ფორდჰემის უნივერსიტეტის The Orthodox Christian Studies Center ეხმარება, ხელს უწყობს და გამოსცემს კვლევებს იმ განსხვავებული საკითხების შესახებ, რომლებიც მართლმადიდებლური ქრისტიანობის ისტორიას, აზროვნებასა და კულტურას მიემართება. მეტი ინფორმაციისათვის ჩვენი გაერთიანების, გამოცემებისა და საჯარო აქტივობების შესახებ გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს.
Public Orthodoxy არის The Orthodox Christian Studies Center-ის ინიციატივა და იგი, სარედაქციო ფორუმის სახით მკვლევართათვისაა შექმნილი, რათა თანამედროვე საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე უფრო ფართო, არააკადემიური აუდიტორიისათვის მათ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვან. 2015 წლის შემოდგომიდან, მას შემდეგ, რაც ფორუმი ამუშავდა, Public Orthodoxy-მ ასობით საერთაშორისო მკვლევრის სტატია გამოსცა, რომლებიც საეკლესიო, აკადემიურ და პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებულ მრავალფეროვან თემებს ეხებოდა. იმის მიუხედავად, რომ ავტორთა უმეტესობა აკადემიური ხარისხის მატარებელია, Public Orthodoxy, ასევე, ეპისკოპოსთა, სამრევლოს მღვდელთა და ეკლესიის ცხოვრებაში ჩართულ საერო პირთა ნააზრევსაც აქვეყნებს. როგორც სარედაქციო ფორუმი, Public Orthodoxy იქითკენაა მიმართული, რომ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით სამომავლო რეფლექციასა და დიალოგს უბიძგოს. მართალია, არ ვიღებთ ისეთ ესეებს, რომლებიც ეკლესიის კრებათა დოგმატურ განსაზღვრებებს ეჭვქვეშ აყენებენ, თუმცა, აკადემიური თავისუფლების პრინციპებს ვიცავთ და ჩვენს ავტორებს ფართო თვალთახედვის ქონის შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ მათ თანამედროვე გამოწვევების შესახებ, მართლმადიდებლურ ტრადიციაში არსებული შესაფერისი პასუხები შეამჩნიონ. ამგვარად, მკითხველებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ავტორების მიერ გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება საერთოდ არ ასახავდნენ The Orthodox Christian Studies Center-ის ხედვებს და ისინი არ უნდა გაიგივდენ ეპისკოპოსთა რომელიმე კრების მიერ გამოცემულ ოფიციალურ განჩინებებთან.