კატეგორიის გარეშე

ყველაზე საშინელი წყევლა

Published on: მარტი 8, 2022
Total views: 47
Readers' rating:
0
(0)

ირინა პაერტი (Irina Paert)

iStock.com/Mike Cassidy

ბავშვობისას, ყველაზე საშინელი ღამე მაშინ მქონდა, როდესაც მოსკოვში, მეთხუთმეტე სართულზე მდებარე ჩვენს ბინას ბომბდამშენებმა გადაუფრინეს. ეს ყოველივე გასაკვირი არც ყოფილა, რამდენადაც ყოველ საღამოს, ახალი ამბები მტრის სამხედრო ძალების გაძლიერების შესახებ გადმოსცემდნენ. მაშინ ვერ ვხვდებოდი თუ რატომ გამოიყენეს გოგონას ასეთი ლამაზი სახელი- ნატა (ნატალიას შემოკლებული ვერსია) ჩვენი ხალხის დამატერორებელი ორგანიზაციის სახელწოდებად. მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ჩვენ ომი არ გვინდოდა, ყოველთვის მშვიდობის მხარეს ვიყავით, ჩვენ კი არ ვესხმოდით თავს მათ, არამედ ისინი გვესხმოდნენ ჩვენ.

პატრიოტულმა განათლებამ ჩემს ზოგიერთ თანატოლს ხელი არ შეუშალა, რომ რადიკალური პოზიცია დაეკავებინა ომის ძალადობის წინააღმდეგ, რომლითაც ყოველგვარი ინსტიტუტები და მისადმი მხარდაჭერილი იდეოლოგიები იყვნენ გაჟღენთილნი. შესაძლოა ეს 1960-იანების დასავლური ახალგაზრდული აჯანყების შედეგი იყო, რომელმაც გვიანი საბჭოთა ანტიკონფორმიზმის კულტურაში იჩინა თავი, ან შეიძლება, რომ 1990-იანებში ტოლსტოისა და განდის არაძალადობრივი სწავლებებისადმი ინტერესის მოძალებიდან იყო განპირობებული. ჩემმა ზოგიერთმა მეგობარმა საკუთრი სამხედრო ბილეთები დაწვეს, რის გამოც თვეების გატარება  ფსიქიატრიულ კლინიკებში მოუწიათ. ჩემს ქვეყანაში, კეთილსინდისიერი პროტესტი მენტალურ დაავადებად ან კრიმინალურ აქტად განიხილებოდა, ხოლო ამგვარი აქტის საჯაროდ გამოხატვა კი პატრიოტიზმისა და ვაჟკაცობის ნაკლებობად. ამ დროს არ ვიცოდი, რომ ძალადობისა და ომის წინააღმდეგ მიმართული ასეთი რადიკალური, მორალური მოქმედებების ფესვები ქრისტიანობას უკავშირდებოდნენ.

ცივი ომის პიკში, თომას მერტონი წერდა: ,,მიმდინარე საომარი კრიზისის დროს, როგორია ჩემი, როგორც ქრისტიანის, მწერლისა და მღვდლის პოზიცია.“ იმის მიუხედავად, რომ მას ბევრი რამის გაკეთება არ შეეძლო, იგი მკაფიოდ გამოეყო იმ ხალხს, რომლებიც საბჭოთა კავშირზე ბირთვულ თავდასხმას ეწინააღმდეგებოდნენ. მან ერიხ ფრომს მისწერა, რომ კაცობრიობა ისეთი დანაშაულის ჩადენის ზღვარზე იმყოფებოდა, რომელიც სიდიდიდით მხოლოდ ქრისტეს ჯვარცმას თუ ჩამორჩებოდა და ამ ფონზე, ,,როგორც მაშინ, რელიგიური ხალხი დღესაც ძალადობის მხარეს დგას.“ მისთვის ომისადმი მხარდაჭერა და ქრისტიანობა ერთმანეთისადმი შეუთავსებელი იყო.

მერტონი უდაბნოში მღააღადებელი ხმასავით მარტოსულად დარჩა: ბევრი კათოლიკე თეოლოგი (მაგალითად იეზუიტი მღვდელი C. McHugh) შურისძიების მომხრე იყო. მერტონის აზრით, ქრისტიანის მოვალეობა იყო ,,მთელი ძალით, გონებით, სარწმუნოებითა და იმედით ქრისტეს, ღვთისა და ადამიანის სიყვარულისთვის ბრძოლა… ომის საერთოდ გაუქმებისთვის ბრძოლა.“ მერტონის მიხედვით, ეკლესიას, საერთაშორისო და სამოქალაქო განხილვების საშუალებით, სირთულეთა არაძალადობრივი გზით შეწყვეტისა და ომის თანდათანობითი შეწყვეტის გზაზე უნდა ეწინამძღვრა.“

მერტონის მიერ დაწერილი ყველა ანტისაომარი სტატია დოროთი დეის მიერ გამოქვეყნდა. ამ უკანსკნელმა იმ წვრთნებში მონაწილეობა არ მიიღო, რომელიც ნიუ-იორკის მცხოვრებლების, ბირთვული დაბომბვისგან თავდასაცავ თავშესაფრებში ჩასვლის მომზადებას უკავშირდებოდა. წვრთნების დროს, იგი Central Park-ის სკამზე იჯდა და მას უამრავი სხვა ადამიანიც შეუერთდა, მისი გაზეთი- The Catholic Worker (რომელშიც მენტონის სტატიები იბეჭდებოდნენ) ქრისტიანული ანტი-საომარი აქტივობების ერთ-ერთი მთავარი მედია საშუალება გახდა. ჯიმ ფორესტი, რომელიც მიმდინარე წლის ინვარში გარდაიცვალა, დეის ახლო თანამოაზრე და მერტონის კორეპონდენტი იყო. ჯიმს ბოსეს კრებულის მიერ პიდმონტში ორგანიზებულ კონფერენციაზე შევხვდი. ეს კრებული შორსმჭვრეტელმა ენცო ბიანჩიმ დაარსა, რომელიც ვატიკანის მეორე კრების სულისკვეთებით (მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების ერთმანეთთან დაახლოება) იყო შთაგონებული. მასთან შესვენების დროს მივედი, რა დროსაც ახალგაზრდა მონაზვნები ისე ეხვივნენ გარს, თითქოს იგი როკ-ვარსკვლავი ყოფილიყო. ფაქტია, რომ ჯიმის წიგნი-  Loving Our Enemies: Reflections on the Hardest Commandment იტალიურად ითარგმნა და ეკუმენიზმით დაინტერესებულ ახალგაზრდა კათოლიკეებში დიდი ინტერესიც გამოიწვია.

დოროთი დეისთან შეხვედრის შემდეგ, ჯიმმა საზღვაო ძალები რელიგიური მოსაზრებების საფუძველზე დატოვა. სხვა არავინ და არასდროს შემხვედრია ისეთი, ვინც ერთადერთ მიზანს, მშვიდობისადმი ხელშეწყობას ასეთი ერთგულებით მიუძღვნა თავი. ჯიმი მშვიდი, თავდაჯერებული ხმით საუბრობდა, რასაც მოგვიანებით სხვები ბაძავდნენ. მართლმადიდებლურ ქვეყნებში ცოტამ თუ იცის მისი მოღვაწეობისა და მემკვიდრეობის შესახებ. 1960-იანებში დაწყებული პროცესები დღეს აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. მშვიდობის ქრისტიანი აქტივისტებისთვიის მისი რჩევა (რაც მერტონის წიგნის ქვესათაურია) სამწუხაროდ ნაკლებად ცნობილია.

თუკი ჯიმმა, გარკვეული ჯგუფის კათოლიკეთა მხრიდან შთაგონება მიიღო, თანამედროვე მშვიდობის მართლმადიდებელი აქტვივისტები შეიძლება კიდევ ერთი პიროვნებისგან, წმინდა სოფრონ სახაროვისგან (ესექსში, დიდ ბრიტანეთში, სამონასტრო კრებულის დამაარსებელი) განისწავლონ. იგი ახალგაზრდობისას, პირველი ომის შემდგომ განცდილმა ტრაგედიამ მიიყვანა ღმერთთან. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას იგი ათონელი ბერი იყო, რა დროსაც შეხვდა ჯარისკაცებსა და ოფიცრებს (მათ შორის ნაცისტ ოფიცრებს) და უჩვეულო (ამასთანავე რისკიანი) პოზიცია გამოთქვა, რომლის თანახმადაც არცერთი მხარის ჯარისკაცები ომში არ უნდა ჩართულიყვნენ. ეს განასხვავებდა მას ვლადიმერ ლოსკის მსგავსი სხვა თეოლოგებისგან, რომლის მიხედვითაც ორი გზა არსებობდა- ერთი, რომლიდანაც მტერი უნდა გაძევებულიყო და მეორე, სადაც მტერი უყვარდათ, ამ ორი გზიდან კი ერთი უნდა არჩეულიყო. ორი მსოფლიო ომის გამოცდილების მქონე მამა სოფრონს, ცივ ომზე მსჯელობისას პესიმისტური შეხედულება ჰქონდა: ,,დედამიწის ატმოსფერო სისხლის სუნითაა გაჟღენთილი.“ სამყაროში ყოველდღიურად ვრცელდება უამრავი ამბავი ძმათამკვლელ ომებში ჩადენილი მკვლელობებისა და წამების შესახებ. სიძულვილის შავი ღრუბლები ჩვენს თვალთა წინაშე არსებულ სამოთხისეულ ნათელს ფარავენ. ადამიანები საკუთარ ჯოჯხოეთს თავად ქმნიან. სამყარო, სინანულისმიერი ჩვენი სრული შეცვლის გარეშე ყველაზე უარეს წყევლათაგან- ომთაგან, არ გათავისუფლდება. სიყვარულის თავმდაბალ მატარებელთათვის სხვის მკვლელობაზე უმჯობესი სხვის მიერ თავად ამ ადამიანთა მოკვდინებაა (We Shall See Him as He Is). მისი სულიერი მამის, წმინდა სილუან ათონელის კვალდაკვალ, მასაც ჯეროდა, რომ მტრების სიყვარული და მათდამი ლოცვა ქრისტიანობის ფუნდამენტური კრიტერიუმი იყო.

ცალკე აღსანიშნავია მამა სოფრონისეული ხედვა. უმეტესი ქრისტიანული ეკლესია საკუთარ მთავრობას ომებში მხარს უჭერდა: მღვდლები ლოცავდნენ ჯარისკაცებს, ოფიცრებს, იარაღს; საღვთო ლიტურგიის დროს მტრის განადგურებისკენ მიმრთული ლოცვები იკითხებოდა; ლიტურგიები სანგრებში აღესრულებოდა და მოგვიანებით, ომის შემდეგ, იმ ჯარისკაცთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი იმართებოდა, რომლებიც რამდენიმე საათის წინ ეზიარნენ. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ეკლესიები მილიტარიზაციის ახალ ეპოქაში შევიდნენ, ქრისტიანი მზვერავები ომისთვის ემზადებოდნენ, ხოლო კომუნისტური რეჟიმის მოწამეები კი ანტი-კომუნისტი მებრძოლების მობილიზაციისთვის გამოიყენებოდნენ. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის ტრაგედია გარდამტეხი გამოდგა, რადგან ევროპულმა ეკლესიებმა მშვიდობისთვის მუშაობა რეალურად დაიწყეს. აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიები, ძირითადად პოლიტიკური მიზეზების გამო, ამ პროცესებს ჩამორჩნენ. მართლმადიდებელ თეოლოგებს შორის მშვიდობის საღვთისმეტყველო ეთიკა არ არსებობს. დღეს, უკრაინაში მიმდინარე კრიზითან დაკავშირებით, ამ ნაკლმა სავალალო შედეგები შეიძლება მოიტანოს, რამდენადაც მართლმადიდებელი ეკლესიები სამხედრო კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს დგანან. საბჭოთა პერიოდში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იზოლაციამა და კომფორმიზმმა, ქრისტიანული დასავლეთის თეოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის გამოცდილების უარყოფა და უგულვებელყოფა გამოიწვია. იმის მიუხედავად, რომ არაერთი რუსი მართლმადიდებელი სოფრონ სახაროვს პატვს სცემს, ომზე, როგორც ყველაზე მძიმე ცოდვაზე მისეული დამოკიდებულება მათ შორის მიღებული არაა. ყოველივე ზემოთქმულმა წარსულის გამარჯვებების უკრიტიკო განდიდება და მტრის ხატის შექმნა მოიტანა. დღეს ჩვენ ამ ყოველივეს შედეგს ვხედავთ.

ვისურვებ, რომ მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის მშვიდობის აქტივისტების რიცხვი გაიზრდება. მსურს, რომ ამ ყოველივეში საეკლესიო ხელისუფლებამ საკუთარი წვლილი შეიტანოს და მათთვის სასულიერო პირები და წმინდანები გამოარჩიოს. მინდა, რომ ჯიმ ფორესტის წიგნები ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ენაზე ითარგმნოს, მაგ. რუსულად, ბერძულად, რუმინულად და ა.შ. მსურს, რომ წმინდა სოფრონ ათონელის პატივისცმცემელ ხალხს, ომის წინააღმდეგ მიმართული მისი რადიკალურ პოზიციებიც ახსოვდეთ, ხოლო მართლმადიდებელმა ეკლესიამ კი დაგმოს და თუნდაც განსაჯოს ისინი, ვინც ომების წამოწყებაში არიან ბრალდებულნი. მინდა, რომ ის ქრისტიანები, რომლებსაც საზოგადოებაში მათ მიერ დაკავებული პოზიციები (და შესაბამისი უნარები), მოვლენებზე ღიად საუბრის საშუალებას აძლევენ, პირდაპირ აცხადებდნენ, რომ სამხედრო კონფლიქტების გზით პრობლემების მოგვარებასთან ქრისტიანობა ვერ თავსდება. ,,ძალადობით მიღწეული გამარჯვება სამყაროში ყოველთვის დროებითია. ამის მომქმედთ მარადიულობაში უწყვეტი სირცხვილი მოელით“ (სოფრონ სახაროვი, On Prayer).


ირინა პაერტი  (Irina Paert) ტარტუს უნივერსიტეტის თეოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტის წამყვანი მკვლევარია.

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.


About author

Rate this publication

Did you find this essay interesting?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

Be the first to rate this essay.

Share this publication

კონტაქტი

მთავარი რედაქტორი
Nathaniel Wood
nawood@fordham.edu