება მოითხოვეს და არაერთხელ დაუპირისპირდნენ საკუთარ მეთაურს.

რუსეთის ეკლესიამა და მასთან დაახლოებულმა სასულიერო პირებმა, ეს შიდა განყოფანი უმალ გამოიყენეს. მამა ნიკოლაი დანილევიჩმა (უკრაინიას ეკლესია, მოსკოვის საპატრიარქო, UOC-MP), კვიპროსის ეკლესიის წიაღში არსებულ ბუნტზე სწრაფადვე მიუთითა და დასძინა, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მაღიარებელ ეკლესიათაგან, საკუთარი გადაწყვეტილება სინოდური გზით არცერთს არ მიუღია და რომ ნებსმიერი ახალი ეკლესია, რომელიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ცნობს, მსგავსი შიდა დაპირიპირების წინაშე აღმოჩნდება. მსგავსადვე იყო საბერძნეთის ეკლესიის შემთხვევაშიც, სადაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ფინანსური ზარალის მიყენებით იმუქრებოდა. საქმე იმ ფაქტს ეხება, რომლის თანახმადაც, რუს მართლმადიდებლებს მხოლოდ იმ კუნძულებზე მდებარე სიწმინდეების მოლოცვა შეეძლოთ, რომელთა ეპისკოპოსებიც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას უჭერდნენ მხარს.

მართალია პატრიარქი თეოდორე, რუსეთის მხრიდან გადადგმული აგრესიული ნაბიჯებისთვის პასუხისგაცემას ცდილობს, მაგრამ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მსგავსი ნაბიჯები რუსეთის ეკლესიამ შეიძლება სხვაგანაც გადადგას. ბოლო ბოლო, თავად მიტროპოლიტმა ილარიონმაც კი თქვა, რომ რუსეთმა მსგავსადვე შეიძლება თურქეთში ან სადმე სხვაგან იმოქმედოს, სადაც მსოფლიო პატრიარქის როლსა და პოზიციას სრულიად უგულვებელყოფს.

მოვლენათა ამგვარი განვითარება მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსისთვის უცხო არაა. 2019 წელს, მან რუსეთის ეკლესია გააფრთხილა, რომ კუნძული დაეტოვებინათ (ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან შეიტყო, რომ რუსული ეკლესია კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში გარკვეულ მოქმედებებს ახორციელებდა). კვიპროსში არსებულმა რუსულმა საელჩომ ამგვარი ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ის პირი, რომელზეც მთავარეპისკოპოსი საუბრობდა, რუსეთის ეკლესიის წევრი არ ყოფილა.  

ის მკაფიო სიგნალები, რომლებსაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის ეკლესიისადმი ავტოკეფალიის მინჭების შემდგომ აგზავნიდა, უპირველესად იქითკენ იყვნენ მიმართულნი, რომ ახლადშექმნილი ეკლესიის სხვათა მიერ აღიარება არ მომხდარიყო. ისინი ღიდ აცხადებენ, რომ მიტროპოლიტ ეპიფანესთან ნებისმიერი სახის დაახლოება, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიის საქმეებში ჩარევისა და მათი შიდა საეკლესიო ცხოვრების არევისკენ იქნება მიმართული.

იმის მიუხედავად, რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკელსიას სხვათადმი ტკივილის მიყენება შეუძლია, კვიპროსისა და საბერძნეთის შემთხვევები ამ ეკლესიათა სიმტკიცეზე მიუთითებენ. უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე, რუსეთის ეკლესია პუტინის სამომავლო მოქმედებების ლეგიტიმაციისა და უკრაინაში არსებული რუსული ეკლესიის კონტროლის  გზების მოძიებით იქნება დაკავებული. გარეგნულად, იგი ყველანაირად შეეცდება, რომ მასთან დაახლოებულ ეკლესიებთან (სერბეთი, ანტიოქია და სხვანი) მაქსიმალურად გაიმყაროს საკუთარი პოზიციები. აფრიკაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეგზარქოსოს პროექტი, 2021 წლის ნოემბერთან შედარებით, უკანა პლანზე გადაინაცვლებს, რაც საშინაო და რეგიონალური საკითხების მოგვარებით იქნება განპირობებული.

იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია პუტინის ,,სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ სამიზნე გახდა, მას განვითარების შანსი მაინც აქვს. რუმინეთის, ბულგარეთისა და საქართველოს ეკლესიების მიერ მისი ავტოკეფალიის ცნობა, კიდევ უფრო გაზრდის მიტროპოლიტ ეპიფანეს ლეგიტიმაციას და იმედის ნაპერწკალს ჩაუსახავს კირილის მოწინააღმდეგე UOC-MP-ს სასულიერო პირებს. მიდგომა- ,,დაელოდე და იხილე“ შეიძლება დაგვიანებული აღმოჩნდეს.


ანდრეა ბოგდანოვსკი (Andreja Bogdanovski) ბუკინგემის უნივერსიტეტის (UK) სადოქტორო პროგრამის მკვლევარია. იგი აღმოსავლეთ ევროპასა და ბალკანეთში ავტოკეფალურ მოძრაობებს იკვლევს.

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.

Print Friendly, PDF & Email

About author

Rate this publication

Did you find this essay interesting?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

Be the first to rate this essay.

Share this publication

კონტაქტი

მთავარი რედაქტორი
Nathaniel Wood
nawood@fordham.edu